არქივი

საოცნებო მამაკაცი – 1

woman

მოგესალმებით, პატივცემულო ინტერნეტ მომხმარებლებო. პირველრიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მათ ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ. ასევე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ ამ და მომავალ პოსტებზე – მსურს ჩემი შეხედულებები და გამოცდილებები გაგანდოთ ქალბატონების შესახებ, მოგცეთ რჩევები და.. მოგიყვანოთ მაგალითები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ქალთან, რომ მის საოცნებო მამაკაცად ვიქცედ.

პირველ რიგში მამაკაცებზე მინდა საუბარი და მინდა იცოდეთ, რომ – არ არსებობს ქალი რომლის “შებმას” გულის დაპყრობასაც ვერ შეძლებს ნებისმიერი მამაკაცი (განურჩევლად: ზომის, წონის, ასაკის, ფიზიკური მონაცემების, მატერიალური მდგომარეობის). აქ მთავარი მხოლოდ თქვენი “ქცევაა”. მეტაფორულად რომ ვთქვათ ქალის გულს გასაღები უნდა მოარგოთ, მთავარია ვიცოდეთ თუ როგორ ვიპოვოთ გასაღები.

მე ხშირად მსმენია მამაკაცებისაგან, რომ მოსწონთ გოგო თუმცა არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ მასთან, ზოგი ფიქრობს, რომ ნაკლებად სიმპათიურია და არ შეეფერება მას, ან არ აქვს ფული – ეს ყველაზე დიდი შეცდომაა! მინდა გითხრათ რომ მაგაზე ფიქრს შეეშვით და გოგონას ქცევისა თუ ნათქვამის მიუხედავად თქვენი საქმე გააგრძელეთ.

ამ პოსტში მინდა ძირითად საკითხებს შევეხო, ხოლო დანარჩენ პოსტებში მაგალითებით გასწავლით ეტაპებს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

ესეიგი ქალი მამაკაცისაგან განსხვავებით ბევრად იმპულსური არსებაა. გონებაზე მეტად გრძნობებით აზროვნებს და ეს მამაკაცისათვის დიდი უპირატესობაა. გახსოვდეთ , რომ ყველა სვლა ქალთან კარგად გამოთვლილი უნდა გქონდეთ. ხშირად შეიძლება ისეთ მოვლენასთან გვქონდეს საქმე რომ გავიფიქროთ: ვაითუ ეს ის გოგოა ვინს წეღან იყოო.ძალიან ცვალებადია ქალის ბუნება და ხშირად გვიჭირს მამაკაცებს მათი უცნაური ქცევების გაგება.  პირველი ჩემი რჩევა ის იქნება, რომ მამაკაცებმა გამოიმუშავოთ მოთმინება, რომ მიაღწიოთ სასურელ შედეგს. დამიჯერეთ სულსწრაფობა ქალთან დამღუპველია.

ქალი რომ ავიღოთ როგორც ერთი მთლიანი, ერთი შეხედვით  პატარა ბავშვს მოგვაგონებს, თითქოს დაუცველი და უმწეო არსებაა. თუმცა დამიჯერეთ ეს ასე არაა… ქალი, ნებისმიერი ქალი, რომელიც შეიძლება “დებილი” გეგონოთ ბევრად მოხერხებული და ჭკვიანი ადამიანი რომელიც 1000 ჯერ მეტ ტყუილს  მოიგონებს ვიდრე ჩვენ კაცები. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გოგონას რომელსაც მინიმუმ გაუღიმებთ მაინც, ის უკვე ინტერესდება თქვენით მიუხედავად იმისა თქვენ ამჩნევთ ამას თუ არა.

