არქივი

რატომ არ დაგასაქმებთ?!

file35773141 8b242c19

„მე  შემეძლო სამსახურში მიმეღო 12 ადამიანი, 760 ევროს ოდენობის  ხელფასით.. თუმცა მე ამას არ ვიზამ… ახლავე აგიხსნით რატომაც“

უნგრელმა ბლოგერმა, ანდორ იაკაბმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც  ეხება სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობებს. ზემოთხსენებული სიტყვებიც სწორედ მას ეკუთვნის. სტატიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, არაერთგავროვანი რეაქცია გამოიწვია და მრავალ ენაზეც(დღეიდან ქართულზეც) ითარგმნა.მეც(რადგან ძალიან მომწონს ამ მამრის აზროვნება)ვეცადე ეს სტატია თქვენთვისაც მომეწოდებინა.აქვე მსურს გითხრათ,რომ ეს ჩემი პირველი პოსტია „ევერ“ და თუ რამე არადამაკმაყოფილებლად ვთარგმნე,ნუ გამკიცხავთ…იმედია მოგეწონებათ,წაკითხვა არ დაგეზარებათ  და თუ ასე იქნება ამ სტატიის (შეიძლება ითქვას) გაგრძელებასაც შემოგთავაზებთ.აქვე მინდა გაგაფრთხილოთსავით მოცემული პოსტი ძირითადად მათთვისაა საინტერესო ვისაც ფინანსები აინტერესებს,რადგან პოსტი ასე თუ ისე ბიზნესის თემატიკას ეხება.მაშ ასე:

 

თქვენ შეიძლება გემუშავათ ჩემს კომპანიაში,მშვენიერ ოფისში ,დაკავებულიყავით მომსახურების სფეროში .ეს არც ტელემარკეტინგია და არც თაღლითობა.თქვენ  შეასრულებდით სერიოზულ სამუშაოს,რომელიც მოითხოვს გამოცდილებას,8 საათს დღეში,5 დღეს კვირაში.მე მიგიღებდით სამსახურში ლეგალურად,მე გადავიხდიდი თქვენს  გადასახადებს.მე  შემეძლო ასეთი სამსახურის მიცემა 12 ადამიანისთვის,მაგრამ არ ვაპირებ და ახლავე აგიხსნით რატომაც.

მე არ ავიყვანდი სამსახურში…-ქალს.

მიზეზი ძალიან მარტივია:ქალები აჩენენ ბავშვებს.მე არ მაქვს უფლება ვიკითხო სურს მას ეს თუ არ.და თუკი მე მექნებოდა ამის უფლება და თანაც ვიკითხავდი,მაშინ ის  მომატყუებდა,ან გადაიფიქრებდა.

არა,არასწორად ნუ გამიგებთ.მე არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო,რომ ქალები ბავშვებს აჩენენ.მე თავადაც ასე მოვევლინე ქვეყნიერებას და ჩემი შვილებიც.მე არ ავიყვან სამუშაოდ ქალს,რადგან  ის დაორსულდება,მაშასადამე გავა „დედობრივ შვებულებაში“ სამი წლით და მე მას ვერ გავათავისუფლებ.და თუკი მას ენდომება 2 ბავშვი,მაშინ დეკრეტი გაგრძელდება უკვე 6 წელს.

სამუშაო,კი რა თქმაუნდა,უნდა შესრულდეს.და მეც ავიყვან ვიღაცას,ვინც იმუშავებს მის მაგივრად,სანამ ის მრავალი წელი შვებულებაში იქნება.მაგრამ,მე მას ვერ გავათავისუფლებ არამარტო მისი არყოფნის პერიოდში,არამედ მაშინაც კი,როდესაც დაბრუნდება.ამიტომ მე მომიწევს გავათავისუფლო ის,ვინც მის მაგივრად იმუშავებს.როცა ქალი დაბრუნდება „დედობრივი შვებულებიდან“ მე კანონის თანახმად მომიწევს მისთვის ხელფასის გაზრდა  მისი  ამჟამინდელი პოზიციის შესაბამისად.გარდა ამისა, მომიწევს მისთვის იმ შვებულების მიცემა,რომელიც მან დეკრეტის დროს დაიმსახურა.და როცა ის ბოლოსდაბოლოს დაბრუნდება სამსახურში,დაიწყებს მუშაობას, მისთვის გადახდილი მექნება 2-4 თვის თანხა (ფასიანი შვებულების თანახმად)

ასევე,მე სამსახურში არ ავიყვანდი 50 წელს გადაცილებულ  ხალხს.

