არქივი

სურათი კედელზე

5ded92822c52
ნებისმიერ სურათს და ფოტოს, რომელიც სახლში გაქვთ გამოფენილი,საკუთარი ენერგეტიკა გაჩნია.ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: როგორი განწყობით იქმნებოდა,ფერების გამას,შუქის და ჩრდილის შეხამებას,ხაზების ხასიათს და, რა თქმა უნდა, იმას , რა არის ზედ გამოსახული. ფსიქოლოგები ქალაბატონებს ურჩევენ, 5-10 წლის წინ გადაღებული ყველაზე წარმატებული ფოტოსურათი თვალსაჩინო ადგილას გამოფინონ.მისი ყოველდღიური ცქერა თავს ისევ ძველებურად გაგრძნობინებთ-ისეთივე ახალგაზრდა, ლამაზი, ტანადი, ძლიერი, გამბედავი და ბედნიერი იქნებით, როგიორიც წარსულში ბრძანდებოდით.

e16742d4888b

მგრძნობიარე ქვენაგრძნობა ორგანიზმს კარგი ცვლილებებისკენ განაწყობს-იწვება ცხიმის ფენები, სახეზე ნაოჭები სწორდება.~ მთის მწვერვალები ემოციურ ტონუსს ამაღლებენ და იმუნურ დაცვას აძლიერებენ,პეიზაჟური ნაწარმოები ჩვენში სიმშვიდეს და სტაბილურობის გრძნობას იწვევს;ზღვის ხედი ტკივილს აყუჩებს,აძლიერებს ნერვულ სისტემას.

აღელვებული ხართ? ვინმემ გაწყენინათ? უკიდურესობამდე ნგადაიღალეთ? ნუ ჩქარობთ,დამაშვიდებელი წამალი გვერდზე გადადეთ.

არტთერაპიის სპეციალისტები ამტკიცებენ: ნანახის ფსიქიური ვიზუალიზაცია ნერვული დაძაბულობის შემცირებას არანაკლებ უწყობს ხელს, ვიდრე ნებისმიერი პოპულარული ტრანკვილიზატორი.საყვარელი სურათის წინ მოხერხებულად მოკალათდით სავარძელში ან ხელში დაიკავეთ გასულ წელს გადაღებული ფოტოსურათი.დააკვრდით მას, ყველა დეტალური დაიმახსოვრეთ, მერე თვალები დახუჭეთ და ნანახი გონებაში წარმოსახეთ. ზღვა გიყვართ? წარმოიდგინეთ, რომ ზღვის ნაპირზე წევხართ,თბილი ტალღები კი ნაზად გელამუნებიან ფეხზე და თან შორს,ზღვაში მიაქვთ თქვენი ტკივილი.ადექით და ჩაყვინთეთ თბილ ტალღებში,უკან მოიტოვეთ ყველაფერი. მთის მწვერვალები მოგწონთ? გონებრივად ადით მწვერვალზე და მკერდით სუფთა,სუსხიანი ჰაერი ჩაისუნთქეთ.ასეთი ფსიქოლოგიური ვარჯიშების შემდეგ დაღლილობა და გაღიზიანება აღარ შეგაწუხებთ, ასევე აგიმაღლდებათ იმუნიტეტი.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button