არქივი

ლეგენდარული მეკობრეები: Edward England

7adda8b2ac2c

ედუარდ ინგლისელი ის  მეკობრეა, რომელიც რობერტ ლუი სტივენსონმა “განძთა კუნძულის” პერსონაჟის ჯონ სილვერის პროტოტიპად შეარჩია.  კაპიტნის ისტორია , რომელიც იმდენად წარმატებული მეკობრე გახდა, გემებს საყვარლებივით იცვლიდა :D 

c85725fc33dc
ედუარდ ინგლისელი დაიბადა ირლანდიაში (დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია). მისი ნამდვილი სახელი და გვარია ედუარდ სიგარი (Edward Seegar).  ედუარდ ინგლისელის, როგორც მეკობრის კარიერა დაიწყო,  როდესაც ის კაპიტნის თანაშემწედ მუშაობდა ერთ-ერთ კარჭაპზე.  იამაიკიდან პროვიდენსისკენ მიმავალ გზაზე გემი მეკობრეთა კაპიტანმა უინტერმა ჩაიგდო ხელში. ედუარდიც მათ ეკიპაჟს შეუერთდა და მეკობრეთა რიგებშიც გაწევრიანდა. როგორც ჩანს საკმაოდ კეთილგანწყობილი იყო მეკობრეთა მიმართ, ამიტომაც მალე კარჭაპის მეთაურობა დაევალა. ბაჰამის კუნძულების გუბერნატორმა ვუდენს როჯერსმა მათ სამალავს მიაგნო და ალყა შემოარტყა. მეკობრეების უმეტესობამ მეფისგან შეწყალება მოითხოვა, მაგრამ ედუარდმა უარი განაცხადა ამნისტიის მოთხოვნაზე. შედეგად იძულებული გახდა კარიბის ზღვა დაეტოვებინა და აფრიკისკენ აიღო გეზი.
edd97efa8525

ედუარდმა საკმაო წარმატებას მიაღწია აფრიკის სანაპიროებთან და რამდენიმე გემიც ჩაიგდო ხელში. მათ შორის იყო ბრისტოლიდან მომავალი გემი  “კადოგანი” ( Cadogan), რომელსაც კაპიტანი სკინერი მეთაურობდა. მას არ მოსწონდა ინგლისელის ეკიპაჟი და ეჭვის თვალით უყურებდა მათ. მოგვიანებით ედუარდმა და მისმა მეკობრეებმა მოკლეს კაპიტანი და გემიც ხელში ჩაიგდეს. ედუარდი სწორედ ამ გემზე შეხვდა ჰოუელ დევისს (Howell Davis), რომელიც შემდგომში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული მეკობრე გახდა. ინგლისელმა დევისში დიდი პოტენციალი დაინახა და კადოგანის მეთაურობაც ჩააბარა.

მოგვიანებით კაპიტანმა ედუარდმა თავისი კარჭაპი გემ “მარგალიტში” გაცვალა, რომელსაც სახელი გადაარქვა და  “მეფე ჯეიმსი” ( Royal James) უწოდა. ეს საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწია და მალე საკუთარი ფლოტიც კი შექმნა.

9d07fe7c455a

1719 წლის გაზაფხულზე მეკობრეები აფრიკის სანაპიროებს დაუბრუნდნენ  და 10 გემი ჩაიგდეს ხელში მდინარე გამბიიდან კორსოს კონცხამდე. მათგან სამი გაძარცვეს და გაუშვეს, რამდენიმე დაწვეს, 2 მათაგანს “მერკურს” და “ელიზაბედ&კეტრინს” მეკობრული სახელები “დედოფალ ანას შურისძიება” (Queen Anne’s Revenge) და “მფრინავი მეფე”(Flying King) დაარქვეს. ეს გემები ინგლისელის ფლოტს შეუერთდნენ და მისი დროშით გაცურეს კარიბის ზღვისკენ. ედუარდმა კიდევ ერთხელ ცაანაცვლა თავისი გემი, “მეფე ჯეიმსის” ნაცვლად ისჰოლანდიური ხომალდის “ფანტაზიის” კაპიტანი გახდა, რომლიეც საკმაოდ სწრაფი და კარგად გამართული გემი იყო. მოგვიანებით ინგლისელმა კიდევ ორი გემი იგდო ხელთ, ერთანძა ნავი “პიტერბოროუ”(Peterborough) და “გამარჯვება” (victory), ეს უკანასკნელი გააძარცვა და გაანთავისუფლა.

