არქივი

დროის ლაბირინთები…

84261647e567

შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა?  ამ კითხვას პასუხი დღესაც არ მოეძებნება. საუკუნეთა მანძილზე ცდილობდნენ დროის მანქანის შექმნას, მაგრამ დღესაც ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში,არარეალურად მიგვაჩნია მსგავსი მოვლენა. ნიშნავს კი ეს იმას რომ დროში მოგზაურობა ყოველგვარ ბუნების კანონს ეწინააღმდეგება? თუ მეცნიერებას  არ მიუღწევია ჯერ შესაბამისი განვითარებისთვის?

მაგრამ დღესდღეობით ბევრი ისტორია გამოიკვეთა, რომლებიც მოგვითხრობენ ადამიანთა დროის ლაბირინთებში მოგზაურობაზე.

688f3f212d1e

მზიდავი და “ეშმაკისეული ეკიპაჟი”
1912 წლის ზაფხულში დიდი ბრიტანეთის ბევრი გაზეთი წერდა უცნაურ ისტორიას, რომელიც ლონდონიდან გლაზგოში მიმავალ მატარებელში მოხდა. ვაგონში მყოფი ორი მგზავრის (რომელთაგანაც ერთი სკოტლანდიარდის ინსპექტორი იყო და მეორე მედდა) წინ გაჩნდა კაცი, რომელიც შიშისაგან კანკალებდა და ხმამაღლა ყვიროდა. ძველებური ტანსაცმელი ეცვა, თმა უკან ჰქონდა შეკრული, ერთ ხელში მატრახი ეჭირა, მეორეში – პურის ნატეხი. ” მე პიმპ დრეიკი ვარ, მზიდავი ჩეტნემიდან,- გაიძახოდა შეშინებული, -“სად ვარ? სად მოვხვდი?”  ინსპექტორი კონდუქტორთან გაიქცა, მედდას კი სთხოვა, რომ უცნაური მისტერ დრეიკისთვის მიეხედა. როდესაც დაბრუნდა მზიდავი გამქრალიყო, გოგონა კი გულწასული იყო.  გამოძახებულმა კონდუქტორმა თავიდან იფიქრა, რომ გაეხუმრნენ, მაგრამ სკამზე დამამტკიცებელი საბუთები დარჩა, მათრახი და სამკუთხა ქუდი.

ნაციონალური მუზეუმის თანამშრომლებმა, რომელთაც აჩვენეს ეს ნივთები, თამამად განაცხადეს რომ ისინი XVIII საუკუნის მეორე ნახევარს ეკუთვნოდა.

ცნობისმოყვარე ინსპექტორი ჩეტნემის პასტორთან მივიდა და სთხოვა ძველ ჩანაწერბში მოეძებნა რაიმე ინფორმაცია პიმპ დრეიკის შესახებ. 150 წლის წინანდელ გარდაცვლილთა წიგნში ადგილობრივმა პასტორმა აღმოაჩინა არა მარტო მისი სახელი, არამედ იმდროინდელი მღვდლის მინაწერები. აქედან ირკვეოდა, რომ უვე ხანშიშესული დრეიკი უცნაურ ისტორიას ყვებოდა. თითქოს ერთ ღამეს, როდესაც ურიკით სახლში ბრუნდებოდა, უცებ მის წინ გაჩნდა “ეშმაკისეული ეკიპაჟი” – რკინის,  გრძელი, როგორც გველი, რომელიც ცეცხლს და კვამლს აფრქვევედა. უცაბედად შიგნით აღმოჩნდა, სადაც უცნაური ადამიანეიბი იყვნენ, მისი თქმით ეშმაკის მსახურები.  შეშინებულმა დრეიკმა ღმერთის სახელი ახსენა და უცებ გაშლილ მინდორში აღმოჩნდა.  ურიკა და ცხენები გამქრალიყო. შეშინებულს ძლივს მიუღწევია სახლამდე და ჩანაწერის თანახმად, სრულ ჭკუაზე აღარ მოსულა, იმ დღიდან ყოველ ჯერზე ყვებოდა “ეშმაკისეული ეკიპაჟის” ამბავს.

