არქივი

მსოფლიოს ხალხთა ცეკვები

dancer Latino

ცეკვა ერთგვარი ენაა, ჯესტთა ერთობლიობა. ჯესტთა ერთობლიობა ქმნის ეფექტს, რაც განუზომელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. ცეკვის წარმოშობა უკავშირდება რიტუალებს, რომლებსაც პირველყოფილი ადამიანები სხვადასხვა მიზნით აკეთებდნენ. დროთა განმავლობასი ამ რიტუალებმა სხვა ხასიათი მიიღო და სხვა მიზანიც. დღეს კი ცეკვა, ანუ ქორეოგრაფია ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. ვიტყოდი, რომ ჭეშმარიტი ცეკვა, ქორეოგრაფია არის წუთიერი სამოთხე, რომელსაც თავად ვქმნით. 

749bc4e68bf9

არ აქვს მნიშვნელობა ცეკვა ინდურია, ბრაზილიური, ქართული თუ ესპანური, თუ მასში არის ემოცია, ექსპრესია, მაშინ იგი საუკუნეებს გაუძლებს.

ყველა ცეკვას თავისი სილამაზე აქვს. აქ წარმოვ ადგინე მსოფლიო ხალხთა ცეკვების ნაწილი. ალბათ, ყველას დაგაინტერესებთ, რომელი ცეკვა რომელ ერს ეკუთვნის.

ავსტრიული:”ვალსი”,”შტირიენი”. ავსტრია-გერმანული:”ტიროლიენი”.აზერბაიჯანული:”გაზანჰი”,”თარაქამა”,”ინაბი”,”უზუნდარა”.

არგენტინულ-ესპანური:”ტანგო”.აშშ:”ბაუნსი”,”ბლუზი”,”ბრეიკი”,”ბრეიკდაუნი”, “კეკოუოკი”,”კონგა”,”მანკი”,”მედისონი”,”რეგტაიმი”,”როკ-ნ-როლი”,”სლოუფოქსი”,”სტამპი”,”ტვისტი”,”ტუსტეპი”,”უანსტეპი”,”ფოქსტროტი”,”შეიკი”,”შიმი”,”ჩარლსტონი”,”ჯაივი”.

7bef441b9e0b

ახ.ზელანდიური:”პოი”,”ხაკა”.ბაშკირული:”აირა”.ბელორუსული:”ბულბა”,”იუროჩკა”.ბერძნული:”რომაიკა”, “სირტაკი”.ბრაზილიური:”ბოსანოვა”,

“ლამბადა”,”სამბა”.ბულგარული:”კოლო”,”რუჩენიცა”.გერმანული:”ალემანდა”,”გროსფატერი”,”ლენლერი”, “ტრეცცა”.გერმანულ-ფრანგული:

“გალოპი”.ესპანური:”ბოლერო”,”ზაპატეადო”,”კაჩუჩა”,”მალაგენია”,”პოლო”,”სარაბანდა”,”სეგიდილია”, “სარდანა”,”ტირანა”,” ფანდაგო”,”ფლამენკო”,”ჩაკონა”,

“ხოტა”.ესპანურ-იტალიური:”პავანა”.
028653e04d6e

ესტონური:”ტულიაკი”.ვესტ-ინდოეთი:”არეიტო”,”კალიფსო”.ინგლისური:”კონტრდანსი”,”მორის დანსი”,”ჟიგა”,”ქუიკსტეპი”.ინდური:”ვასან-

ტი”.ირლანდიური:”ჯიგა”.იტალიურ-ფრანგული:”პასაკალია”.კოლუმბიური:”ბამბუკო” და ა.შ.
69e5e82a1846

ამრიგად, ცეკვა არის ხელოვნება, რომელიც იმპრსიონისტული ნახატივით წუთიერ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. მასში არის გრძნობა, ემოცია და ექსპრესია. ცეკვა ჰგავს სასიამოვნო ცხოვრებას, რომელიც უსასრულოდ გრძელდება.
b424f55ffbae

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button