ემპაიერ სტეიტ ბილდინგის მშენებლობა
ემპაიერ სტეიტ ბილდინგის მშენებლობა დაიწყო 1930 წელს და დასრულდა 1931 წელს. 2012 წლისთვის ემპაიერ სტეიტ ბილდინგი არის 15-ე ადგილზე მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბრჯენებში და მეოთხე ამერიკის შეერთებული შტატებში. ამ ცათამბრჯენში 102 სართულია, მისი სიმაღლეა 381 მეტრი, ხოლო მისი მშენებლობა მიმდინარეობდა 410 დღე. მისი მშენებლობა დასრულდა დაგეგმილზე სამი თვით ადრე.
1. საძირკველის გაჭრა დაიწყო 1930 წლის 22 იანვარს, თავად ცათამბრჯენის მშენებლობა დაიწყო 17 მარტს – წმინდა პატრიკის დღეს.
2. მშენებლობაზე მუშაობდა 3400 ადამიანი, ძირითადად ემიგრანტები ევროპიდან.
3. ფოტოგრაფ ლუის ვიკეს ხაინის სურათებში აღბეჭდილია მუშების ცხოვრება და მუშაობის პირობები.
4. მშენებლობა გრძელდებოდა მხოლოდ 410 დღე.
5. კვირის განმავლობაში აშენებდნენ 4.5 სართულს, ხოლო კველაზე ინტენსიურ პერიოდში 10 დღის განმავლობაში აშენდა 14 სართული.
6. ოფიციალური გახსნა გაიმართა 1931 წლის 1 მაის, როდესაც აშშ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰუვერმა ღილაკზე დაჭერით ჩართო ცათამბრჯენის განათება.
7.
8. ექსპლუატაციიდან დღემდე აქ მოხდა 30 თვითმკვლელობა.
9. შენობის სიმაღლეა 443.2 მეტრი, ხოლო სახურავამდე 381 მეტრი.
10. სენობა შევიდა მანჰეტენის 10 ულამაზეს შენობაში, ის მეოთხე ადგილზეა.
11. ცათამბრჯენში განთავსებულია 6500 ფანჯარა და 73 ლიფტი. შენობა იწონის 331 000 ტონას, აშენებულია 2 სართულიან ფუნდამენტზე და დაიხარჯა 54 400 ტონა ფოლადის კონსტრუიქცია.
12. ცათამბრჯენის მშენებლობაზე დაიხარჯა 10 მილიონი აგური და 700 კილომეტრი კაბელი.
13. ემპაიერ სტეიტ ბილდინგში არის 1860 კიბე, სადაც წელიწადში ერთხელ იმართება კონკუსი სწრაფ ასვლაში.
14. შენობაში განთავსებულია 1000-მდე ოფისი, თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 21 000 ადამიანს.
15. ის შესრულებულია მოკრძალებულ, მაგრამ ელეგანტურ სტილში. სხვა თანამედროვე ცათამბრჯენებთან განსხვავებით ემპაიერ სტეიტ ბილდინგის ფასადი გაფორმებულია კლასიკურ სტილში.
16. 1964 წელს ცათამბრჯენზე დაამონტაჟეს პროჟეკტორული განათება.
17.
18. 86-ე სართულზე ხილვადობა არის 360 გრადუსი.
19. 1933 წელს გამოვიდა კინოფილმი “კინგ გონგი”, რომლის სახურავზეც მიმდინარეობს ბრძოლა გიგანტურ გორილასთან.
20. 5 თებერვალს ემპაიერ სტეიტ ბილდინგის კიბეებზე მიმდინარეობს შეჯიბრი მორბენალთათვის, რომლებიც 1576 საფეხურს გადიან რამოდენიმე წუთში.
21. 2003 წელს პოლ კრეიგის მიერ იქნა დამყარებული რეკორდი რომელიც დღესდღეობით ვერავინ დაამხო, მან 9 წუთსა სა 33 წამში დაფარა დისტანცია.
22. შენობა აშენებულ იქნა ჯონ როკფელერ უმცროსის ფულით.
23. ემპაიერ სტეიტ ბილდინგში არის უდიდესი ჰოლი რომლის სიგრძე არის 30 მეტრი და სიმაღლე 3 სართულის ხელა.
24. ლიფტით ერთ წუთში ადიხართ 102 სარტულზე.
25. 1986 წელს ემპაიერ სტეიტ ბილდინგი შევიდა აშშ-ს ეროვნულ ისტორიულ ძეგლებში.
26. შენობის არქიტექტურა ეკუთვნის არტ-დეკოს სტილს.
27. ცათამბრჯენმა სახელწოდება მიიღო აშშ-ს შტატის სახელიდან, რომელსაც უწოდებენ “იმპერიულ სახელმწიფოს”.
28.
29.
30. ცათამბრჯენი ითვლება ნიუ იორკის ერთ-ერთი მთავარ სიმბოლოდ.