არქივი

Magenn Air Rotor System (MARS)

7d49050de744

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ახალი ტიპის ქარის ენერგიის გამომუშავებელ ტექნოლოგიაზე. შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ყველა ინფორმაციას, ამიტომ პოსტს რამდენიმე ნაწილად დავყოფ, რადგან ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში ძალიან დიდი გამოვა.

როგორც სურათზე ხედავთ ეს არის ქარის ტურბინების უახლესი ტექნოლოგია. მოდით გაგაცნობთ მას.

ეს პროდუქცია სულ 1 წლისაა, პირველად მისი გაყიდვები 2011 წლიდან დაიწყო, რომლის საცალო სიმძლავრე შეადგენდა 100კვტ–ს. მსოფლიო მასშტაბით გაყიდვების ფასი ჯერჯერობით დადგენილი არ არის კომპანია Magenn Power, Inc –ში. საჰაერო ბუშტი გავსებულია ჰელიუმით , საჰაერო ბუშტში არის მოთავსებული ჰორიზონტალურ ღერძიანი ტურბინა, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგია მიწაზე გადაეცემა სპეციალური აკუმულატორების მეშვეობით.

MARS-ის უპირატესობები გახლავთ შემდეგი:

1) მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2,5-ჯერ იაფი ჯდება ვიდრე ჩვეულებრივი ქარის ტურბინების.
2) არ გამოსცემს ხმას
3) ფრინველებისთვის უსაფრთხო
4) შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე დაყენება
5) 1000 ფუტ სიმაღლეზე დაყენებაც მოსახერხებელია
6) საწყისი სიჩქარე როდესაც იწყებს ელ.ენერგიის გამომუშავებს არის 3 მ/წმ– მაქსიმალური სიჩქარე 28 მ/წმ
7) არ იკავებს ადგილს მიწაზე
8) მის ქვეშ მყოფი მიწა ან წყალი შესაძლებელია გამოიყენო სასოფლო–სამეურნეო საბარგულად
9) არის მობილური, რადგან ადვილად იშლება და იწყობა
10 ) აქვს ასევე მობილური ელექტროსადგური

მისი გამოყენება გამიზნულია უფრო მეტად ისეთ ადგილებში სადაც ნაკლებად არის განვითარებული ენერგოსისტემა ან საერთოდ არ არის, გამოიყენება ისეთ ადგილებში სადაც ვერ ხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება და ასევე სამხედრო ბაზებზე.

მისი მახასიათებლები არის შემდეგი:

MARS 100kW

Magenn Power 100kW
ზომა (დიამეტრი x სიგრძე) 45 ft x 100 ft (პლუს ფრთების სიმაღლე 22 ft თითოეული)
წონა 13,000 lbs
ჰელიუმის მოცულობა 200,000 კუბი
სიმაღლე 750 ft სტანდარტი – მდე 1500 ft სურვილისამებრ
დამწყებ ქარის სიჩქარე 2.5 მ / წ – 5.6 mph
მაქსიმალური ქარის სიჩქარე 30.0 მ / წ – 67.1 mph
ტემპერატურის დიაპაზონი -40 / -40 to +45 / +113
გენერატორები 100 კვტ სულ
გამოყვანის ფორმა 380 V 3 ფაზა 50 Hz, 480 და 600 V 3 ფაზა 60 Hz ან რეგულირდება DC
გარანტია ერთი წელი
სიცოცხლის ციკლი 10 დან 15 წლამდე
ფასი (USD) (სავარაუდო) $ 500,000 აშშ დოლარი

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ ასეთ სიმაღლეზე ქარის მუდმივად არის დ აის მუდმივად გამოიმუშავებს ელ.ენერგიას.
დაინტერესების შემთხვევაში კიდევ შემოგთავაზებთ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მის შესახებ.
დაინტერესება გამოხატეთ კომენტარებში

წყარო:ჩემი ბლოგი http://energoblogi.wordpress.com

69ae58c67b76

d3211b7510af

მსგავსი ამბები

Back to top button