არქივი

NIN

f85dd1136bb1

„Nine Inch Nails“-ის შემოქმედების მთავარი ღერძი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და ვოკალისტი ტრენტ რეზნორია (იგი ამერიკაში, მერსერში 1965 წლის 17 მაისს დაიბადა). სხვადასხვა ხმისჩამწერ სტუდიებში მუშაობის შემდეგ, 1988 წლიდან იგი მუშაობას „Pretty hate machine“-ის სახელით იწყებს.

პირველი ფირფიტიდან კომპოზიცია „Head Like A Hole“ ამერიკულ რადიოსადგურებში მუდმივად ტრიალებდა, თავად ალბომი კი, პლატინის დიკსის სტატუსის მფლობელი გახდა. „ცოცხალ გამოსვლებს“ რეზნორმა გიტარის მკაცრი ჟღერადობა დაამატა და შედეგად EP „Broken“ მივიღეთ, რომელიც ამერიკის ტოპ 10-ში მოხვდა, კომპოზიციამ „Wish“ კი – „გრემი“ მოიპოვა.

ამ პერიოდში რეზნორი ლოს-ანჯელესში გადადის, სადაც ნაქირავებ სახლში სტუდიას ხსნის.

მეორე ალბომი „The downward spiral“ ამერიკულ ჩარტებში მეორე პოზიას იკავებს. ტრენტის კონცერტზე მუდმივად გვერდში ედგნენ: რობინ ფინკი (გიტარა); დენი ლონირი (ბას-გიტარა); ჯეიმს ვული (კლავიში) და დიდი ხნის მეგობარი – კრის ვრენა (დასარტყამი ინსტრუმენტები).

fa2ce5c50ddf

1994 წელს, რეზნორის ლეიბლში „Nothing“ პირველი რელიზები გამოდის (დაიწყო მერლინ მენსონით). ჯგუფმა აგრეთვე საუნთრექი ჩაწერა ოლივერ სთოუნის ფილმისთვის „Natural Born Killers“. თავად რეზნორი კი ნიუ-პრლეანში გადავიდა.

1996 წელს იგი ფილმის დირექტორთან დევიდ ლინჩთან ერთად, „Lost highway“-ის მუსიკაზე მუშაობს. 1998 წელს ტრენტი „Judas priest“-ის ექს-ვოკალისტის, რობ ჰალფორდის პროექტის „Two“ პროდიუსერია. ერთი წლის შემდეგ, კი იგი ალბომზე „The fragile“ მუშაობს, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო ამერიკის მუსიკალური სამყარო.

წყარო – რადიო.გე

grga

:) mdzinara, uqnara, loti

მსგავსი ამბები

Back to top button