არქივი

როგორ შეიყვარა ნენსიმ როლანდი (ნაწილი 1)

8265c224c4aa

მათ მთელ ათწლეულს მისცეს სახელწოდება: 1981-1989 წლები შეერთებული შტატებისათვის „რეიგანისეული წლები“ იყო. ეს პერიოდი ნენსიმ და როლანდმა ხელიხელჩაკიდებულებმა გაიარეს და ყველას თავიანთი სამაგალითო სიყვარულით ანცვიფრებდნენ. 

გზა მწვერვალისაკენ მათი საერთო მცდელობების ნაყოფი იყო. 38 წლის წინანდელი ქორწილი რონალდის კარიერის „დეტონატორი“ შეიქნა. სუსტი და მინიატურული ნენსი დაეხმარა მას, გადაელახა ყველა დაბრკოლება.
ამ სიმპათიურ ქალს შეუძლია რკინის ქალბატონად იქცეს, რათა მეუღლეს დაეხმაროს წარმატების მწვერვალზეც და განსაცდელშიც.

1981 წლის 13 აპრილს პრეზიდენტს თავს დაესხნენ და ფილტვში დაჭრეს, ამას არავითარი გართულება არ მოჰყოლია, მაგრამ შეშფოთების მიზეზმა მაინც იჩინა თავი. 1984 წელს რეიგანს პოლიპი ამოკვეთეს, მერე 85-ში სიმსივნე ნაწლავებიდან, სამჯერ-კიბოს წარმონაქმნები ცხვირზე: მძიმე ოპერაციების ჟამს, როლანდი ძალებს მუდამ ნენსის სიყვარულში პოულობდა.

f49b4452cbc8

რეიგანები არ მალავენ გარეშეთაგან თავიანთ ნაზ გრძნობებს. უფრო პირიქითაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე, სანამ ერთი პრეზიდენტი გახდებოდა, მეორე კი ქვეყნის პირველი ლედი, ისინი მსახიობები იყვნენ. მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ მოსაწყენ ყოველდღიურობას შეიძლება მხოლოდ „კინემატოგრაფიულ-რომანტიკული“ მოქმედებით შეებრძოლო.
„მე შენ მიყვარხარ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე“-ამ წარწერებს ამოიკითხავთ კალიფორნიაში რეიგანის რანჩოს კედლებზე მიმაგრებულ უამრავ ბარათზე, რაც მეუღლისადმი, ყოფილი პრეზიდენტის წარუვალ სიყვარულზე მეტყველებს.
როგორ დაიწყო ამ ორი მარადი შეყვარებულის რომანი?

ღარიბი ჭაბუკი ილინოისის შტატიდან-რონალდ რეიგანი, კოლეჯში სწავლისათვის იხდიდა ფულს, რომელსაც საცურაო აუზზე მაშველად მუშაობით შოულობდა. 1940 წელს იგი „ბ“ სერიის მსახიობი გახდა. მისი ერთ-ერთი პოპულარული როლი იყო-როლი დიდი ამერიკელი ფეხბურთელის ჯორჯ ჟიპისა, რომელიც პნევმონიით გარდაიცვალა.

ნენსი როლანდმა თავისი ცხოვრების მძიმე პერიოდში გაიცნო. იდგა ნათელი ამინდი, მაგრამ 1949 წლის იმ მშვენიერ საღამოს, რეიგანი დანაღვლიანებული იყურებოდა თავისი ბინის ფანჯრიდან. რეჟისორმა მას ახალი როლი არ მისცა. ამავე დროს, პირველმა ცოლმა ორ ბავშვთან ერთად მიატოვა იგი.რონალდის კარიერაში წარუმატებლობას წარუმატებლობა მისდევდა.

384504831772

უცბად გაისმა ტელეფონის ზარი. ერთ-ერთი ნაცნობი სთხოვდა რონალდს,დახმარებოდა ახალგაზრდა მსახიობს-ნენსი დევისს, რომელსაც ბრალს სდებდნენ კომუნისტური პარტიის წევრობაში. რეიგანი ამ დროს მსახიობთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო და შეეძლო დახმარება გაეწია უცნობი ქალიშვილისათვის.

მალე ინციდენტს ნათელი მოეფინა-კომუნისტი გამოდგა ნენსის სეხნია. თუმცა, ეს ჩახლართული ისტორია შეიძლებოდა ნენისთვის გაცნობის საბაბი ყოფილიყო,ვინაიდან ახალგაზრდა კინოვარსკვლავი უმალ მონუსხა ჰოლივუდელმა ადონისმა (ასე ეძახდნენ რეიგანს კალიფორნიის უნივერსიტეტის ნატი ხელოვნებათა ფაკულტეტზე, სადაც იგი, როგორც ანტიკური აღნაგობის ნიმუში, მოქანდაკისთვის პოზირებდა)

სატელეფონო საუბრები იმით დამთავრდა, რომ რონალდმა ნენსი ვახშამზე მიიწვია.რეიგანი უცნობ ქალებთან ურთიერთობაში ძალიან ფრტხილი იყო,ამიტომაც თქვა, რომ მეორე დილით გადაუდებელი საქმეები ელოდებოდა.ეს იმისთვის დასჭირდა, რომ დროულად წმაოსულიყო ვახშმიდან, თუკი საღამო მოსაწყენი ან „სახიფათო’ გამოდგებოდა.

ნენსი შემდგომ ერთ-ერთ ჟურნალს ინტერვიუს აძლევდა მათი პირველი შეხვედრის შესახებ : „იგი ისეთივე ლამაზი და ბუნებრივია, როგორც ეკრანზე!“

თავის მხრივ, რეიგანმა ნენსიში იხილა არა ის, რასაც მოელოდა ,- არა ტიპიური ჰოლივუდელი ქერა, გრძელფეხება ლამაზმანი, არამედ გამხდარი, წაბლისფერთმიანი არსება დიდი მეტყველი თაფლისფერი თვალებით.

f3d18efa540f

ისინი საუბრობდნენ.რონალდი ჰყვებოდა თავის თავზე-თავის პატარა რანჩოზე სან-ფერნანდოში, ცხენებზე. ნენსი ისე ყურადრებით უსმენდა, რომნ თეფშისა და ჭიქისათვის ხელიც არ უხლია. ერთმანეთს რომ დაშორდნენ, შუაღამე იყო. რონალდს გულიანად ეცინებოდა იმაზე, თუ როგორ იმტვრევდა მანამდე თავს გაქცევისთვის საბაბის გამოსანახავად.შემდეგ ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს-პაემნებს ძირითადად რონალდი უნიშნავდა, ზოგჯერ კი – ნენსიც. ნენსი სიგიჟემდე იყო შეყვარებული : – „ჩემთვის ნამდვილი ცხოვრება იმ წუთიდან დაიწყო, როდესაც რონალდი გავიცანი ‘’.

http://s014.radikal.ru/i329/1208/c8/0a5b500acb9c.jpg0a5b500acb9c

74a14f3fa971

5c0eabab803c

2c9641c86a30

თუმცა ყველაფერი ისე იდეალურად არ მოხდა, როგორც მას ეგონა…. რეიგანი თავს ვერ იმეტებდა დიდი სიყვარულისთვის

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button