არქივი

Apple-მა დაამარცხა Samsung — სასამართლო განაჩენი

c2336dfa6945
ქალაქ სან-ხოსეს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეში Apple Samsung-ის წინააღმდეგ გამოიტანეს სასამართლო განაჩენი. მოისმინეს რა ორივე მხარის არგუმენტები, რასაც სამი კვირა დასჭირდა, კოლეგიამ, რომელიც შვიდი მამაკაცისაგან და ორი ქალისაგან შედგებოდა, დაასკვნა: Samsung დამნაშავეა.

ექსპერტებმა სწორად აღნიშნეს ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე: სასამართლომ სწრაფად გამოიტანა განჩინება. ეს მხოლოდ ერთს ნიშნავდა, რომ განაჩენი ფრიად მკაცრი იქნებოდა ერთ-ერთი მხარისათვის. Samsung-მა დამატებითი 30 წუთი მოითხოვა განაჩენის გამოტანის შემდეგ, რათა გადაემოწმებინა შეცდომებზე. სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული — სამარისებული სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ჟურნალისტთა კომპიუტერების კლავიატურის კაკუნი თუ არღვევდა. და მერე დარბაზში შემოვიდა მოსამართლე ლუსი კოხი.

მან სთხოვა ნაფიც მსაჯულებს გაეცნოთ მისთვის 20 გვერდიანი განაჩენი, მას შემდეგ, რაც ის გაჟღერებული იქნებოდა — ნებისმიერი, უმცირესი შეცდომაც კი საფუძველი შეიძლება გახდეს საქმის გადახედვისა. Apple ასევე დაეთანხმა Samsung-ის მოთხოვნას ტექსტის გაცნობასთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთში დოკუმენტი მოსამართლის მაგიდაზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულებიც გამოცხადნენ და:

— ნაფიცი მსაჯულები მზად არიან გამოიტანონ განაჩენი?
— დიახ.

Apple-ის საჩივარი Samsung-ის წინააღმდეგ

Samsung-მა არაკანონიერად გამოიყენა იდეები Apple-ის პატენტიდან /301 შემდეგ მოწყობილობებში: Continuum, Droid Charge, Exhibit 4G, Galasy Ace, Prevail, S 4G, Galaxy S II, Galaxy Tab, The Gem, Indulge, Infuse 4G, Mesmerie, Nexus S 4G, Replenish, Vibrant, Captivate, Galaxy Tab Wifi.

Samsung-მა არაკანონიერად გამოიყენა იდეები Apple-ის პატენტიდან /915 შემდეგ მოწყობილობებში: Captivate, Continuum, Droid Charge, Fascinate, Galaxy Prevail, Galaxy S 4G, Galaxy S II, i9100, Galaxy SII T-Mobile, Tab, Tab 10.1, Gem, Indulge, Infuse, Nexus S 4G, Galaxy Tab 10.1. საკითხი არ ეხება მოწყობილობებს: Ace, Intercept და Replenish.

Samsung-მა არაკანონიერად გამოიყენა იდეები Apple-ის პატენტიდან /163 შემდეგ მოწყობილობებში: Droid Charge, Epic 4G, Exhibit 4G, Fascinate, Ace, Prevail, Galaxy X, Galaxy S 4g, S II AT&T, i9100, Galaxy SII T-Mobile, Galaxy Tab, Tab 10.1, Infuse 4G, Mesmerize, Replenish, Fascinate, Galaxy Tab 10.1. საკითხი არ ეხება მოწყობილობებს: Captivate, Continuum, Gem, Indulge, Intercept, Nexus S 4G, Transform და Vibrant.

მოტივი დადგენილია Apple /381 პატენტის დარღვევის საკითხში ყველა ზემოჩამოთვლილი მოწყობილობის შემთხვევაში. 381 პატენტი — სწორედ ის პატენტია, რომელიც ეხება სკროლინგს.

Samsung-მა არაკანონიერად გამოიყენა იდეები Apple-ის პატენტიდან /677 შემდეგ მოწყობილობებში: Fascinate, Galaxy S, Galaxy S 4G, Galaxy SII ATT, Galaxy SII i9100, Galaxy SII Tmobile, Galaxy SII Epic 4G Touch, Skyrocket, Showcase, Infuse 4G, Mesmerize, Vibrant. საკითხი არ ეხება მოწყობილობას Ace.

