არქივი

ლეგენდარული მეკობრეები: Anne Bonny

8bcfefed862c

ენ ბონი იყო ირლანდიელი ქალი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეკობრე კარიბის ზღვაში. :)

ენი დაიბადა ირლანდიაში ,  დაბადების ზუსტი თარიღი არაა ცნობილი, სავარაუდოდა 1700-1705 წლებში. ის გახლდათ ცნობილი ვექილის უილიამ კორმაკისა და პეგ ბრენენის უკანონო ქალიშვილი. პეგი კორმაკებთან მოსამსახურედ მუშაობდა. ენის მამამ ბავშვის დაბდაებისთანავე სკანდალისგან თავის არიდების მიზნით გადაწყვიტა ირლანდიიდან წასვლა და დედა-შვილთან ერთად ჩარლსტონში, სამხრეთ კალიფორნიაში გაიქცა. გოგონას დედა მალევე გარდაიცვალა. უილიამმა ჯერ ადვოკატობა სცადა, მაგრამ წარუმატებლად. შემდეგ კოლონიებში ვაჭრობიას მიჰყო ხელი, რითაც საკმაოდ გაიმყარა ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ როგორც მშობელი ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა.

ენი ჯიუტი, დაუდევარი და მძიმე ხასიათის გოგონა აღმოჩნდა. ზოგიერთი ამბავი შეიძლება გაზვიადებულიცაა, მაგრამ მისი ბავშვობიდან რამდენიმე ინციდენტია ცნობილი.  13 წლის ასაკში მსახურ გოგონას მუცელში სამზარეულოს დანა ჩასცა და გამარჯვება ნიშნად მხიარულად შესძახა.

ენი მშვენიერი ქალიშვილი იყო , წითური თმით და კარგი მზითვით.  :D მალე მთხოვნელიც გამოუჩნდა ღარიბი მეზღვაური და მეკობრე ჯეიმს ბონი.  ჯეიმსს მხოლოდ ენის მამის ქონება იზიდავდა, მაგრამ ამ ქორწინების გამო მამამ ენი უარყო და ხარბი სასიძო ხელმოცარული დატოვა. დაახლოებით 1718 წელს ჯეიმსმა ცოლი ნასაუში, ინგლისელ მეკობრეთა სამოთხედ წოდებულ ახალ პროვიდენსში წაიყვანა. მალე ჯეიმსი ახალი გუბერნატორის ვუდი როჯერსის ინფორმატორი გახდა. ამასთან ერთად, ვაჭრობდა ჯიუტი ენის მომხიბვლელობით, რაც ენმა ვერ აიტანა. ქმრის საქციელით გულგატეხილმა მეკობრე ჯონ რეკჰამი, იგივე “კოლენკორი ჯეკი” ( “Calico Jack”) შეიყვარა. ჯეკმა ენის გული საჩუქრებით მოინადირა. როდესაც ჯეიმს ბონიმ უარი განაცხადა ენის რეკჰამისთვის მიყიდვაზე, წყვილმა სავაჭრო კარჭაპზე აიყვანა ჯეკის ერთი მუჭა ხალხი და გემი ხელში ჩაიგდეს. აქედან დაიწყო ენის მეკობრული “კარიერა”.

2c0e908f8ce1

ჯეკს ენთან შეხვედრამდე არ უმართლებდა. მალე ენი ქმარს გაეყარა და რეკჰამტან ერთად მეკობრეობა დაიწყო. ისინი ხელში იგდებდნენ სავაჭრო გემებს და მეთევზეთა ნავებს აყაჩაღებდნენ. ნასაუს პორტში ენმა და ჯეკმა ჰოლანდიური სავაჭრო გემი “შურისმაძიებელი” (Revenge) ჩაიგდეს ხელში მერი რიდის დახმარებით, რომელიც გემზე მოსამსახურედ მუშაობდა. ენი ჯეკისგან დაორსულდა და კუბის ნაპირებთან გადმოსვეს. ბავშვმა კანინგამის გვარი მიიღო, სავარაუდოდ ის იქვე დაუტოვეს მეგობრებს. ენი კი ისევ ხომალდზე დაბრუნდა და მეკობრეობა განაგრძო.

