არქივი

აზრი|opinion

აზრი|opinion
ფილმი/ინტერვიუ

ჩვენ აღარ ვართ ადამიანები.არაფერი ადამიანური ჩვენ აღარ გაგვაჩნია.არც ცხოველები ვართ,უფრო დაბალი რანგის უსახელო არსებები რომლებიც მარტო ინსტიქტებით ცხოვრობენ და ბედნიერების საზომი ჭამა-სმით,ჟიმაობით და გართობით შემოიფარგლება. 

რა აზრი აქვს ადამიანობას თუ არ გვიყვარს,არ გვიყვარს არაფერი რაც შენს გარშემოა,რაც შენშია,მარტო იმით ცხოვრობ რასაც გაძლევენ და სადაც გაცხოვრებენ,გაწვდიან უამრავ ფორმულებს თუ როგორ უნდა იყო ბედნიერი და გიკლავენ თავისუფალი აზ
როვნების და მოქმედების უნარს და საშუალებას.

გაცხოვრებენ ლამაზად შეფუთულ გალიაში და გეუბნებიან რომ ეს არის ადგილი და აქ არის გზა რომელიც ბენიერებამდე პირდაპირ მიგვიყვანს,მაგრამ გალია გალიადვე რჩება ყოველთვის.

გიკლავენ საკუთარ მეს,გითრგუნავენ შინაგან თავისუფლებას და გიკლავენ ყველაზე მთავარს სიყვარულის,შენგან გამოყავთ ახალი ნახევარფაბრიკატი რომელიც მოთმინებით ელოდება მის რიგს როდის დააფასოებენ და შემდეგ უკვე გაყიდიან ისე როგორც ყიდიან ყველას.

რა აზრი აქვს შენს ადამიანობას თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიტკენია სხვისთვის გული და შემდეგ ამის გამოსწორებაც კი არ გიცდია, თუნდაც საკუთრი სიცოცხლის ფასად. რა აზრი აქვს შენს სიცოცხლეს თუ არ აშენებ და არ იბრძვი რომ აშენებული სხვებმა არ დაანგრიონ, თუ არ აშენებ სამყაროს იმ მასალით რაც მან მოგცა თავად და არა იმ ნაგვით რაც ჩვენ ისევ ადამიანებმა შევქმენით, მატერიალურ თუ არამატერიალურ სამყაროებში.ყველაფერი მიკროსამყაროებისგან შედგება და რომ შენც ერთ-ერთი მიკროსამყაროს ნაწილი ხარ,ზუსტად იმის გამო თუ არ უფრთხილდები და უვლი ყველაფერს ისევე როგორც შენს სხეულს რა აზრი აქვს.

რა აზრი აქვს შენს ადამიანობას თუ ცხოვრების ბოლოს უკან მოხედვის შეგეშინდება , იმიტომ რომ არასდროს გიცხოვრია ისე როგორც ადამიანს.

რა აზრი აქვს საზოგადოებას რომელსაც ერთი სისხლის მიმოქცევის სისტემა აქვს მაგრამ მასში სისხლი არ მოძრაობს. რა აზრი აქვს საზოგადოებას რომელშიც არ იბრძვიან ერთმანეთის ბედნიერებისთვის და ყველა საკუთარ თავშია გამოკეტილი. რა აზრი აქვს ცხოვრობდე კარგად და შენს მეზობელს არ უნაწილებდე.

რა აზრი აქვს საზოგადოებას სადაც არ არის ერთიანობა,სადაც არ არის სიცოცხლე და არ უხარიათ, სადაც დეპრესია ყველაზე ორგანულ მეგობრად იქცა ყველასთვის და სადაც არ უყვართ. რა აზრი აქვს საზოგადოებას სადაც არ იქმნება არაფერი ახალი და სადაც შლიან ძველს,სადაც პირში უცინიან და პირს უკან ლანძღავენ,სადაც გულით შურთ და ამავე დროს ენით სიხარულს გიზიარებენ,სადაც პირადი საზოგადადოდ აქვთ გამოტანილი და ამაზე შოუს დგამენ,სადაც ადამიანებს ბედნიერების მაგივრად როგორ არ უნდა იყვნენ უბედურები იმას ასწავლიან,სადაც პატარა ბავშვებს ბავშვობა აქვთ დაკარგული,სადაც ახალგაზრდები ალკოჰოლით და ნარკოტიკებით იწყებენ ცხვორებას და ეს საზოგაროების მიერ გაკერპებული ერთეულების პროპაგანდირებით ხდება,სადაც სექსს ასაკს და ზღვრებს უწესებენ და ჭორაობენ თუ ადამიანი 30-ს გადაცდა, 15 წლის ბავშვებს კი იმას ასწავლიან როგორ უნდა იჟიმაონ ყველასთან მანამდე სანამ არ მოწყინდებათ,მაგრამ არავინ ასწავლის მათ რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და რომ ეს დრო ჩვენშია.ფსიქოლოგიურად მზად არ არიან და სხვადასხვა მიზეზების გამო ამყარებენ სექსუალურ კავშირს,რასაც უმეტეს შემთხვევაში მოყვება დიდი სტრესი,დანგრეული ფსიქიკა,დეპრესია და ყველაზე უარეს შემთხვევაში დაუგეგმავი ორსულობა,პასუხისმგებლობის არქონის გამო კი ყველაფერი აბორტით სრულდება.

