არქივი

ანბანი მხოლოდ 14-ია, ენა კი 3000-ზე მეტი

Sunset+on+Babylon

ძველი ებრაული მითის თანახმად , წარღვნის შემდეგ ადამიანებმა გადაწყვიტეს, აეშენებინათ ქალაქი და კოშკი , რომელიც ცას მისწვდებოდა. ადამიანების საქციელით განრისხებულმა ღმერთმა მათ ენა აურია და გაფანტა მთელ დედამიწაზე. დაუმთავრებელ ქალაქს ბაბილონი ეწოდა. ძველ ებრაულ ენაზე ბალალ არევას ნიშნავს. 

და დღეს ენა 3000-ზე მეტია, ანბანი კი მხოლოდ 14. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ვერსიებიც, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის როგორ შეიქმნა სხვადასხვა ენები.

c2a5a7f5c1b4

დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანმა დაიწყო კედლებზე ხატვა. მაგ.: ალტამირას გამოქვაბულში აღმოჩენილია ბიზონების და სხვა ცხოველების გამოსახულებები კედლებზე. ადამიანისთვის მაშინ კედლებზე ცხოველების, სხვადასხვა სცენების ხატვა იყო როგორც კომუნიკაცია , ასევე, საკუთარი ცხოვრების აღწერა, ასე ვთქვათ დღიურის შექმნა. კედელზე გამოსახულებების შექმნამ საფუძველი დაუდო როგორც მხატვრობას, ისევე დამწერლობას, ენას.

თითქოს ენაც , როგორც ფლორა და ფაუნა, ევოლუციას განიცდიდა და ყალიბდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე გავლენას ახდენდა გეოგრაფიული მდებარეობა. ადამინები, რომლებიც განცალკევებით ცხოვრობდნენ, ინარჩუნებდნენ თავიანთ ენას, ტრადიციებს. ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც ენათა მრავალფეროვნება განაპირობა.

ენების მრავალგვარობას ისიც განაპირობებდა, რომ ხდებოდა სხვადასხვა ენების გაერთიანება, ან ელემენტების გაცვლა. ენა ცოცხალი ორგანიზმია, ვიტყოდი, იგი იბადება და კვდება. ერთმა ენამ შეიძლება განდევნოს სხვა ან პირიქით. უცხო გარემო, თავისთავად, დაღუპვას უქადის ენას. თუმცა, ისტორიაში არის ისეთი შემთხვევები, როცა ერთი ეროვნების ადამიანთა გადასახლებით ისინი ტრადიციებს და ენას არ კარგავდნენ. აი, მაგალითად შაჰ აბასმა უამრავი ქართველი გადაასახლა ფერეიდანში, თუმცა მათ დღემდე შეინარჩუნეს ქართული ენა და სული.

1497e292e0d6

ზოგიერთ ენაზე საერთოდ აღარ საუბრობენ. ასეთ ენებს – მკვდარი ეწოდებათ. მკვდარია მაგალითად ლათინური.

488a4f48e967

ენების მრავალგვარობა, როგორც მე დავაკვირდი, დიდ გავლენას ახდენს აზროვნებაზე და თქვენ წარმოიდგინეთ კბილებზე; ხასიათზეც კი. მაგალითად, კბილებს რაც შეეხება, კბილებზე ეს იმიტომ ხდება, რომ სხვადასხვა ენებში არსებობს სხვადასხვა ასოები, რომლებიც სხვადასხვანაირად გამოითქმის. ინგლისურში არის “th”, რომელიც წარმოითქმის ენის წვერის ზედა კბილებზე მიდებით. გერმანულში გვაქვს “ö”, რომელიც პირის მომრგვალების საშუალებით უნდა წარმოვთქვათ.

განსხვავებებია და მსგავსებები გრამატიკაშიც. ინგლისურში 9 მეტყველების ნაწილი, როცა ქართულში, რუსულში და გერმანულში ის ათია. ქართულში 7 ბრუნვაა, ინგლისურში- 2, გერმანულში – 4, რუსულში – 6. რუსულში და გერმანულში, როგორც სხვა ინდოევროპულ ენებში, არსებობს ბრალდებითი ბრუნვა. რუსულში არტიკლი არაა, ინგლისურში არის განუსაზღვრელი და განსაზღვრული – a(an) და the. გერმანულშიც არსებობს განსაზღვრული და განუსაზღვრელი – der die das(მამრ.,მდედრ.,საშ.სქესი) და ein eine ein(მამრ.,მდედრ.,საშ.სქესი). ინგლისურისგან განსხვავებით გერმანულში ყველა სიტყვას თავისი არტიკლი აქვს, თან არტიკლი იბრუნვის კიდეც, რაც არ ხდება ინგლისურში. ფრანგულში არტიკლი არის განსაზღვრულიც და განუსაზღვრელიც. იგი გერმანულს იმით ჰგავს რომ ფრანგულშიც ყველა სიტყვას თავისი არტიკლი აქვს, თუმცა მისგან განსხვავებით, ფრანგულში მხოლოდ ორი სქესისი არტიკლია- მამრ.სქ. და მდედრ.სქ. ფრანგულში საშუალო სქესი არ არსებობს.

ენათა მსგავსებისა და ზოგიერთი სირთულის გამო, ვერ ვახერხებთ შევისწავლოთ ბევრი მათგანი. მაგ.: მე მხოლოდ 4 ენა ვიცი. ძნელია კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, მათი გაგება.

თუმცა, ნათქვამია, რომ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ერთმანეთის მოსმენა არ ვიცით.

მსგავსი ამბები

Back to top button