გართობაკულტურა

რუსი ოლიგარქების სასახლეები ლონდონში

302629d65746

გთავაზობთ სასახლეების ჩამონათვალს, რომლებიც შეიძინეს რუსეთის მდიდარმა ადამიანებმა ლონდონში. 

1. რომან აბრამოვიჩი: სასახლე Lindsey House- £90 მილიონი.
გასულ წელს ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა შეიძინა სასახლე „Lindsey House“, რომელიც მდებარეობს Kensington Palace Garden-ის გარეთ. ერთ დროს ამ შენობის ნაწილი იყო სსრკ-ს საელჩო, შემდეგ რუსეთის, ხოლო ცივი ომის პერიოდში აქ აგრეთვე იყო ელექტრონული მეთვალყურეობის აღჭურვილობა. 2004 წელს სასახლე გამოისყიდა ბელგიელმა პიერ ლაგრანჯმა 19 მილიონ ფუნტ სტერლინგად. მას შემდეგ, რაც ბელგიელმა ჩადო გარკვეული თანხა შენობის რეკონსტრუქციისათვის, პიერმა შემდეგ მიყიდა აბრამოვიჩს £90 მილიონად.

302629d65746

2. ანდრეი ბოროდინი. მამული სასახლესთან ერთად ₤140 მილიონი.
დიდ ბრიტანეთში ყველაზე ძვირადღირებული სასახლე გაიყიდა გასულ წელს. ეს დიდი სახლი შეიძინა ყოფილმა მოსკოვის ბანკის მმართველმა ანდრეი ბოროდინმა. 300 წლის შენობა, მამულთან ერთად მდებარეობს სოფელ რემენჰემთან ახლოს-ინგლისის Berkshire-ის საგრაფოში. ბოროდინს ეს სასახლე დაუჯდა ₤140 მილიონი, რაც დაახლოებით 217 მილიონ დოლარს უდრის.

42d7595e63b9

3. ალიშერ უსმანოვი: სასახლე ჩრდილოეთ ლონდონში, £ 50 მილიონი.
ალიშერ უსმანოვიმ სასახლე „Beechwood House“ შეიძინა 2008 წელს. მე-19 საუკუნის შენობა, შესრულებული ვიქტორიანულ სტილში, მანამდე ეკუთვნოდა
კატარის ერთ-ერთ ემირს, რომელმაც სასახლე იყიდა 70-იან წლებში საუდეთის არაბეთის სამეფო ოჯახისგან. ნაკვეთის ფართობი, რომელზეც მდებარეობს სასახლე, შეადგენს 4,5 ჰექტარს

553513bdaa3f

4. ოლეგ დერიპასკა. 6-სართულიანი შენობა ბელგრავიაში: £ 50 million.
2004 წელს დერიპასკამ შეიძინა 6 სართულიანი სასახლე Belgravia-ს პრესტიჟულ რაიონში. ადრე სასახლე ეკუთვნოდა ბედფორდის ჰერცოგს- ლონდონის უძრავი ქონების მფლობელს.

e21106d7be3e

5. ლეონარდ ბლავატნიკი. სასახლე აბრამოვიჩის მეზობლად: £ 41 მილიონი.
2004 წელს ბლავატნიკი სასახლის მფლობელი გახდა , რომელიც მდებარეობს
„Kensington სასახლის ბაღში“. მისი უძრავი ქონება ჩამორჩება აბრამოვიჩისას ზომებში – მხოლოდ 10 საძინებელი, ნაცვლად 15 -ის.

616dee19861b

6. ელენა ბატურინა. სახლი 90 ოთახით: £ 40 მილიონი სიდიდით მეორე, ბუკინგემის სასახლის მერე. სასახლე Witanhurst გაიყიდა 2008 წელს. მასში 90 ოთახი და 25 საძინებელია. ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მფლობელი გახდა კომპანია “Inteko-ს ხელმძღვანელი-ელენა ბატურინი. თუმცა, ელენა უარყოფს თავის მონაწილეობას სასახლის შეძენაში. სწორედ ამასთან დაკავშირებით მას უჩივიან ბრიტანეთის გაზეთებში.

111fafb97318

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button