მსოფლიოს უძველესი რესტორნები..
ყოველი ტუსრისტის ოცნებაა (ალბათ) მოხვდეს რესტორანში, რომელსაც სტუმრობდნენ უდიდესი ადმიანები მრავალი სსაუკუნეების წინ. მაშ ასე: სრულიადში გთავაზობთ შემდეგ დაწესებულებებს, რომელშიც ღირს შესვლა და წახემსება…
Le Procope, პარიზი:
უძველესი დაწესებულება პარიზში Le Procope გაიხსნა 1686 წელს. მისი ისტორია მეტად საინტერესოა. ამ დაწესებულებაში დაახლოებით 100 წელი არ დაიშვებოდა ქალები. აქ იკრიბებოდნენ ცნობილი ფრანგი მეამბოხეები და ინტელექტუალები. უშუალოდ ვოლტერი Le Procope-ში მიირთმევდა დღეში 40 ფინჯან ყავას (სხვათა შორის უდიდესი განმანათლების მაგიდის შეკვეთა დღესაც შესაძლებელია…). ახალგაზრდა ლეიტენანტ ბონაპარტმა კი აქ როგორღაც თავისი ქუდი დატოვა გირაოთი…
_________________________________________________________________
Sobrino de Botin, მადრიდი:
ცნობილი მადრიდული ტავერნა Sobrino de Botin გამოჩნდა 1725 წელს. ამ დროისათვის დაწესებულებაში გამოჩნდა ქვის ღუმელი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. 60-იან წლებში XVIII-ში, მიმტანად მუშაობდა, სამეფო აკადემიის, სახვითი ხელოვნებისა და მომავალი უდიდესი მხატვარი Francisco José de Goya y Lucientes-ი (Francisco Goya). XX სს-ის შუა პერიოდში, ტავერნაში იმყოფებოდა ერნესტ ჰემინგუეი.
_________________________________________________________________________
Restaurant Café Landtmann, ვენა:
ვენის Restaurant Café Landtmann-მ პირველი სტუმრები მიიღო 1873 წელს. მას შემდეგ ის ფაქტობრივად არც შეცვლილა: ბრწყინვალე სპილენძისა და კრისტალის, მუქი კარებები, ძველებური ფარდები-იზიდავს ყველაზე დახვეწილ აუდიტორიას, როგორც XIX სს-ში ასევე დღესაც-მხატვრული და პოლიტიკური “ბომონდი”. თუმცაღა, კაფე ისტორიაში მას შემდეგ შევიდა, რაც მას ფსიქოანალიტიკის “მეფე” Sigmund Freud-ი ეწვია.
_________________________________________________________________________
Rules, ლონდონი:
ბრიტანეთის დედაქალაქის უძველესი რესტორანი Rules-ი დაფუძნებულ იქნა 1798 წელს. თავის დროზე მას სტუმრობდა მეფე ედუარდ VII, დედოფალი ვიქტორიას ვაჟი. მისი ინტიმური კაბინეტი, შემონახულია დღემდე, ისევე როგორც ჩარლზ დიკენსისი ოთახი. აგრეთვე Rules-ს არაერთხელ სტუმრობდა ცნობილი მწერალი-Henry Graham Greene-ი.
_________________________________________________________________
L’Osteria dell’Orso, რომი:
იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური რესტორანი-L’Osteria dell’Orso-განლაგებული შენობაში, რომელიც დაარსებული იქნა ჯერ კიდევ VIII სს-ში. ლეგენდის თანახმად აქ ჩერდებოდა Dante Alighieri და საუზმობდა რომის პაპი-Bonifatius VIII-ი,რომელსაც პოეტი თავის მტრად მიიჩნევდა. Hostaria dellOrso-ში დრესასწაულობდნენ, მწერალი-ფრანსუა რაბელე და ეგოიზმის იდეოლოგი და ფილოსოფოსი-Michel de Montaigne.
_________________________________________________________________
სულ ეს იყო…