რა აზრი აქვს საზოგადოებას თუ მომავალს თავად კლავს დაუბადებელს თუ დაბადებულს.

არავინ ასწავლის მათ რომბედნიერება ბევრი პარტნიორის გამოცვლით კი არა იმ ერთთან ურთიერთობის სრულყოფილებით მიიღწევა,რასაც დრო და ენერგია ჭირდება და რომ ეს ის პროცესია რაც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს მანამდე სანამ ორი სხეული ერთად არ იქცევა და საბოლოოდ არ იგრძნობ რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია და რომ ზუსტად ეს მდგომარეობაა რისკენაც მიიწევს სამყაროში ყველაფერი,სიყვარულის მდგომარეობა.

რა აზრი აქვს ურთიერთობებს სადაც ტყუილი უფრო მეტად ფასობს ვიდრე სიმართლე,სადაც ადამიანები თავის სახეს მალავენ და ათას ნიღაბს იკერავენ რომ სხვისი მოსაწონი გახდნენ.რა აზრი აქვს ურთიერთობებს სადაც შენ შენ არ ხარ.

რა აზრი აქვს ურთიერთობებს სადაც შენი არსებობა მაშინ ხდება აქტუალური როცა ჭირდებით,რაც უფრო კარგ შოუს დგამ მით უფრო გაფასებენ,მაგრამ გულის სიღრმეში ყველა თავის სტატუსზე ფიქრობს.რა აზრი აქვს სტატუსებს თუ ყოველდღე იგრძნობ რომ შენ ეს არხარ.

რა აზრი აქვს ნებისმიერ ურთიერთობას სადაც არ არის სიყვარული.

რა აზრი აქვს სახელმწიფოებს ქვეყნებს მათ გატარებულ პოლიტიკას,კანონებს რომლებიც ადამიანების მონობაში ყოფნისთვის დაიწერა და არა მათი თავისუფლებისთვის.

რა აზრი აქვს განათლებას და განათლების სისტემებს თუ ადამიანს არ ასწავლის რომ ყველაზე დიდი წიგნი თავად ხარ და სამყარო რომელიც გარს გაკრავს და პირველ რიგში მისი კითხვა უნდა ვიწავლოთ.

რა აზრი აქვს რელიგიებს თუ ღმერთის სიყვარულის მაგივრად მის შიშს უნერგავს ადამიანებს და არ ეუბნება რომ ღმერთის ძებნა პირველრიგში საკუთარ თავში უნდა დავიწყოთ და არსად სხვაგან.

რა აზრი აქვს ოჯახებს და თაობებს რომელიც მასში იზრდება თუ ვერასდროს იგრძნობენ რო ყველაზე დიდი მონაპოვარი დედამიწაზე ოჯახია და რომ მისი მოვლა და გაფრთხილება ყველაზე მთავარი რამა.

რა აზრი აქვს სიყვარულს სადაც არ აშენებ ,არ ავითარებ და პირველივე ბზარის დროს

ანგრევ.საერთოდ რა აზრი აქვს როცა სიყვარულს ანგრევ.

რა აზრი აქვს სიყვარულს როცა ყოველი წამით არ ცხოვრობ და არ იღებ თუნდაც სულ მცირედს ისე როგორც მაქსიმალურს.

რა აზრი აქვს სიყვარულს თუ მის გამო სიცოცხლის დათმობა არ შეგიძლია.

რა აზრი აქვს სექსს უსიყვარულოდ,მაშინ როცა არაფერი გაქვს მასთან საერთო.

რა აზრი აქვს სექსს თუ იცი ტექნიკა მაგრამ არ იცი როგორ მიიღო ენერგია და არა მარტო გასცე,როგორ გაამთლიანო და შეკრა პროცესი,როგორ გადაიყვანო ფიზიკური სხეული არაფიზიკურში და თითოეული შეხება გახდეს იმაზე მეტი ვიდრე ერთჯერადი ორგაზმი.

რა აზრი აქვს ზოგადად ყველაფერს სამყაროში თუ ყველაფერში კარგს არ ეძებ და არ ცდილობ ყველა და ყველაფერი უფრო მთლიანი და სრულყოფილი გახადო.თუ თითოეულ წამს არ უფრთხილდები და ყველა წამში არ დებ სიყვარულს,რა აზრი აქვს.

მსგავსი ამბები

Back to top button