არქივი

ხელბურთი

ecd2344c0b43

მოგითხრობთ ხელბურთის შესახებ

ხელბურთი — მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის გუნდის კარში გაიტანონ ბურთი.

ხელბურთს, ანუ ბურთის ხელით თამაშს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა თნამედროვე სახით იგი მე-XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა. ამ დროისათვის გერმანიაში ცნობილი იყო თამაში „რაფბოლი“, ჩეხეთში — „ჰაზენა“, რომლებიც ძალზე წააგავდნენ თანამედროვე ხელბურთს. 1898 წელს დანილემა ჰოლგერ ნილსენმა ხელით თამაშის ახალი წესები შეიმუშვა. ეს წესები ძალზე ახლოს იყო თანამედროვე წესებთან და ამიტომაც სწორედ ეს წელი ითვლება თანამედროვე ხელბურთის დაბადების თარიღად. მალე ხელბურთი გავრცელდა მთელ ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო წესების ერთიანი გაგება. თავიდანვე გაჩნდა ხელბურთის ორი ვარიანტი: მცირე (7X7) და დიდი (11X11) ხელბურთი. თავდაპირველად დიდმა ხელბურთმა გავრცელება-პოპულარობაში გაუსწრო მცირე ხელბურთს და ასე იყო მეოცე საუკუნის 50-ან წლებამდე. მერე და მერე კი მცირე ხელბურთმა მთლიანად განდევნა დიდი ხელბურთი.

ამჟამად ხელბურთს თამაშობენ მოფიცრულ იატაკიან დარბაზში. მოედნის ზომებია 20X40 მეტრზე. პირით ხაზებს შუა დგას ბადიანი კარები, რომელთა სიგანე 3, ხოლო სიმაღლე — 2 მეტრია. ორივე კარის წინ შემოსაზღვრულია 6-მეტრიანი (მეკარის მოედანი) და 9-მეტრიანი (თავისუფალი დარტყმის ზონა) ნახევარწრეები. ხელბურთს თამაშობენ ტყავის ბურთით რომლის გარშემოწერილობა არის 58-60 სმ, ხოლო წონა 425-475 გრამი (ქალებისათვის — 54-60 სმ და 325-375 გრ).

თამაში შედგება ორი 30 წუთიანი (წმინდა დრო) ტაიმისაგან, ათწუთიანი შესვენებით. გუნდში 12 მოთამაშეა (7 მოედანზე და 5 სათადარიგო). შეცვლების ლიმიტი განუსაზღვრელია და მოთმაშეს შეუძლია რამოდენიმეჯერ შევიდეს მოედანზე. ხელბურთს თამაშობენ მხოლოდ ხელებით (მხოლოდ მეკარეს აქვს ბურთის ფეხით მოგერიების უფლება). ძირითადი აკრძლვებია: ბურთიანად სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა, ბურთიანად ახტომა და დახტომა, უმოქმედოდ ბურთის სამ წამზე მეტხანს ჭერა და რაღა თქმა უნდა უხეში თამაში (მეტოქის შებოჭვა, ხელის კვრა, სარმის დადება). წესების დარღვევისა და უხეში თამაშისათვის გუნდი ისჯება ბურთის ჩამორთმევით, 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, მოთამაშე კი გაფრთხილებით, ორი წუთით ან თამაშის ბოლომდე გაძევებით.

ხელბურთის საერთშორისო ფედერაცია (IGF) 1946 წლის 11 ივლისს შეიქმნა. ამ დღეს კოპენჰაგენში შეიკრიბნენ დანიის, ნორვეგიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჰოლანდიის წარმომადგენლები, რომლებმაც დააფუძნეს კიდეც ხელბურთის საერთშორისო ფედერაცია. ამჟმად იგი აერთიანებს 150 ქვეყანას და 5 კონფედერაციას. ფედრაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში.

ხელბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული ხელბურთელთა ტურნირი, რომელსაც ხელბურთის საერთშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება მსოფლიოს თასი ხელბურთში ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ამ ტურნირის ჩატარების ინიციატივა დანიის (ქალები) და შვედეთის (ვაჟები) ფედერაციებმა აიღეს. 70-ანი წლებიდან 2005 წლამდე გერმანიის ხელბურთის ფედრაციის ინიციატივით ტარდებოდა მსოფლიოს სუპერ-თასი ხელბურთში ვაჟთა გუნდებს შორის, რომელშიც ყველა დროის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გამოდიოდნენ. გადატვირთული საერთაშორისო კალენდრის გამო 2005 წლის შემდეგ ეს ტურნირი, რომელიც მაიმცადამინც ვერ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, აღარ გამართულა.

ხელბურთის საერთშორისო ფედერაცია ატარებს აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატებს ჭაბუკებსა და გოგონათა შორის. გარდა ამისა კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF) ატარებს ევროპის ჩემპიონატებს ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება საკონტინენტო ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის. ევროპის ხელბურთის ფედერაცია ატარებს ხუთ საკლუბო ტურნირს, ესენია: ევროპის ჩემპიონთა თასი, ევროპის თასის მფლობელთა თასი, ფედერაციის თასი, ჩელენჯ-ქაფი (გამოწვევის თასი) და ევროპის სუპერ-თასი.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button