არქივი

ქიმიური ექსპერიმენტები

7c9bd254c902

ქიმია შეისწავლის ნივთიერებებს, მათ თვისებებს, გარდაქმნებს და ამ გარდაქმნების თანმხლებ მოვლენებს. გარდაქმნები, ანუ რეაქციები მიმდინარეობს სხვადასხვა პირობებში. ზოგიერთ მათგანს სჭირდება გაცხელება, ზოგს კატალიზატორი და ა.შ. ამ პოსტში მოვიყვანე რეაქციები, რომლებიც არ საჭიროებენ არც გაცხელებას, არც კატალიზატორს, ანუ მიმდინარეობენ ჩვეულებრივ პირობებში.

პირველი რეაქცია არის სასმელ სოდაზე და ძმარმჟავაზე. ამ რეაქციის დროს მიიღება  CH3COONa,  H2O  და  CO2.   

ანთებული კვარის ახლოს მიტანით დაამტკიცებთ, რომ გამოყოფილი აირი ნახშირორჟანგია. კვარი ჩაქრება. რეაქციას შემდეგი სახე ექნება:

NaHCO3 + CH3COOH = CH3COONa + CO2 + H2O

ეს რეაქცია მოცემულია ქვემოთ სურათზე.

6e5e65cce64e

შემდეგი რეაქციის პროდუქტებიდანაც ერთ-ერთია ნახშირორჟანგი. ეს რეაქცია ხდება გლუკოზასა და წყალბადის პეროქსიდს შორის. რეაქციის ტოლობაა:

C6H12O6 + 12H2O2 = 6CO2 + 18H2O

ქვემოთ ორ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ ეს რეაქცია.

d64c9ce6443d

b4d0f08ceae9

ახლა ვცადოთ ისეთი რეაქციების ჩატარება, როცა გამოიყოფა წყალბადი. მაგნიუმს და  რკინას დავამატოთ ძმარმჟავა:

Mg +2CH3COOH = (CH3COO)2Mg + H

2 CH3COOH + Fe = (CH3COO)2Fe + H2

ეს რეაქციები მოცემულია ქვევით ორ სურათზე.

8108e4c7631d

7570e0fde0cd

 

მაგნიუმს დავამატოთ ეთანოლი(ეთილის სპირტი, ანუ სამედიცინო სპირტი). ამ რეაქციის ტოლობაა:

2Mg + 2C2H5OH = 2C2H5OMg  + H2

ეს რეაქცია ქვემოთ სურათზეა გამოსახული.

fdb79c7ae718

ახლა კი მარილის წყალხსნარს დავამატოთ რკინა. მოცემული რეაქციის ტოლობაა:

2NaCl + Fe = FeCl2 +2 Na

ეს რეაქციები ქვევით ორ სურათზეა გამოსახული. მეორე სურათზე დაინახავთ, რომ წარმოიქმნება რკინის(II) ქლორიდი. ხსნარს ექნება მომწვანო ფერი.

3c0f02421ffc

f5b3b509847f

მსგავსი ამბები

Back to top button