კონცხის სანაპირო ციხე-სიმაგრესთან მეკობრეებმა ორი ღუზაჩაშვებული გემი შეამჩნიეს, მაგრამ სანამ მის რეკვიზიციას შეძლებდნენ გემებმა ღუზები ასწიეს და ციხე-სიმაგრისკენ გაცურეს. ეს გემები იყო “ვაიდა” (Whydah) და “ჯონი”(John).  სანამ ციხიდან ცეცხლს გახსნიდნენ მეკობრეებმა მოასწრეს “ვაიდასთვის” გზა გადაეღობათ, მაგრამ აღმოაჩინეს რომ სხვა მეკობრეს კაპიტან ლა-ბუშს უკვე წაეღო ნადავლი. ამის შემდეგ ინგლისელმა სხვა ნავსადგურისკენ გაცურა, დააბინავა თავისი ახალი ხომალდი “პიტერბოროუ”. მეკობრეებმა თითქმის მთელი თვე გაატარეს ღრეობაში, მკვლელობასა და სოფლების გადაწვაში.

693f6f573838

3f04879af561

1720 წლის დასაწყისში ინგლისელის ეკიპაჟი ზღვას დაუბრუნდა გემ “ფანტაზიით” და გეზი აღმოსავლეთ ინდოეთისკენ აიღო. გზად ეწვივნენ მადაგასკარს, სადაც რამდენიმე ინფური ხომალდი და ჰოლანდიური გერმი დააყაჩაღეს. შემდეგი გაჩერება იყო იოანას კუნძული. იქ ორ ინგლისურ და ერთ ჰოლანდიურ გემს დაესხნენ თავს. ეს გემები კი “აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიას” ( East Indies Company) ეკუთვნოდა. ორმა გემმა თავის დაღწევა მოახერხა, მაგრამ გემი “კასანდრა” კაპიტან ჯეიმს მაკრაეს მეთაურობით ინგლისელთან ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა საათების მანძილზე გაგრძელდა, მაშინაც არ შეუწყვეტით მეჩეჩზე რომ წამოეგნენ. საბოლოოდ კაპიტანმა მაკრაემ მოახერხა ნაპირისკენ გაქცევა და კუნძულზე გადავიდა. “ფანტაზია” ძლიერ დაზიანდა და ბევრი მეკობრეც დაიღუპა ამ შეტაკებაში. ინგლისელს ახალი გემი სჭირდებოდა და კაპიტანს გაედევნა, რამდენიმე დღე ეძებდნენ კუნძულზე კაპიტან მაკრაეს, ბოლოს ტყეში ჩაუსაფრდნენ და დაატყვევეს. ინგლისელის პირველ თანაშემწეს ჯონ ტეილორს უნდოდა მოეკლა და ამიტ შური ეძია “ფანტაზიის” დაღუპული ეკიპაჟის წევრების გამო. ედუარდიამაზე არ დათანხმდა, მან დაინახა მაკრაეს სიმამაცე და გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა.

რამდენიმე საათიანი ცხარე კამათის შემდეგ ტეილორი დათანხმდა, მეკობრეებმა სანაცვლოდ გემი “კასანდარა” მიიღეს, კაპიტან მაკრაეს კი დაზიანებული “ფანტაზია” დაუტოვეს. ინგლისელის ეკიპაჟი  მაინც უკმაყოფილო იყო კაპიტნის გადაწყვეტილებით.  ისინი მეკობრეები იყვნენ და მათთვის ყოვლად გაუგებარი იყო კაპიტან მაკრაეს გაშვების მიზეზი. მათ ამბოხება მოუწყვეს ინგლისელს და კიდევ სამ მომხრე კაპიტანთან ერთად მაურიტიის ერთ-ერთ კუნძულზე დატოვეს. “კასანდრამ” კი კაპიტან ჯონ ტეილორის მეთაურობით გაცურა.  კუნძულზე დარჩენილებმა როგორღაც მოახერხეს და ხის ნაფოტებისგან ნავი გააკეთეს. ინგლისელმა მადაგასკარისკენ, წმინდა ავგუსტინის ყურისკენ გაცურა. აქ ედუარდმა ერთხანს მოწყალების თხოვნით გაიტანა თავი. საბოლოოდ 1720 წლის ბოლოს 1721 წლის დასაწყისში უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა.

კაპიტანი ჯონსონი, რომელიც ინგლისელთან ერთად დატოვეს კუნძულზე ასე არწერს მას:  ” კაცი ხშირი ბაკენბარდებით და ხის ფეხით, რომელსაც ჩაებღუჯა პისტოლეტები”. სწორედ ედუარდ ინგლისელის პროტოტიპი შექმნა მწერალმა რობერტ ლუი სტივენსონმა “განძთა კუნძულის” ერთ-ერთი პერსონაჟის, ჯონ სილვერის სახით.

სხვა მეკობრეების მსგავსად ინგლისელის ბოლო არც დიდება იყო და არც სიმდიდრე, მაგრამ მან ყველაზე ჰუმანური მეკობრის სახელი დატოვა ისტორიაში.

Niloufer

fjfjhfjkhkiuilu;j;n;n;jk;

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button