ჩვენთან გავრცელებულია ფრაზები: შეიძლება დავჯდე?, რომელი საათია?, დასარეკი ხომ არ გაქვთ ან თქვენი გაცნობა შეიძლება? ამგვარი რამ დაივიწეთ და ამოიშალეთ გონებიდან, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგამდაბლებთ და უკან დაგხევთ გოგონასთან ურთიერთობაში. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ იმაში, რომ ამგვარ კითხვებზე ყოველთვის არასასურველ პასუხს მიიღებთ თუ არ მიიღებთ და დამიჯერეთ ეს გოგო არ ღირს ყურადღების მისაპყრობლად.

ყოველთვის ეცადეთ რომ არ იყოთ ისეთები, როგორებიც ყველანი არიან. აქ არ მაქვს საუბარი ჩაცმულობაზე ან ვარცხნილობაზე. ის რომ ყოველთის ფორმაში უნდა იყოთ ეგ დაუწერელი კანონია, თუმცა გადაჭარბებული არაფერი ვარგა ესეც გახსოვდეთ.

ზემოთ ვახსენე, რომ მთავარი თქვენი ქცევაა. მანქანა, ჩაცმულობა, ფული და ა.შ კარგია თუმცა წარმოიდგინეთ ბუნებაში ხართ სადაც არცერთი აქედან ჩამოთვლილი არ გჭირდებათ აი მერე რას აპირებთ? გახსოვდეთ გოგონებს მოსწონთ მხიარული ტიპის მამაკაცები, რომლის გვერდითაც თავს კარგად იგრძნობენ, იხუმრეთ, გაიღიმეთ, არ დაძაბოთ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი თუ ადამიანები. თუმცა თქვენი მხიარული ხასიათი არუნდა დაემსგავსოს უაზრო ცანცარს. “გოგო გაგექცევათ”. იმისთვის რომ ყველაფერი შესანიშნავად იყოს მანდილოსანს უნდა დაანახოთ ის, რომ მასზე ვიღაც ზრუნავს, ანუ თქვენ. მარტივად რომ აგიხსნათ – უნდა დამცველი, ძლიერი მამაკაცი გვერდით, რომელსაც ენდობა და რომელიც დაცავს. ყურადღება გვმართებს, არ დაუწყოთ ლაპარაკი თქვენს წარსულზე და არახსენოთ მეზობელი გოგოც კი, რომელსაც უბრალოდ მაღაზიაში გაჰყევით ერთხელ მაინც. თუ რამე ამდაგვარს მოუყვებით და ეს ქალს არ გააღიზიანებს დამიჯერეთ ამ გოგოს უბრალოდ არაინტერესებთ. ქალთან ურთიერთობისას გახსოვეთ რომ მათ ძალიან უყვართ თამაში ხშირად უნდა ესაუბროთ ქვე ტექსტებით ასე ვთქვათ უნდა ჩააგდოთ საგონებელში, რაც უფრო ბევრს იფიქრებს თქვენზე რა თქმა უნდა ეს თქვენდა სასიკეთოდ კეთდება. შეეზადეთ ძალიან ბევრი ესაუბროთ თავის თავზე, გაითვალისწინეთ რომელ ეტაპზე ხართ . ეგრევე არაჯახოთ რომ გიყვართ და მისგარეშე ვერ იცოცხლებთ :D. ეს დაგღუპავთ.

მგონი საკმარისია პირველი პოსტისთვის ეს ის რჩევებია რაც ჩემსგარეშეც უნდა გცოდნოდათ თუ საინტერესო იყო ეს ინფორმაცია თქვენთვის მე გავაგრძელებ გამოქვეყვეყნებას.

 

P.S. გახსოვდეთ, რომ ძალიან ხშირად ქალები მართავენ კაცებს და პირიქით გვგონია ჩვენ, ასე რომ შევეცდები კონკრეტულ მაგალითებზე გესაუბროთ მომავალ პოსტებში და ავხსნა ესა თუ ისმოვლენა :). მადლობა ყურადღებისთვის.

monte

vecdebi dagainteresot chemi postebit :)

მსგავსი ამბები

Back to top button