გასართობისაკითხავისასარგებლო

კარტების კომბინაციები “Texas Hold’em” პოკერში


 პოკერის სათამაშოდ, აუცილებელია ვიცოდეთ კარტების ყველა კომბინაცია, რომელიც პოკერში არსებობს. ტეხასურ ჰოლდემ პოკერში, კარტების, სულ 10 კომბინაცია არსებობს. ესენია:

  • როიალ ფლაში
  • სტრეიტ ფლაში
  • 4 ერთგვარი კარტი (კარე)
  • ფულ ჰაუსი
  • ფლაში
  • სტრეიტი
  • სამი ერთგვარი კარტი (სეტი)
  • ორი წყვილი
  • ერთი წყვილი
  • მაღალი კარტი

მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი. დავიწყოთ ყველაზე სუსტი კომბინაციით.

 

 მაღალი კარტი. (High Card) ყველაზე სუსტი კომბინაცია პოკერში.  იმ შემთხვევაში, თუ მაგიდაზე გახსნილი 5 კარტიდან და მოთამაშეების ორი კარტიდან, არანაირი კომბინაცია არ კეთდება, ყველა მოთამაშე, ვინც ისევ თამაშშია, ხსნის საკუთარ კარტს და ვისაც ყველაზე მაღალი კარტი აქვს, ის იგებს ხელს და მიაქვს ჩიპები.

 ერთი წყვილი. (One Pair) ძალიან ხშირი, მაგრამ არც თუ ისე ძლიერი კომბინაცია.  როდესაც მაგიდაზე გახსნილ ხუთ კარტში, არის ნებისმიერი ფერის (გული, ჯვარი, ყვავი, აგური) მხოლოდ ერთი კარტი, რომელიც თქვენც გაქვთ ხელში. მაგალითად AA, (ორი ტუზი) KK, (ორი მეფე) QQ, (ორი დედოფალი) JJ, (ორი ვალეტი) 10-10 (ორი ათიანი) და ა.შ. თუ მაგიდაზე გახსნილია ერთი მეფე (K) და ერთი ათიანი, ხოლო პირველ მოთამაშეს ხელში აქვს მეფე, ხოლო მეორეს ათიანი, ბუნებრივია, იგებს პირველი მოთამაშე, რადგან მეფეების წყვილი უფრო მაღალია, ვიდრე ათიანების წყვილი.

  ორი წყვილი. (Two Pair) არც თუ ისე ხშირი და ნორმალური კომბინაცია. როდესაც მაგიდაზე გახსნილ ხუთ კარტში, არის ნებისმიერი ფერის (გული, ჯვარი, ყვავი, აგური) ორი კარტი, რომელიც ასევე თქვენც გაქვთ ხელში. ანუ, როდესაც მაგიდაზე გახსნილია, ერთი მეფე, ერთი ხუთიანი, ერთი შვიდიანი, ერთი ტუზი და ერთი ორიანი და თქვენ ხელში გაქვთ შვიდიანი და მეფე, თქვენს კომბინაციას, ორი წყვილი ეწოდება.

 სამი ერთგვარი კარტი ანუ სეტი. (Three Of A Kind / SET) უმუტეს წილად იშვიათი და საკმაოდ ძლიერი კომბინაცია.  როდესაც თქვენ გყავთ  სამი ერთგვარი კარტი, ანუ როცა მაგიდაზე გახსნილია ვალეტი, ხუთიანი, რვიანი, ტუზი და სამიანი, ხოლო თქვენ ხელში გაქვთ ორი ვალეტი, ამ კომბინაციას სამი ერთგვარი კარტი, ანუ სეტი ქვია. მაგრამ თუ მეორე მოთამაშეს ხელში, 2 ტუზი ჰყავს, მაშინ, რა თქმა უნდა, მეორე მოთამაშე იგებს.

 სტრეიტი. (Straight) უმუტეს წილად იშვიათი და ძლიერი კომბინაცია. თანმიმდევრობით დაწყობილ ხუთი კარტის კომბინაციას სტრეიტი ქვია. ვთქვათ მაგიდაზე გაიშალა ორიიანი, სამიანი, ოთხიანი, ათიანი და ტუზი, ხოლო თქვენ ხელში გაქვთ ხუთიანი და ექვსიანი, გამოდის რომ თანმიმდევრობიტ გაქვთ დაწყობილი ხუთი კარტი, ანუ ორიანი, სამიანი, ოთხიანი, ხუთიანი და ექვსიანი. რაც უფრო მაღალი სტრეიტი ყავს მოთამაშეს, მიტ უფრო ძლიერია. ანუ 23456 სტრეიტს მუდამ 678910 სტრეიტი მოუგებს. სტრეიტის დროს ტუზი შესაძლოა ერთიანადაც ჩაითვალოს. A2345 ნიშნავს 12345 სტრეიტს.