921d19981df3

რეკჰემმა, ენმა და მერიმ ახალი  ეკიპაჟი შეკრიებს და მეკობრეობით საკმაოდ დიდი განძი ჩაიგდეს ხელში. ენი კაცის ტანისამოსით არ იყო შენიღბული გემის ბორტზე, თუმცა მეკობრეებთან ერთად იბრძოდა და მალე პატივისცემა მოიპოვა ეკიპაჟის წევრებს შორის. მალე ენის და მერის სახელები შიშის ზარს სცემდნენ მთელ კარიბის ზღვას და მის შემოგარენს. გუბერნატორმა როჯერსმა მათზე სოლიდური ჯილდოც დააწესა. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, ენი ისტორიაში შევიდა როგორც ქალი მეკობრე, რომელსაცა რასდროს ჰყოლია საკუთარი გემი.

44fd7f72d151

1720 წლის ოქტომბერში, იამაიკის ნაპირებთან ღუზაჩაშვებულ რეკჰამის ხომალდს, ინგლისური სამხედრო გემი შეეჩეხა, კაპიტან ბარნეტის მეთაურობით. ეკიპაჟის წევრები გალეშილი მთვრალები იყვნენ, ამიტომაც წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მხოლოდ ენი, მერი და და კიდევ ერთი ჩვენთვის უცნობი მეკობრე უწევდნენ წინააღმდეგობას, თუმცა გამარჯვება ვერ მოახერხეს. ენი და მისი ეკიპაჟის წევრები დაიჭირეს და გასასამართლებლად  იამაიკის გუბერნატორს გადასცეს, რომელმაც ყველას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ბონის უკანასკნელი სიტყვები რეკჰემზე იყო: “ვწუხვარ რომ იქ ვხედავ, მაგრამ კაცივით რომ ებრძოლდა, ძაღლივით არ ჩამოკიდებდნენ”. თუმცა ენმა და მერიმ სასჯელისგან თავის დაღწევა მოოახერხეს. მათ თავიანთი ფეხმძიმობა გამოიყენეს ყულფისგან თავის გადასარჩენად ( ინგლისური სამართლის მიხედვით აკრძალული იყო დაუბადებელი ბავშვის მოკვლა). მერი პატიმრობაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ ბავშვის დაბადებას გადაჰყვა.

ამის შემდგომ ენი გაქრა მსოფლიო არენიდან. ერთ-ერთი ჰიპოთეზით ენის მამამ ბავშვის  დაბადების შემდგომ ქალიშვილის თავისუფება გამოისყიდა. ენის შვილი გასამართლებიდან 5 თვის შემდეგ 1721 წლის 21 აპრილს გაჩნდა, მას ჯონ კორმაკ ბონი დაარქვეს. სავარაუდოდ ბავშვის მამა ჯონ რეკჰამი იყო. ვაჟის დაბადების შემდეგ დედა-შვილი ვირჯინიაში, სამხრეთ კაროლინაში დაბრუნდა. არსებობს ჩანაწერი რის თანახმადაც ენი 1721 წელს დაქორწინდა ჯოზეფ ბურლეიზე. ქორწილის მოთავე ენის მამა იყო, მას უნდოდა ქალიშვილისთვის სუფთა სახელი დაებრუნებინა. ( იმ დროს კარგი მზითევი იყო საჭირო კაცი ისეთ ქალზე რომ დაქორწინებულიყო, რომელსაც “გარეული კატის” სახელი ჰქონდა). ჩანაწერების თანახმად ენმა კიდევ რვა შვილი გააჩინა ახალ ქმართან, მათგან სამი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. 1782 წელს ენი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და სავარაუდო განსასვენებლი “ტკბილი ნავსაყიდელიში” (Sweet haven), იორკში, ვირჯინიაშია.

Niloufer

fjfjhfjkhkiuilu;j;n;n;jk;

მსგავსი ამბები

Back to top button