არქივი

მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი

b1ec90ad7575

1.უცნაური ინტერპრეტაციები : როდოსის კოლოსი.

b1ec90ad7575

თანამედროვე მკითხველი გაოცდება, როცა შეიტყობს, რომ შვიდივე საოცრება არცერთ მოგზაურს არ უნახავს, ვინაიდან ეს საოცრებები სხვადასხვა დროს არსებობდა.არცერთ მწერალს რომელმაც ისინი აღწერა, და არცერთ მხატვარს,რომელმაც ისინი დახატა,ეს საოცრებები თვითონ არ უნახავს.ისინი ინფორმაციას მხოლოდ გადმოცემით იღებდნენ,სადაც სინამდვილე და ლეგენდა ერთმანეთში იყო შერეული.
თანამედროვე მეცნიერების აზრით, როდოსის კოლოსო არ იყო იმდენად დიდი, რომ მთელი  ნავსადგური დაეფარა.მიუხედავად ამისა,ხალხის წარმოსახვაში ასეთი ამაღელვებელი სურათები მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა

2.საკარის კიბისებრი პირამიდა:

369da61b9aa2

ესაა დედამიწაზე აგებული პირველი პირამიდა. ის საკარში,გიზას სამხრეთით მდებარეობს. კიბისებრი პირამიდა ძც.წ. 2630-2611 წლებში მეფე ჯოსერისთვის ააგო უდიდესმა არქიტექტორმა იმჰოტეპმა. არქეოლოგებმა პირამიდის წინ, ჯოსერის ბრწყინვალე ქანდაკება,ხოლო პირამიდის მიწისქვეშა დერეფნის ულამაზესი ჩუქურთმები აღმოაჩინეს.

3.ურის ზიქურათი:

a6acaeae631d
უძველესი შუმერის მოსახლეობამ,არაერთი პირამიდისებრი ნაგებობა შექმნა ,რომელთაც ზიქურათებს უწოდებდნენ. მათ საფეხურებად დალაგებული ფენების სახე ჰქონდათ ყველაზე სრულყოფილი ზიქურათი ურში ააგეს. ეს ტაძარი ტალახის აგურით ახ.წ. 2100 წელს ააშენეს. უკანასკნელ წლებში ურის ზიქურათის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განხორციელდა . ზუქურათი დიდ განძს ინახავდა,რომელთა ნაწილი თანამედოვე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს.

kavtara

ravici mak daujerebeli saixleebi da minda davaato gavxado saiti ufro saintereso

მსგავსი ამბები

Back to top button