არქივი

DoS შეტევის ზოგადი განმარტება

a141dafae4c4
DoS (Denial of Service) შეტევის დროს, ჰაკერი ცდილობს ლეგიტიმურ მომხმარებელს არ მისცეს მისთვის სასურველი სერვისის გამოყენების საშუალება

ზოგადი განმარტება:

DoS (Denial of Service) შეტევის დროს, ჰაკერი ცდილობს ლეგიტიმურ მომხმარებელს არ მისცეს მისთვის სასურველი სერვისის გამოყენების საშუალება. სერვერზე ამ შეტევის განხორციელების შემთხვევაში, უბრალო მომხმარებელმა შეიძლება ვეღარ შეძლოს ისეთი მნიშვნელოვანი რესურსების გამოყენება, როგორებიცაა: ელექტრონული ფოსტა, ვებ გვერდები, საბანკო ანგარიშები და სხვა.

როგორ მუშაობს:

კონკრეტული სერვისის სარგებლობამდე, მომხმარებელი აგზავნის მოთხოვნას სერვერზე და ითხოვს მისგან აუტენთიფიცირებას, სერვერი განიხილავს ამ მოთხოვნას და რთავს ნებას, ამის შემდეგ კი მომხმარებელს საშუალება ეძლევა მოთხოვნილი სერვისით სარგებლობისა:

7e97b409a5fe

DoS შეტევის დროს, ჰაკერი სერვერზე ყალბი მისამართებით აგზავნის რამდენიმე აუტენთიფიკაციის მოთხოვნას ერთდროულად. სერვერი თითოეულ მოთხოვნას განიხილავს და რადგან ვერ დაადგენს მომთხოვნის ვინაობას იწყებს ლოდინს, რის შედეგადაც ხდება მისი გადავსება და შესაბამისადაც სერვერზე განთავსებული სერვისები ლეგიტიმური მომხმარებლისთვის ხდება ხელმიუწვდომელი.

8009df9c214f

დაცვის საშუალება:

DoS შეტევისგან ყველაზე გავრცელებული დაცვის საშუალებას წარმოადგენს ქსელის ფილტრები (იგივე სნიფერები: IDS/IPS), რომლებმაც უნდა გაფილტრონ მოთხოვნა სერვერზე მიმართვამდე. ფილტრებს აქვთ საშუალება აღმოაჩინონ ყალბი, დიდი რაოდენობის მოთხოვნები და არ მისცენ მათ საშუალება სერვერამდე „მისვლისა“

4db460741a64

მსგავსი ამბები

Back to top button