არა იმიტომ,რომ მე პრობლემები მაქვს ყველაზე გამოცდილებთან,პროფესიონალებთან,არამედ იმიტომ რომ მათ მალე მოუწევთ პენსიაზე გასვლა და ისინი შეაბიჯებენ „დაცულ ასაკში“.ანუ მე აღმოვჩნდები ხაფანგში,ზუსტად ისე როგორც  ქალის დასაქმებისას.მე  ვერ გავათავისუფლებ ხელქვეითებს წინასაპენსიო ასაკში,უნდა გადავუხადო ხელფასი და გავითვალისწინო სხვა დანახარჯებიც იმ შემთხვევაშიც კი თუკი ისინი სათანადოდ ვერ მუშაობენ.მე ვერ გავათავისუფლებ „დაცულ ხელქვეითს“..მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა აკეთოს სამუშაო და აი მე იძულებული ვხდები დავიქირავო სხვა ადამიანი.

მე მივიღებდი სამსახურში მხოლოდ 25-50 წლის ხალხს.

თუმცა მათი მიღებაც სარისკოა,ვინაიდან მე არ მექნება უფლება გავათავისუფლო ისინი ნებისმიერი მიზეზით(ჩემი შემოსავლები არაა საკმარისი ან არ ვარ კმაყოფილი მათი მუშაობით).დიდია რისკი,რომ ისინი მიჩივლებენ და სავარაუდოდ პროცესს მოიგებენ.თუმცა ამ რისკს მაინც როგორღაც გავუმკლავდები.

და თქვენ მე დამიჯდებით  €1572 .

e9b500e90d82

ეს  აქტუალური მონაცემებია 2011 წლის ე.წ.  ხელფასების  კალკულატორიდან >>http://www.nettober.com/ .როგორც შენიშნავდით,თქვენი ხელფასი 760 ევროს ოდენობით  ჩემს კომპანიას დაუჯდება 1752 ევროდ.ერთადერთი საშუალება როგორღაც შევამცირო ჩემი დანახარჯები-შეგიმციროთ ხელფასი.მაგრამ მე არ ვაპირებ გამუშაოთ ნაკლები ხელფასისთვის,იმიტომ რომ ჩემი აზრით თქვენ წესიერად ვერ იცხოვრებთ უფრო ნაკლები თანხით.თქვენ დაგეწყებათ დეპრესია,გაინადგურებთ ცხოვრებას,ჩემს კომპანიას და თვით მეც.ანუ  მე არ  მსურს ვინმე ავიყვანო სამსახურში ნაკლები ხელფასით.

f7d038195c8e

 

და ასეთი თავხედობა ხდება მხოლოდ უნგრეთში

ეს გრაფიკი Deloitte მ შექმნა გამოძიების საფუძველზე.როგორც ხედავთ,სახელმწიფოს მიაქვს თქვენი ხელფასის ნახევარი.მე მაღიზიანებს რომ მე გიხდით 1500 ევროზე მეტს,მაგრამ თქვენ იღებთ ამ თანხის ნახევარზე ნაკლებს იმ სამედიცინო მომსახურების გათვალისწინებით,რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი „მინიმალისთვისაც“ კი.

აქვე უნდა გავითვალისწინო რომ 35 წლის ადამიანს ეკუთვნის წლიწადში 25 დღიანი შვებულება.ეს ნიშნავს რომ ვიღაცამ უნდა შეცვალოს ის ერთი თვის განმავლობაში.და თუ მე მჭირდება 12 ხელქვეითი,მომიწევს მეცამეტეს აყვანაც რათა შეცვალოს ყველა ვინც გავა შვებულებაში.