სკოტლანდიარდის ისნპექტორმა თავისი გამოძიების შედეგები გააცნო სამეფო მეტაფსიქიკის გაერტიანებას, რომლებმაც დაწვრილებით გამოიკვლიეს  მომხდარი. სამკუთხა ქუდი დღესაც ინახება სახელმწიფო მუზეუმში, მათრახი კი სამწუხაროდ დაიკარგა.
42a30924ee82
კომივოიაჟორი ბროდვეიზე

1952 წლის ნოემბერში ბროდვეიზე მიმავალმა მანქანამ უცნობი მამაკაცი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი და თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ მსხვერპლი გზაზე უცაბედად გამოჩნდა, თითქოს ციდან ჩამოვარდა.

გვამი მორგში გადაიტანეს. პოლიციელებმა შეამჩნიეს, რომ უცნობს ძველებური ტანსაცმელი ეცვა. უფრო მეტად იმან გააკვირვათ, რომ გარდაცვლის აღმოუჩინეს 80 წლის გაცემული პირადობის მოწმობა. მის ჯიბეში ასევე იპოვე სავიზიტო ბარათები, რომელზეც მითითებული იყო კომივოიაჟორის პროფესია. ერთ-ერთმა დეტექტივმა გადაამოწმა მისამართი და აღმოაჩინა, რომ მოცემული ქუჩა გაეუქმებინათ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ.

პოლიციის ძველ არქივში შეამოწმეს  მეცხარამეტე საუკუნის ბოლოს ამ რაიონში მცხოვრებთა სია და აღმოაჩინეს ზუსტად ამ პიროვნების სახელი და გვარი, მისამართიც შეესაბამებოდა სავიზიტო ბარათზე მოცემულს. გამოიკითხეს ყველა ნიუ-იორკის მცხოვრები, რომელიც ამ გვარს ატარებდა. იპოვეს მოხუცი ქალი, რომელმაც უთხრა, რომ  მამამისი 70 წლის წინ დაიკარგა, უცნაურ ვითარებაში, ბროდვეიზე გავიდა გასასეირნებლად და უკან აღარ დაბრუნებულა. მან პოლიციას აჩვენა სურათი, რომელზეც კაცს, რომელიც ძალიან ჰგავდა მანქანით გატანილ მსხვერპლს, ხელში ეჭირა პატარა გოგონა და იღიმოდა. სურათს თარიღიც ერთვოდა 1884 წელი.

დაკარგული ტურისტი
1997 წელს 25 წლის კურტ რაინერმა დახმარების თხოვნით მიმართა პარკის თანამშრომელს. მან თქვა, რომ მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა. რაინერი საავადმყოფოში გაგზავნეს,  სადაც დაასახელა ის ადგილი სადაც იყო გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ დასახელებული სასტუმროს სტუმართა სიაში არნაირი რაინერი არ იყო. ამ შემთხვევით პოლიცია დაინტერესდა. გაირკვა, რომ 1981 წელს ამ სასტუმროში გაჩერდა გერმანელი ტურისტი რაინერი, რომელიც შემდგომში გაქრა. გაუჩინარების შემდგომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ჩიხში მოექცა და ჩათვალეს, რომ ტურისტი ზღვაში დაიხრჩო. სად იყო კურტი ამ ხნის მანძილზე -გაურკვეველია.

საიდუმლოებითმოცული გამოქვაბული

2001 წელს ჩინეთში, ლერწმის ფლეიტის მღვიმის შესასვლელთან იპოვეს იაპონელი ტურისტი. გაირკვა, რომ მას მარტო შემოევლო მღვიმის მთელი ლაბირინთები. ის გახარებული იყო თავისი მიღწევით და დაამატა, რომ გზად მხოლოდ ერთხელ დაიძინა. ტურისტი გაოცებული იყო, როდესაც აღმოაჩინა რომ მის მოგზაურობას 3 წელი დასჭირვებია.  იაპონელმა განაცხადა, რომ გზას 1998 წელს დაადგა.

