გასართობისაკითხავისასარგებლო

ქორწილი-ლამაზი ტრადიციები

b0e6a6316f3a

რატომ ატარებენ საქორწინო ბეჭედს მაინცდამაინც არათითზე? ეს ტრადიცია გალებიდან მოდის – ხელის მეოთხე თითი პირდაპირ გულს უკავშირდება და ამიტომ უძველესი გალები ბეჭედს ფიცის მაგივრად იყენებდნენ. ამ სამკაულს სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა. 

1. ჩილეში ახალდაქორწინებულები საქორწინო ბეჭდებს ცვლიან და მარჯვენა ხელის არათითზე იკეთებენ, მაგრამ ცერემონიის დამთავრების შემდეგ ბეჭედი მარცხენა ხელის შუა თითზე გადააქვთ.

2. შვეიცარიაში ნეფე-პატარძალი წინასწარ შერჩეულ მაღაზიაში იმ საჩუქრების სიას ტოვებს, რომელთა მიღებაც სურს. ქორწილზე მოსაწვევ ბარათში მითითებულია მაღაზიის მისამართი, ნაცნობ-მეგობრები საჩუქარს ყიდულობენ და სხვამაც იგივე რომ არ შეიძინოს , ნუსხაში აღნიშნავენ, თუ რა შეიძინეს.

3. ჩინეთში ქორწილზე ყველა წითელი ფერის ტანსაცმლით იმოსება, დარბაზსაც წითლად რთავენ, რადგან წითელ ფერს- სიხარულის სიმბოლოდ მიიჩნევენ. სუფრის თამადას ევალება დაჭრას მრავალსართულიანი ტორტი, რომელიც ახალდაქორწინებულთა მიერ განსავლელ ცხოვრების კიბესთან ასოცირდება.

abe248e6b61a

4. ვენესუელაში სასიძოს ცოლის შერთვის უფლებას ნათლია აძლევს. თუ მან კურთხევა ნათლიისაგან არ მიიღო, ახალდაქორწინებული ოჯახი ბედნიერებას ვერ ეღირსება. ნეფე-პატარძალი ჯერ ხელს აწერს და მხოლოდ 2 კვირაში იწერს ჯვარს. ვენესუელელები თვლიან, რომ ახალდაქორწინებულები ბედნიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწევიან, თუ სუფრიდან შეუმჩნევლად გაპარვას მოახერხებენ.

c32ad7a94ba6

5. ირლანდიაში ცდილობენ, ქორწინება რომელიმე დღესასწაულს დაამთხვიონ. ქორწილის დღეს პატარძალმა ყოველგვარი დახმარების გარეშე, თავად უნდა გაიკეთოს ლამაზი ვარცხნილობა. ამით იგი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენს. თაფლობის თვეს ახალდაქორწინებულები მიყრუებულ ადგილას ატარებენ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე თაფლის ღვინოს მიირთმევენ.

6. სამხრეთ აფრიკაში ახალდაქორწინებულების მშობლებს თავიანთი სახლებიდან ანთებული ჩირაღდნები გამოაქვთ და ახალგაზრდების სახლში ცეცხლს ანთებენ. ეს ცერემონია ახალი სახლის გახსნის პრეზენტაციას მოგაგონებთ.

7. ფილიპინებზე ახალდაქორწინებულებს შლეიფით აბამენ ერთმანეთზე, შემდეგ წყვილი სანთლებს ანთებს, მტრედებით სავსე გალიას აღებს და ფრინველებს სამშვიდობოზე უშვებს.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button