არქივი

მრავალშვილიანი მამიკო

e7d777617c94
42 წლის ასაკში ჰოლანდიელი ედ გუბენი ქალაქ მაასტიხტიდან არის უკვე 82 შვილის მამა. ყოველთვიურად, ის იღებს 15 ქალს, რომელთაც სურთ ნაყოფის ჩასახვა. მისი ბიოლოგიური მაჩვენებლები იმდენად მაღალი იყო , რომ კაცს მეტსახელად დაარქვეს „ ბავშვების მწარმოებელი“. გუბენის მომსახურეობას ქალები მთელი მსოფლიოდან მიმართავენ. მათგან „ბავშვების მწარმოებელი“ არ იღებს ფულს, ერთადერთი გამონაკლისისა- ეს მგზავრობის და საცხოვრებელი ბინის გადასახადია, თუ აუცილებლად მოუწევს წასვლა საზღვარგარეთ. „კარიერა“ გუბენმა დაიწყო 34 წლის ასაკში. ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ედ გუბენი აქამდე არასდროს ყოფილა ქალთან და ცხოვრობდა დედასთან ერთად. როცა გადაწყვიტა, რომ შეეცვალა რაიმე თავის ცხოვრებაში, გუბენმა დაიწყო თავისი ბიოლოგიური მასალის ჩაბარება ადგილობრივი სპერმის ბანკებში, შემდეგ კი თვით ქალებმა დაიწყეს პირდაპირ მასთან მიმართვა სპეციალური საიტების მეშვეობით.
c92cafa3b0f6
ედ გუბენმა გაიარა სამედიცინო შემოწმება -გაიკეთა დიაგნოსტიკა სპერმაზე. ჯანმრთელია უდავოდ, მაგრამ ექიმების თქმით, სამწუხაროდ სქესობრივი ინფექციები, განსაკუთრებით ქლამიდიოზი მამაკაცებში უსიპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ედიმ რეგულარულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, რომ თავიდან იქნეს აცილებული ესა თუ ის ინფექცია. გუბენს უთხრეს, რომ ინტელექტის მაჩვენებელს პირდაპირი კავშირი აქვს სპერმის ხარისხთან-აი ამით კი ედი დარწმუნებულია, რომ გამოკვლევის შედეგი უკეთესი ექნებოდა. ეს კი მართლაც, სატრაბახო აქვს .მას უყვარს კვება, ძირითადად კი ეძალება ხორცს, ბოსტნეულს და ხილს- ჩაინიშნა ექიმ ჯეფრი მილერის მ რჩევა : C ვიტამინის, B12 ვიტამინმის და E ვიტამინის ნაკლებობა გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების აქტივობაზე. დღე არ გავა ედიმ რომ კვების რაციონში არ შეიტანოს ეს საჭირო ვიტამინები.
და სამწუხაროდ კიდევ ერთი , რაზეც უარი განაცხადა და ასრულებს ამ პირობას: ეს მობილური ტელეფონია. კლივლენდის კლინიკიდან სპეციალისტის რჩევით, ედიმ არ უნდა ატაროს მობილური ტელეფონი შარვლის წინა ჯიბეში და უფრო ხშირად გამოიყენოს hands-free . ექიმი ჯეფრი მილერი არ ურჩევს ედის ნოუტბუკის მიუხლებზე დადებას, ასევე მჭიდრო თბილი საცვლების ტარებას, ცხელ აბაზანებს, დიდხანს ჯდომას-მაგალითად, ავტომანქანის მართვის დროს.
87aeebfb4a87
ყველა ქალთან „ბავშვების მწარმოებელს“ აქვს ხელშეკრულება დადებული, სადაც წერია, რომ კლიენტს არ აქვს უფლება მოსთხოვოს ე.წ. „მამას“ ბავშვის ნებისმიერი მატერიალური უზრუნველყოფა. ახლა ჰოლანდიელი ედ გუბენი არის 45 ქალიშვილისა და 35 ვაჟის მამა , კიდევ 2 ბავშვის სქესი ჯერ კიდევ ინახება საიდუმლოდ; კიდევ 10 ქალი მზადაა დედობისთვის „ბავშვების მწარმოებლისგან“ უახლოეს მომავალში. ედ გუბენის სიტყვებით, რამდენიმე ბავშვთან აქვს აქტიური კონტაქტი და მათთან ხშირად სტუმრად ჩადის. ედ გუბენი სანამ კონტაქტს დამყარებს ქალთან , ესაუბრება მათ, რათა დარწმუნდეს, რომ ის ქალი იქნება კარგი დედა ბავშვისთვის და კარგად აღზრდის.შესაძლოა, ედ გუბენს აქვს რეალური, ახლო ურთიერთობა რომელიმე დედობას „მოწყურებულ“ ქალთან, რა თქმა უნდა ორმხრივი მოწონების საფუძველზე, თუმცა ამას ინტერვიუში არ ამჟღავნებს.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button