კაკტუსების ოჯახში შეხვდებით ერთ გიგანტ მცენარეს, რომელსაც კომპიუტერის გვერდზე ნამდვილად ვერ დადგამთ :დ მას “სიგუარო ” ეწოდება და სიმაღლით 15 მეტრია, ხოლო წონა რამდენიმე ტონას შეადგენს. ზოგი ამ მცენარეს, რომელმაც შეიძლება 150 წელსაც კი მიაღწიოს გიგანტურ კარნეგიასაც უწოდებს. მას მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა (არიზონასა და კალიფორნიაში) და მექსიკის ჩრდილო ნაწილში შეხვდებით