მაგრამ მე ამ ყველაფრის მიუხედავად შემეძლო დამესაქმებინეთ.

მე ხომ თამამი დამსაქმებელი ვარ. დამსაქმებლები კი წესით რისკავენ,ამიტომ მე შემიძლია გავყიდო ჩემი ბინა და გადავვიდე სადმე ქირით.ვიმედოვნებ,რომ 90 000 ევრო საამისოდ საკმარისი იქნება.მე თამამად შევძლებ ჩემი ბიზნესის წამოწყებას,და თუკი არაფერი გამოვა,და მე ჩავფლავდები (რაც დამწყებებს ხშირად ემართებათ) არ ვიტირებ.

ჩემი კომპანია შემოგთავაზებთ  მაღალი დონის მომსახურებას,რომელიც მოითხოვს ბევრ შრომას.მე ავიყვან 13 ადამიანს.12ს მუდმივ სამუშაოზე და ერთს მათ შემცვლელად.14 ადამიანს (ჩემი ჩათვლით) შეეძლებათ იმუშაონ კომფორტულ.კარგად მოწყობილ 158 კვ. მეტრ სიდიდის ოფისში. და რა დამიჯდება მე ეს ყველაფერი…10 ევრო თვეში ყოველი კვადრატული მეტრისთვის,ამას დავუმატოთ 3,5 ევრო კვადრატულ მეტრზე კომუნალური მომსახურებისთვის.საბოლოოდ 2133 ევრო თვეში.

და აი  ჩემი ყოველთვიური დანახარჯები:

ოფისის  ქირაობა: €2133

ხელფასები:13 x €1572 = €20 436

სხვა დანახარჯები (ბუღალტერია,მარკეტინგი და ა.შ)  €3058

საბოლოოდ: €25 627

ვგონებ ყოველთვიური გადასახადისთვის არც ისე სახარბიელო თანხაა,არა?და ამდენის გადახდა მომიწევს მე ყოველთვიურად ,ჩემი  შემოსავლებისგან დამოუკიდებლად.როგორც კარგი,ისე ცუდი თვეების დროს.მიმკვდარებულ ზაფხულშიც და წინასაშობაოდაც,როცა სამუშაო გაცილებით ცოტა იქნება.

სავარაუდოდ,კომპანია ვერ შეძლებს თვეში 1000 საათის მომსახურებაზე მეტის „გაყიდვას“

ანუ იმისათვის,რომ მე „ნულზე დავრჩე“,ჩემი ფასი უნდა შეადგენდეს €25,627 / 1000 = €25 /

საათში.თუმცა ეს არაა საკმარისი,მე ხომ მოგებაც მჭირდება.

ხარბი ნამდვილად არ ვარ,თან ბაზარიც საკმაოდ ვიწროა.ამიტომ ჩემი ფასნამატი იქნება 20%,

ეს გაზრდიდა ჩემს ფასს საათში 30 ევრომდე,მაგრამ დღგ-ს გათვალისწინებით მე დავამრგვალებდი ამ თანხას. მაშასადამე კლიენტები ჩვენი მომსახურებისთვის გადაიხდიდნენ საათში 37 ევროს.

7 ევრო ამ თანხიდან პირდაპირ მივუთვალოთ სახელმწიფოს,30-კომპანიის შემოსავალია…

მე ოპტიმისტი ვარ.ანუ ჩვენი მარკეტინგი „გლიჯავს“, ჩემი გეგმებიც აბსოლუტური სიზუსტით სრულდება,მაშასადამე ჩვენ თვეში ვყიდით ჩვენი მომსახურების 1000 საათს.ბიზნესი კარგად ეწყობა,მე კი კმაყოფილი ვარ ჩემი ხელქვეითებით.

