არქივი

“რეკორდსმენი” ზვიგენები

adb5dad83fdb

ზვიგენი დედამიწის ოკეანეში, ზღვეში, ზოგიერთ მდინარესა და ტბაშიც კი ბინადრობს. მკვლევარების აზრით, ზვიგენი 400 მლნ წლის წინ გაჩნდა.

368 სახეობიდან (აქედან ყველზე საშიში თეთრი ზვიგენია), სიგრძით ყველზე პატარა 18 სმ – მდე იზრდება, ყველაზე გრძელი – 15 მეტრამდე. კბილების რაოდენობით ზვიგენი რეკორდსმენია – სულ 3000 კბილი აქვს, რომელიც 5 რიგადაა “ჩაწიკწიკებული.” თუ მსხვერპლის გაგლეჯისას რომელიმე კბილი ადაუზიანდა, მის ადგილას ახალი ამოდის.

გიგანტურ თევზს ადამიანზე 10000- ჯერ უკეთესი ყნოსვა აქვს. მას შეუძლია, სისხლის ერთი წვეთი ათეულობით კილომეტრიდან შეიგრძნოს. ასევე კარგად აქვს განვითარებული სმენაც ( ყურები თავში აქვს განლაგებული). მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ზვიგენს ადამიანი სელაპში ეშლება და ამიტომ ესხმის თავს. ამ გიგანტური თევზის მიმართ ინტერესი დიდია.

ხშირად ზვიგენი თავადვე ხდება ადამიანის მსხვერპლი. მისი კანისგან აქსესუარებს ქმნიან, ხრტილისა და ღვიძლისგან ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს ამზადებენ და ა.შ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button