არქივი

პრაქტიკული რჩევები ელექტრო ენერგიის დაზოგვისთვის= თანხის დაზოგვას

72794b680890

ამ პოსტში კონკრეტულად დავწერ იმ რჩევებს რაც დაგაზოგინებთ ელექტროენერგიას და შესაბამისად თანხებს.პოსტს დავყოფ რამდენიმე ნაწილად, რადგან ძალიან დიდი რომ არ გამოვიდეს და კითხვით არ დაიღალოთ :)


1) დაიცავით ნათურებისა და ბრების სისუფთავე , რადგანაც ჭუჭყიანი ნათურა და ბრა ნაკლებ სინათლეს მოგცემთ
2) შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება
3) ნუ დატოვებთ ანთებულ ნათურებს იმ ოთახში სადაც არ იმყოფებით
4) შეცვალეთ ვარვარა ნათურები ეფექტური ნათურებით, ამით ზოგავთ განათებაზე მოხმარებული ენერგიის 75 %–ს
5) ავტოფარეხში, სადარბაზოში, ვესტიბიულში დაამონტაჟეთ სენსორული ნათურები , რათა სინათლე ავტომატურად აინთოს და ჩაქრეს.

ეფექტურ ნათურებზე, წინა პოსტებში მიწერია საინტერესო ინფორმაცია და შეგიძლიათ გადაიკითხოთ.
ეს რაც შეეხება ნათურებს.

ახლა ვისაუბროთ სარეცხ მანქანაზე

1) შეიძინეთ სარეცხის მანქანა A კლასის ენერგეტიკული იარლიყით , ამით დაზოგავთ ელექტროენერგიასა და ფულს
2) შეეცადეთ ამუშაოთ თქვენი სარეცხი მანქანა სრული დატვირთვით
3) შეიძინეთ ნახევრად ავტომატური რეგულირების რეჟიმში მომუშავე მანქანები, რადგანაც მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ენერგიის მოხმარებას
4) გაწმინდეთ რეგულარულად სარეცხი მანქანის ფილტრი, რადგან ტუმბო უკეთესად იმუშავებს და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს

ახლა გადავიდეთ ტელევიზორზე

1) ერთი ტელევიზორი მოლოდინის რეჟიმში ( ეკრანზე გამოსახულების გარეშე და ანთებული მართვის სისტემით ) მოიხმარს ნორმალური მუშაობისას საჭირო ენერგიის 15 %–ს . ამიტომ ღამით და სახლიდან გასვლის შემთხვევაში ტელევიზორი და აუდიო–ვიდეო ტექნიკა გამორთეთ ქსელიდან.

ამ პოსტში სულ ეს იყო, შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ რჩევებს კონდიციონერის, მაცივრის და სახლის ენერგოდაზოგვაზე . იმედია გამოგადგებათ ეს რჩევები.
P.S. თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში

მსგავსი ამბები

Back to top button