და ამ ყველაფერს კომპანიისთვის მოაქვს შემოსავალი 1000 x €30 = €30 000. ოდენობით

€ 4 373 ეს კი მოგებაა.მე შემეძლო ჩემთვის გადამეხადა €2 446,,და ეს კომპანიას დაუჯდებოდა €3 144.და ამ თანხიდან  მე ხელფასის სახით წმინდად ავიღებდი ჩემს ხელქვეითებზე ორჯერ მეტს.კომპანიის მოგება კი,გადასახადების გარეშე იქნებოდა €1 229.მე გადავიხდიდი €122

საშემოსავლო გადასახადს,პლუს 2% მოგების გადასახადი ანუ სულ  €600.. და საბოლოოდ ყოველთვიურად კომპანიის ანგარიშზე დარჩება  €507.

შესაბამისად,მე შევძლებ €1 521 გამომუშავებას თვეში,მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ მე ბინა გავყიდე და მთელი თანხმა ბიზნესსში ჩავდე.ანუ მე მიწევს ბინის ქირაობა მინიმუმ 300ევროდ,წინააღმდეგ შემთხვევაში დავრჩები უსახლკაროდ.მე მომიწევს მოკრძალებულად ცხოვრება,ეკონომიის გაკეთება და ნუ თან ჩემი ცოლიც იმუშავებს.  პრინციპში არც დრო მექნება მაინცდამაინც ხარჯებისთვის,იმიტომ რომ ჩემი ხელქვეითებისგან განსხვავებით 12 საათი მომიწევს მუშაობა,შაბათ-კვირასაც კი.

ასე  რომ,მე შევძლებ €900 ის დაგროვებას თვეში, და ჩემი ინვისტიციებიც €90 000 ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ 100 თვის შემდგომ.მე დამჭირდება 9 წელი რომ ამოვიღო დაბანდებული ფული, და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ ჩემთვის ბინის ყიდვას,და ამის შემდეგ შემეძლება შევიწროებული ბიუჯეტით არსებობა, ბინის ქირის გადახდა არ მომიწევს, მაგრამ ვერც თანხის მოგროვებას შევძლებ,ვიცხოვრებ ევროპულად.

ამ პირობებიდან გამომდინარე,რომლებიც იმედი მაქვს გასაგებია-არ გამაჩნია დიდი სურვილი ბინის გაყიდვისა და ამ ფულის ბიზნესში დაბანდებისა.

მაგრამ მეტი სიზუსტისთვის მე ამას არ გავაკეთებ 4 მიზეზის გამო:

1.კონკურენტები იგივე მომსახურებას არალეგალურად და საშინელ პირობებში ყიდიან საათში 9 ევროდ.ისინი უბრალოდ იდებენ ფულს ჯიბეში ყოველგვარი ჩეკების და თვით დღგ-ს გადაუხდელად.ისინი არ კისრულობენ არანაირ პასუხისმგებლობას,არანაირი გარანტია არ არსებობს,ისინი ოფიციალურად არაფერს აკეთებენ.არ არსებობს არანაირი ოფიციალური,კანონიერი ცნობა  მათი საქმიანობის შესახებ.მათ არ ესაჭიროებათ ოფისის ქირაობა და ბუღალტერის აყვანა.ასეთი საქმიანობით 5 საათის განმავლობაში ისინი თავისუფლად გამოიმუშავებენ  €1,000.. და ისინი ამაყად მოუშვერენ შუათითს ჩემს ვაკანსიას €760 ევროდ,სადაც მათ არ მიეცემათ რამის გაყალბების საშუალება,მაგრამ აიძულებენ ყოველდღე და დროულად მოსვლას და თან ამ შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილონ მაღალპროფესიული სტანდარტები.მათ არ მიეცემათ კლიენტებთან თაღლითობის საშუალება და თუ ამას მაინც გააკეთებენ,მაშინ გათავისუფლებულ იქნებიან.

