ახალი ამბებისასარგებლოუცნაური

რისი სუნი დგას კოსმოსში?

ამ ძალიან საინტერსო კითხვის პასუხი საკმაოდ გაგაოცებთ, რადგან კოსმოსში არ დგას რაიმე ზებუნებრივი და არამქვეყნიური სუნი, იქ უბრალოდ კარგად შემწვარი სტეიკის სურნელი ტრიალებს. ღია კოსმოსში გასული ასტრონავტების თქმით, მათ კომბინიზონებს, სკაფანდრებს და იარაღებს ასდის ცხელი ლითონის, შედუღების კვამლის და შემწვარი ხორცის სუნი. 

2003 წელს დედამიწაზე დაბრუნებული ასტრონავტი დონალდ პეტი ასე აღწერს შეგრძნებებს:

“სურნელის აღწერა საკმაოდ რთულია, ეს არ არის იგივე აღწერო რაიმე ახალი საჭმლის გემო ან ფერების პალიტრა. საუკეთესო შედარება იქნება ალბათ მეტალთან, კოსმოსში სასიამოვნო მოტკბო მეტალის სუნია.

ქიმიკოსი სტივენ პირსი ნასამ სპეციალურად დაიქირავა “კოსმოსის სუნის” აღსადგენად დედამიწაზე, რათა ასტრონავტები მოამზადონ, რაც შეიძლება რეალობასთან მიახლოებულ პირობებში.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close