ახალი ამბები

მეხის დაცემის 10 წარმოუდგენელი ისტორია:

d5c8333a24b9
ყველაზე შოკისმომგვრელი შემთხვევა მოხდა ხორვატიაში. ელვამ გაიარა ქალში, შევიდა სხეულში პირიდან და გამოვიდა უკანალით. ელვა შეეჯახა ნატაშა ტიმაროვიკს სახლს, როდესაც ის იხეხავდა კბილებს; ელვამ შეაღწია ნატაშას სხეულში პირიდან და რამდენადაც გოგონა ატარებდა რეზინის ფლოსტებს, ელვა ვერაფრით გამოვიდოდა ფეხებიდან, მან მოძებნა გამოსვლის უმოკლესი გზა – უკანალი. ლაპარაკადაც არ ღირს, რომ გოგონას უამრავი დამწვრობა აქვს ტანზე.

2. სტატისტიკური მონაცემებით, ალბათობა იმისა, რომ მეხი დაგარტყავთ ძალიან მცირეა. მაგრამ როია სალივანის არ გაუმართლა.როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მას მეხმა დაარტყა 7-ჯერ და ცოცხალი გადარჩა. პირველი მეხი სალივანს 1942 წელს მოხვდა, როცა იმყოფებოდა სათვალთვალო კოშკში. ერთხელ მას დაეწვა თმები და მას შემდეგ, ყოველთვის ატარებდა ბოთლით წყალს. ცოლსაც მოხვდა მეხი, როცა ის როიასთან ერთად კიდებდა სარეცხს ფოლადის მავთულზე. მეტყევე აღიარეს მეხის დარტყმის რეკორდსმენად და მისი სახელი ჩაიწერა გინესის წიგნის გვერდებზე. გარდაიცვალა 71 წლის ასაკში; ცალმხრივი სიყვარულის გამო თავი მოიკლა თავისი თოფიდან.

f0fc9d19d930
3. კონგოში ფეხბურთის მატჩის დროს მეხის დარტყმისას ერთი გუნდის თერთმეტივე მოთამაშე დაიღუპა. ხოლო მეორე გუნდის წევრებს არაფერი მოსვლიათ
4. 2010 წლის აგვისტოში, ბრიტანელმა მოზარდმა დაადასტურა, რომ პარაკევი, 13 რიცხვი მისთვის იყო განსაკუთრებით უიღბლო დღე იყო. ზუსტად 13:13 საათზე მოზარდი იმყოფებოდა ფესტივალის საჰაერო შოუზე «Lowestoft Seafront Air Festival», ინგლისში და მოულოდნელად მას დაარტყა ელვამ. ექიმებმა ჩათვალეს უცნაურად ის ფაქტი რომ ელვამ დაარტყა 13:13 წუთზე, 13 რიცხვში და პარასკევს. იღბლიანი თუ უიღბლო ბრიტანელი მოზარდი შემოიფარგლა მხოლოდ უმნიშვნელო დამწვრობით.
5. ხორვატიელი მოტოციკლისტი -ანტე ჯინჯიკი
dcc70fdad9c4
ანტე ჯინჯიკმა დაკარგა გონება, როდესაც შესვენების დროს, ელვამ შელახა მისი „მამაკაცური ღირსება“. „ მე არ მახსოვს, რაც მოხდა. ვდგავარ ტუალეტთან და მერე ვიღვიძებ საავადმყოფოში“ . ექიმები ამბობენ, რომ ელვა გავიდა ახალგაზრდა კაცის სხეულში, რადგან ის ატარებდა რეზინის ჩექმებს. დროთა განმავლობაში სასქესო ორგანოს ყველა ფუნქცია აღსდგება და ანტე შეძლებს იცხოვროს წინანდელი ცხოვრებით
6. თინეიჯერი გოგონა გადაურჩა ელვის დარტყმას აიპოდის წყალობით. 14 წლის სოფი ფროსტმა და მისმა მეგობარმა მეისონ ბილიგტონმა გადაწყვიტეს ქარიშხალის დროს ხის ქვეშ შეეფარებინათ თავი. ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ გოგონა გადარჩა, რადგან ელვის 300 000-ვოლტმა გაიარა ფლეიერის მავთულში და არ დააზიანა სასიცოცხლო ორგანოები.
7. 11 წლის გოგონა პენსილვანიიდან გამოჯანმრთელების სტადიაშია. თვით გოგონას თქმით „იყო ნათელი ცა და ჭექა-ქუხილის არავითარი ნიშანი არ იყო“. როგორც გამოირკვა გოგონაზე ელვა მოხვდა ქარიშხალისგან მისი სახლიდან რამოდენიმე მილის დაშორებით. მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა- მხოლოდ ხელის მოტეხილობა და მხარზე დამწვრობის ნიშნები.
da18a46ed56b

8. 36 წლის ჯენს გოტლიბმა და 28 წლის შეყვარებულმა გოგონამ – ლისა გრუნიმ გადაწყვიტეს შეჩერება А44 მაგისტრალზე, გერმანიის დასავლეთ ნაწილში. ისინი განცალკევდნენ პარკის ზონაში, ერთ-ერთი ბუჩქის ქვეშ. უზომოდ შეყვარებული წყვილი არც გაჩერებულა როცა გაისმა ჭექა-ქუხილი და ცა გაასხივოსნა ელვამ. მაგრამ როდესაც ელვამ დაარტყა წყვილს რამდენიმე მეტრში, შეშინებულები გამოვარდნენ გზაზე, მთლად „დედაშობილები“ და განაგრძეს სირბილი თავსხმა წვიმაში. ისინი, ასე ვთქვათ, კარგ ბედ-იღბალზე იყვნენ გაჩენილნი, რადგანაც გადარჩნენ
091db489c853
9. 36 წლის მყვინთავი გარდაიცვალა სანაპიროზე, ფლორიდაში. ელვამ დაარტყა მყვინთავის ჰაერის ბალონს. კაცი, რომლის სახელი ჯერჯერობით უცნობია, სხვა სამ ადამიანთან ერთად ნავიდან ჩაყვინთა დირფილდის სანაპიროსთან ახლოს. როდესაც ჩაყვინთა -ცოტა ხანში ელვამ დაარტყა მის ჰაერის ბალონს და გარდაიცვალა. სამწუხაროდ, სამედიცინო დახმარება უძლური აღმოჩნდა.
527e50fd450b
10. 12 წლის გოგონას 2 ჯერ დაარტყა მეხმა, როდესაც იგი შხაპს იღებდა. სადილის შემდეგ, ახალგაზრდა ელისი შევიდა სააბაზანოში, რომ გადაევლო წყალი.შემდეგ მისმა მშობლებმა წივილი გაიგონეს-ელისს მეხმა ხელში დაარტყა. დედამისი დაეხმარა შვილს, რომ თავი დაებანა, რადგან ვერ მიხვდა რა აყვირებდა და აი ელისს ხელმეორედ დაეცა მეხი

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close