2.კონკურენტი ფირმები დაიწყებენ დისკრედიტაციულ კამპანიას ჩემი ფირმის წინააღმდეგ.მე შეიძლება შევეჩეხო ანტიკაპიტალისტურ პროპაგანდას,გამომიყვანენ ხარბ ნაძირალად,რომელიც 37 ევროს იღებს იმაში რაშიც სხვები-9ევროს.და მე გავხდები მვენიერი უნგრელი ხალხის მტერი მანამ სანამ სხვები ჩემეული ფასის „მერამდენეღაცე „ ნაწილად მუშაობენ.

3.ჩემი თანამშრომლები მოვლენ სამსახურში მხოლოდ იმიტომ,რომ შეისწავლონ ჩემი ბიზნესის საიდუმლოებანი და ამწაპნონ კლიენტები.ისინი გადაიბირებენ მათ ტყუილი შემოთავაზებებით,რომ ისინი შესთავაზებენ იგივე მომსახურებას უბრალოდ ნაკლებ ფასად.მას შემდეგ რაც ისინი კლიენტების საკმაო რაოდენობას მომპარავენ,გადაწყვეტენ რომ ჩემი კომპანიისთვის ზიანის მიყენება და  გაქრობა მშვენიერი იდეაა.შემდეგ წავლენ  სასამართლოში და დაიწყებენ მტკიცებას რომ უმიზეზოდ გავათავისუფლე და მოიგებენ საქმეს.თან ამავდროულად მშვიდად გააგრძელებენ ჩემთვის „აწაპნილი“ კლიენტების მომსახურებას.რომელთა მოზიდვაც სხვათაშორის მთელ ჩემს ქონებად დამიჯდა. რაღა  თქმა უნდა,ისინი იქნებიან „განაწყენებულნი“ და ყველა შესაძლო შემთხვევაში დაიწყებენ მოყოლას როგორ მუშაობდნენ ჩემს კომპანიაში  და იციან რაზეც ლაპარაკობენ,ჩემი მომსახურება არამარტო ძვირია არამედ,ხარისხიც „მიჰიტლერკაპუტებულია“

4.ამ ყველაფერზე სარჩელის შეტანაც ვერაფერს მიშველის რადგან ეს არავის აღელვებს.

ასე რომ,საბოლოოდ,ზუსტად ამიტომაც არავის ვაძლევ სამსახურს.და საერთოდ მიმაჩნია,რომ სხვა დამსაქმებლებიც ამავე მიზეზების გამო იკავებენ თავს სამუშაო ადგილების შექმნისგან.სწორედ ამიტომ რჩება უფრო და უფრო მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე, ან ეს ადამიანები ყიდულობენ ნაკლებ საქონელს და შესაბამისად ნაკლებ დღგ-ს იხდიან.სწორედ ამიტომაა რომ პატიოსანი კომპანიების რაოდენობა სულ უფრო მცირდება,ამიტომაა  რომ სულ უფრო ნაკლებ ხალხს ასაქმებენ და ნაკლებ გადასახადებს იხდიან.ამიტომ იღებს სახელმწიფო ნაკლებ შემოსავალს სოციალური დახმარებებისთვის და სწორედ ამიტომ სოც. დახმარება მალე დაემსგავსება საკონცენტრაციო ბანაკს.

ასე რომ,მე სამსახურს მოგცემთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

●გაგათავისუფლებთ, როცა მენდომება

●დღგ შემცირდება 20%მდე (ან კიდევ უკეთესი თუ 15%მდე)

●თუკი სახელმწიფო წაიღებს მხოლოდ 30% თქვენი ფულისა

●თუკი უფრო მაღალი შემოსავალი არ მოიყოლებს თან უფრო დიდ სასჯელს.

●თუკი სახელმწიფო დაიწყებს ბრძოლას  არა პატიოსანი კომპანიების, არამედ კორუფციის წინააღმდეგ.

სანამ ეს ყოველივე არ შეიცვლება,მე თქვენ სამსახურს არ მოგცემთ. სანამ სახელმწიფო არ დაამარცხებს კორუფციას ყველა შესაძლო ასპექტში მე არ წამოვიწყებ საკუთარ ბიზნესს და არ შევქმნი სამუშაო ადგილებს.

მსგავსი ამბები

Back to top button