როგორც იქნა Star Wars-ის მფრინავი აპარატი უკვე რეალობაა
არ ვიცი თქვენ რამდენად გიყვართ ვარსკვლავური ომების სერიები ან ამ ახალმა ამბავმა რამდენად გაგახარათ, თუმცა მე ბედნიერი ვარ, რომ ვუყურებ Star Wars-იდან გაცოცხლებულ მფრინავ “მოტოციკლს”!
ეს სასწაული შექმნა კომპანია აეროფექსმა კალიფორნიიდან და “მოტოციკლი” არ იყენებს რაიმე ანტი გრავიტაციულ მოწყობილობებს, მას უბრალოდ ქვევით უყენია დიდი ვენტილიატორები და აქვს სპეციალური კონტროლის მექანიზმი. ამის გამო ნებისმიერს შეუძლია ამ მფრინავი ობიექტით გასეირნება.
“მოტოციკლი” გამოცადეს მოჯავეს უდაბნოში და ამჟამად მისი მაქსიმალური სიჩქარე არის 48 კმ/ს-ში. სიმაღლეში ასვლა შეუძლია მაქსიმუმ 4.5 მეტრზე.
პირველად მსგავს პროექტზე 1960-იან წლებში მუშაობდნენ, თუმცა მაშინ შეუძლებელი იყო ბალანსირების პრობლემის გადაწყვეტა. მას მერე უამრავი ადამიანი თუ კომპანია უშედეგოდ ცდილობდა შეექმნა სრულყოფილი მფრინავი ყველგანმავალი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში მოტოციკლი საკმაოდ კარგად გამოიყურება, ეს არის ალფა ვერსია და წარმომიდგენია როგორები იქნებიან შემდეგი დახვეწილი მოდელები.
რაც ყველაზე სამწუხაროა ამჟამად “მოტოციკლი” არ არის გაყიდვაში და ამ ეტაპზე კომპანიას სურს პატენტი მიყიდოს სამხედრო სტურქტურებს.
თუმცა იმედი მაქვს რამდენიმე წელიწადში დაიწყება წარმოება და ჩვენც ოდესმე შევძლებთ გასეირნებას სინათლის ხმლებით შეიარაღებულები :D