 P.S. საქართველოში ამ კომბინაციას, მოთამაშეთა უმეტესობა, შეცდომით სტრიტს ეძახის, რაც ტყუილია ამიტომ, როდესაც სტრიტს იტყვიან, იცოდეთ რომ სტრეიტზეა საუბარი.

 ფლაში. (Flush) იშვიათი, ძლიერი და საკმაოდ საიმედო კომბინაცია. ხუთი ერთნაირი, ფერის, კარტისაგან შემდგარ კომბინაციას ფლაში ეწოდება. თუ ხელში გაქვთ ორი ჯვარი, ხოლო მაგიდაზე კიდევ სამი ჯვარი გაიხსნა, ესეიგი ფლაში გყავთ. ან თუ გყავთ ერთი ჯვარი, ხოლო მაგიდაზე კიდევ ოთხი ჯვარი გაიხსნა, ამ შემთხვევაშიც ფლაში გყავთ. რაც უფრო მაღალი კარტებისაგან შემდგარი ფლაში გაქვთ, მით უფრო ძლიერი კომბინაცია შედგება.

 P.S. საქართველოში ამ კომბინაციას, ისევე როგორც სტრეიტს, მოთამაშეთა უმეტესობა, შეცდომით ფლეშს ეძახის, ამიტომ, ესეც გაითვალისწინეთ.

 ფულ ჰაუსი. (Full House) ძალიან იშვიათი და ძალიან ძლიერი კომბინაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ფულ ჰაუსი ეწოდება კომბინაციას, როდესაც სეტიც და 2 წყვილიც ერთდროულად გაქვთ. ანუ თუ მაგიდაზე გახსნილია 2 მეფე და ერთი ვალეტი, ხოლო თქვენ ერთი მეფე და ერთი ვალეტი გაქვთ ხელში, ზუსტად ეს არის ფულ ჰაუსი.

 ოთხი ერთგვარი კარტი. (Four Of A Kind) ერთ–ერთი უიშვიათესი და ძალიან ძლიერი კომბინაცია. წარმოიდგინეთ, სამი ერთგვარი კარტის კომბინაცია, ესეც ზუსტად იგივეა, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა გქონდეთ ოთხი ერთგვარი კარტი. მაგალითად, თუ მაგიდაზე გახსნილია სამი ტუზი, ხოლო თქვენ კიდევ ერთი ტუზი გაქვთ ხელში, ესეიგი 4 ერთგვარი კარტის კომბინაცია შეადგინეთ. ან თუ მაგიდაზე სამი ტუზი გაიხსნება და თქვენ ხელში ერთი ტუზი გაქვთ, ესეც ზუსტად იგივე კომბინაციაა.

 P.S. ოთხი ერთგვარი კარტის კომბინაცია, საქართველოში უფრო ცნობილია, “კარე–ს” სახელით. კარე და ოთხი ერთგვარი კარტის კომბინაცია, ერთიდაიგივეა.

 სტრეიტ ფლაში. (Straight Flush) ერთ–ერთი უიშვიათესი და ძლიერთა შორის, ძლიერი კომბინაცია. ეს არის ორი კომბინაციის, სტრეიტისა და ფლეშის ერთობლიობა. ანუ, როდესაც ერთი ფერის ხუთი კარტი თანმიმდევრობითაა დაწყობილი. ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. 56789 ჯვარი.

 როიალ ფლაში. (Royal Flush) პოკერის უძლიერესი კომბინაცია, რომელიც ძალიან იშვიათია და რომლის დამარცხება, სხვა, არცერთ კომბინაციას არ შეუძლია. ქალბატონებო და ბატონებო !! გთხოვთ მივესალმოთ, მისი უდიდებულესობა, როიალ ფლაში !! 

ეს არის ხუთი ერთნაირი ფერის კარტის კომბინაცია, რომელიც დაწყობილია თანმიმდევრობით ათიანიდან ტუზის ჩათვლით, ანუ ერთი ფერის, ხუთი უმაღლესი კარტი თანმიმდევრობით. ანუ 10JQKA, ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. თუ როიალ ფლაში გყავთ, თქვენი დამარცხება შეუძლებელია.

 ტეხასურ ჰოლდემ პოკერში მეტი კომბინაცია არ არსებობს. დამწყებთათვის ცოტა რთული იქნება, ყველა კომბინაციის ერთი წაკითხვით დამახსოვრება, მაგრამ დასამახსოვრებლად საჭიროა პოკერის თამაში და კიდევ თამაში, რაშიც PokerStars–ი დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გაწევრიანდეთ “FreeRoll“ ტურნირებშ, მოიგოთ “Play Money” ან ნაღდი ფული და გახდეთ უფრო კვალიფიციური, ვიდრე თამაშის დაწყებამდე იყავით.

 წარმატებები პოკერის მაგიდასთან. ;))

 © PokerStars – Georgia

თეგები

PokerStars - Georgia

შემოგვიერთდი და აღმოაჩინე პოკერვარსკვლავი შენში. www.PokerStars.com www.YouTube.com/PokerStarsGeorgia www.facebook.com/PokerStarsGeorgia

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close