11ac966a8cf0

უცნაური გაფრენა

დღესდღეობით უკვე 274 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პილოტი დავალების შესასრულებლად გაფრინდა და მისი თქმით წარსულში მოხვდა.
00502c956a02

1985 წელს ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა ჩრდილოეთ ევროპისკენ, სანაცვლოდ კი პრეისტორიულ აფრიკაში აღმოჩნდა, სადაც დინოხავრები სახლობდნენ.

1986 წელს საბჭოთა კავშირის პილოტი ალექსანდრ უსტიმოვმა, რომელიც დავალებაზე იმყოფებოდა, უცაბედად აღმოაჩინა, რომ ძველი ეგვიპტის თავზე დაფრინავდა. მან დაინახა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი პირამიდა იყო აშენებული, დანარჩენებისთვის კი მხოლოდ ფუნდამეტი ჩაეყარათ, ასევე დაინახა, რომ პირამიდასთან ბევრი მუშა იყო მოგროვილი.

სტუმრები მომავლიდან

არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში გამოჩნდა სენსაციური სტატია, რომელშიც მოთხრობილია  ერთ-ერთი დღეს უკვე არ არსებული ამერიკული გაზეთის “ნიუ-იორკ პოლის კურიერის” არქივში ნაპოვნი მასალის შესახებ. მასალის თანახმად 1918 წელს სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს გარდაცვლილი მამაკაცის გვამი უცნობი წარმოშობის კაფსულაში. ფოტოზე გარკვავით ჩანს გვამის გვერდით დაგდებული ნივთი. ეს მობილური ტელეფონია.

არსებობს ერთ-ერთი ცნობილი ფოტო, რომელიც დაცულია კანადაში, Bralorne Pioneer მუზეუმში.  ფოტოზე აღბეჭდილია 1941 წელს პროვინციაში ხიდის (South Fork Bridge) გახსნის ცერემონიალი. თითქოს ჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ მათ ფონზე ყურადღება მიიქცია ერთმა კაცმა, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ვარცხნილობა, მაისური ნაბეჭდი წარწერით, კოდაკის ფირმის პორტატული ფოტოკამერა და სათვალე, რომელიც 21-ე საუკუნის მოდელს უფრო ჰგავს.
e5301793a26c

კიდვ ერტი საინტერესო შემთხვევა მოხდა XIX საუკუნეში. სერგეი დიმიტრის ძე კრაპივინის(Сергея Дмитриевич Крапивин) საქმე დრემდე ინახება ქალაქ ტრობოლსკის არქივში. ის დააკავეს 1897 წლის 28 აგვისტოს ამ ციმბირული ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში. სამართალდამცველებმა მაშინვე იყნოსეს უცნაურობა, რადგან კრაპივინი იმ დროისთვის განსხვავებულად იყო ჩაცმული. დაკავებული განყოფილებაში მიიყვანეს და დაკითხეს, ყველა გაოცდა  მონაყოლით.  მისი თქმით დაიბადა 1965 წლის 14 აპრილს ქალაქ  ანგარსკში.  მის პროფესიაზე არავის არაფერიი სმენოდა, ის ПЭВМ-ის ოპერატორი იყო. კრაპივინს წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ მოხვდა ამ ადგილას, მისი სიტყვების თანახმად, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე თავის საშინელი ტკივილი იგრძნო, შემდეგ გონება დაკარგა და როცა გამოფხიზლდა აღმოაჩინა, რომ მისთვის სრულიად უცნობ ადგილას ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. განყოფილებაში ექიმი გამოიძახეს, რომელმაც პაციენტს სიგიჟის დიაგნოზი დაუსვა და ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. საინტერესოა, როგორ მოხვდა პროგრამისტი წარსულში.

 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია და დამტკიცებული ფაქტებით არაა გამყარებული, მაგრამ ვინ იცის, ყველაფერი შესაძლებელია. :)

Niloufer

fjfjhfjkhkiuilu;j;n;n;jk;

მსგავსი ამბები

Back to top button