გერმანიაში დამფრთხალმა ცხენებმა 44 ბავშვი გათელეს
გასაოცარი მოვლენა გერმანიაში გერმანიის ჩრდილოეთით დამფრთხალმა ცხენებმა 44 ბავშვი გათელეს. ცხენებით სეირნობაში სულ ასამდე, 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა. მათ თან უფროსებიც ახლდნენ.
საღამოს, როცა პატარა მხედრები შინ ბრუნდებოდნენ, ცხენები რაღაცამ შეაშინა. დამფრთხალ ცხოველებზე მხედრებმა თავი ვერ შეიმაგრეს და ბევრი მათგანი ჩლიქებქვეშაც აღმოჩნდა. მედიკოსთა თქმით, ბავშვებმა სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაზიანებები მიიღეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მოწინავე რიგში მყოფმა მხედარმა ბიჭუნამ თავისი ჩირაღდანი ძირს დაადგო. ცხენი შეშინდა და ატორტმანდა, რითაც დანარჩენი ცხენებიც დააფრთხო. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე ექიმები დროულად მივიდნენ და ბავშვები უახლოეს კლინიკებში გადაიყვანეს. ყველაზე მეტად 14 წლის დიუსელდორფელი გოგონა დაზარალდა, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
წყარო: ambebi.ge