Samsung-მა არაკანონიერად გამოიყენა იდეები Apple-ის პატენტიდან /087 შემდეგ მოწყობილობებში: Galaxy S i9000, Galaxy S 4G, Vibrant. საკითხი არ ეხება მოწყობილობებს: Galaxy SII ATT, Galaxy SII i9100, Epic 4G Touch, Skyrocket, Infuse 4G.

Samsung-მა არაკანონიერად გამოიყენა იდეები Apple-ის პატენტიდან /305 შემდეგ მოწყობილობებში: Captivate, Continuum, Droid Charge, Epic 4G, Fascinate, Galaxy S i9000, S 4G, Showcase, Gem, Indulge, Infuse 4G, Mesmerize, Vibrant.

Samsung-ს არ გამოუყენებია არცერთი იდეა პატენტიდან Apple /889 არცერთ თავის მოწყობილობაში.

მნიშვნელოვანი კითხვა: წინასწარი განზრახვით მოქმედებდა, თუ არა Samsung, Apple-ის პატენტებიდან იდეების გამოყენებისას?

პატენტი /677: დიახ. მოწყობილობა: Fascinate, Galaxy S 4G, Galaxy SII ATT, Galaxy SII Tmobile, Epic 4G Touch, Skyrocket, Showcase, Infuse 4G, Mesmerize, Vibrant. თითოეული შემთხვევისათვის Samsung-მა უნდა გადაიხადოს ჯარიმა — როგორც მინიმუმ.

პატენტი /087: დიახ, მოწყობილობებში: Galaxy S 4G, Vibrant. Нет в случаях: Galaxy SII ATT, Galaxy SII Epic 4G Touch, Galaxy SII Skyrocket, Infuse 4G.

პატენტი /305: დიახ, მოწყობილობებში: Captivate, Continuum, Showcase, Gem, Indugle, Infuse 4G, Mesmerize, Vibrant.

პატენტი /889 : არა.

Samsung-მა ვერ შეძლო დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა Apple-ის ვერცერთ პატენტთან მიმართებაში.

Samsung-მა „საზღვარი წაშალა” საფირმო სტილი iPhone 3G-ის შემთხვევაში, გამოუშვა რა მსგავსი პროდუქტები: Fascinate, Galaxy S i9000, Galaxy S 4G, Showcase, Mesmerize, Vibrant. საკითხი არ ეხება მოწყობილობებს: Captivate, Continuum, Droid Charge, Epic 4G, Prevail, Galaxy SII ATT, Galaxy SII i9100, Galaxy SII T-Mobile, Epic 4G Touch, Skyrocket და Infuse 4G.

Samsung-ს „საზღვარი არ წაუშლია” iPad-ის საფირმო სტილის შემთხვევაში. კორეელების დიდი გამარჯვება.

ზარალი, რომელიც ნახა Apple-მა:

1 მილიარდ 49 მილიონ სამასორმოცდასამი ათას ხუთასორმოცი (1,049,343,540) აშშ დოლარი.

Samsung-ის ბრალდება Apple-ის წინააღმდეგ

არცერთი ბრალდება არ დასტურდება ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ. Samsung-ის პროგრამული, ან ტექნიკური იდეები და არ ყოფილა გამოყენებული Apple-ის მიერ — iPod Touch-ის გარდა.

Samsung-ის ზარალი, რომელიც მას მიადგა Apple-ის გამო:

ნული აშშ დოლარი.

Samsung-ის ზარალი, რომელიც მას მიადგა Apple-ის მოწყობილობების გამო:

ნული აშშ დოლარი.

სხვა დასკვნები

Samsung-ს არა აქვს უფლება აიძულოს Apple მოახდინოს /516 და /941 პატენტების ლიცენზირება.

Samsung დამნაშავეა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში UMTS-ტექნოლოგიების პატენტის შეზღუდვის გამო.

ყველა პატენტი, რომელიც ეკუთვნის Apple-ს, ითვლება მოქმედად.

წყარო: go.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button