არქივი

ათასხელა გუანინი

54be51a06311

გუანინი – ჩინურ მითოლოგიაში მოწყალების მდედრი ღვთაებაა. როგორც ცნობილია, მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა და უდიდეს, დახვეწილ რელიგიების – ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის გარდა შედის ბუდიზმიც ანუ ბუდა დჰარმა, რომელიც ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. ახლა გადავიდეთ ამ სასწაულ და შოკისმომგვრელ ცეკვაზე „ათასხელა გუანინი“.

ჯგუფური ცეკვა საჭიროებს კოორდინირებულ მოძრაობებს-როგორ გავაკეთოთ ეს, თუ ჯგუფის ყველა წევრი ყრუ -მუნჯია? სცენის ოთხივე კუთხეში დააყენეს პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ „ნიშან-სიმბოლოების ენას“ და სპეციალური ჟესტებით ეხმარებიან გოგონებს, რათა შეინარჩუნონ ცეკვის რიტმი. ათენის ოლოიმპიადის დახურვის ცერემონიაზე შესრულებულმა ცეკვამ „ ათასხელა გუანინი“ შოკში ჩააგდო მთელი აუდიტორია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საახალწლო გალა კონცერტზე გამოსვლის მომზადებისას ყრუ-მუნჯი გოგონები რეპეტიციას გადიოდნენ დილიდან -გვიან ღამემდე ერთი თვის განმავლობაში.

ახლა თვით სოლისტზე.

1. წამყვანი ცეკვის „ათასხელა გუანინი“ სოლისტი ტაი ლიჰუა დაიბადა იჩანაში, პროვინცია Hubei, სადაც მუდამ წყალდიდობებია .უნდა აღინიშნოს,რომ გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, 1 წლის განმავლობაში 983 ადამიანი იმსხვერპლა. სოლისტ ტაის აპლოდისმენტები არ ესმის, მან დაკარგა ყურთასმენა 2 წლის ასაკში, სრეპტომიცინის ინექციების მერე. 7 წლიდან იგი დადიოდა ყრუ მუნჯთა სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ დისციპლინას „ რიტმის შეგრძნება“. ამ საგნის გაკვეთილებზე მასწავლებელი „ცემდა“ დოლს, დამონტაჟებულს იატაკზე, ხოლო მოსწავლეები გრძნობდნენ რიტმს ფეხების დარტყმით და ასე ითვლიდნენ ტაქტს . მას შემდეგ, მუსიკა, რომელსაც პატარა ლიჰუა მხოლოდ ფეხების საშუალებით ყვებოდა, გახდა ყრუ-მუნჯი გოგონასათვის გრძნობების გადაცემის საშუალება და ცეკვაში ამ გრძნობების გამოხატვა.

67b5bc14ecfe

2. 15 წლის ასაკში ტაი ლიჰუამ დაიწყო სრულფასოვანი ქორეოგრაფიული სწავლება. 1994 წელს ის მოეწყო ჰუბეის ხელოვნების ინსტიტუტში-
ოსტატობისა და დიზაინის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ, ტაიმ მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო მისმა სადიპლომო პროექტმა- „ალკოჰოლური სასმელების შეფუთვა“- დაიმსახურა ჰუბეის პროვინციული ჯილდო.

59fbc50fa664

3. ტაი ლიჰუას ტური ჰქონდა 30 ქვეყანაში. 2 წლის წინ ტაი ცოლად გაჰყვა ინჟინერ-პროგრამისტს მეჰდაჯ ჰანმეის. ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს ბედნიერად და თვით ლიჰუა ამბობს: „ ყურთასმენის დაკარგვა-რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ხელოვნება მეხმარება გავაგრძელო სრულად ურთიერთობა
მსოფლიოსთან ცეკვის საშუალებით.

01fb0f37ce81

4. ტაი ლიჰუამ განაცხადა შემდეგი მისთვის სასიამოვნო ფაქტი: ყრუ-მუნჯთა სკოლაში არის საგანი, რომელსაც ეწოდება „ მოძრაობების კანონი“. მასწავლებელი უკრავს ფორტეპიანოზე, ძალიან ურტყავს კლავიშებს, ჩვენ რომ ვიგრძნოთ ვიბრაციის რიტმი. მომეჩვენა, რომ იატაკის ვიბრაციის გარდა, მე მოვისმინე ყველაზე ლამაზი ხმა მსოფლიოში და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა იმ წუთას…“

5. 2005 წელს ცეკვის ანსამბლი იმყოფებოდა რესეთში სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ჩინეთის სახალხო- განმათავისუფლებელ არმიასთან ერთად.

ვიდეო:

6. 2005 წლის გამოცენილი მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიაზე დაწერეს შემდეგი ტაი ლიჰუას მისამართით: „ შენ გაიარე გზა უბედურებიდან ხელოვნებამდე. ალბათ, თვით შენი ცხოვრება არის საუკეთესო ცეკვა, სადაც გამოიხატება გამბედაობა და ცხოვრების ენერგია, ჟესტების ენით იბადება კაცობრიობის სიწმინდე. თქვენ ის ქალი ხართ, რომელიც გვაძლევს ჩვენ მშვენიერ სასწაულს, ადამიანთა განსაცვიფრებელ სულს , რომელიც თითოეულ ჩვენგანის სიძლიერეს გვაგრძნობინებს. დიახ, ჩვენ არ გვჭირდება სიტყვები, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ შენ, თვით სილამაზე, რომელიც ცხოვრობს ჩვენს გულებში „

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button