არქივი

ბედნიერება მინდა გაჩუქო..(2)

d42f56927cf3

“სწორედ იმ წამს, როცა გულში ეს უჩვეულო- სიყვარულად სახელდებული გრძნობა გეწვევა,როცა შეიგრძნობ მის სიშლეგეს, აღტკინებას და ნეტარებას,მაშინ მიხვდები,როგორ უცვლია სამყაროს ფერი..” {ჯ. კრიშნამურტი}

“ცხოვრებისეული ბედნიერება პატარ-პატარა,ყოველდღიური წარმატებებითაა შეკოწიწებული.”{პემ ბრაუნი}

“თუნდაც სულ უმნიშვნელო საქმეში დახელოვნება შესაძლოა ენით უთქმელ ბედნიერებად გადაგექცეს.”{პემ ბრაუნი}

“ბედნიერია მეფეც და გლეხიც, თუ სამშობლოში სიმშვიდე ჰპოვა”{გოეთე}

“არც ისე ადვილია ბედნიერება ჰპოვო საკუთარ თავში; ოღონდ სხვაგან-სულაც შეუძლებელი.”{აგნეს რეპლიე}

“ყველა დიდი და წარმატებული ადამიანი ჯერ განსჯის, გონებაში იქმნის ხატს და საქმეს მერეღა შეუდგება: ამ ხატს აცოცხლებს- რაღაცას ამატებს, რაღაცას აკლებს, და მაინც ჯიუტად ქმნის თავისას….”{რობერტ კოლიე}

“ყოველ დილით მადლი შესწირე უFალს იმისთვის, რაღაც რომ გაქვს საკეთებელი, რასაც შენ გარდა ვერავინ გააკეთებს- სულ ერთია გახალისებს ეგ თუ არა.” :yes: { ჩარლზ კინგსლი}

“როცა არც გამოსავალი ჩანს და ყველაფერი შენ გიმხედრდება, როცა თითქოს მეტის ატანაც არ შეგიძლია, მაინც ნუ დაყრი ფარ-ხმალს -იცოდე, ბედის ჩარხი წაღმა სწორედ აქ და ახლა შეტრიალდება.” {ჰარიეტ ბიჩერ სტოუ}

“შენთან მოსული ისე არავინ გააბრუნო, ოდნავ მაინც უკეთესად და ბედნიერად არ იგრძნოს თავი; ყველას სიკეთე დაანახე-გამომეტყველებით, თვალებით ან ღიმილით.”{დედა ტერეზა}

“ყოველ ჩვენგანს ძალა შესწევს, სხვაც გააბედნიეროს… ხელის გაწვდენით, კეთილი მზერით.”{პემ ბრაუნი}

c652852e5cd9

“სიცოცხლე მიყვარს. დროდადრო გაუსაძლისი კაეშანიც შემომწოლია, ოღონდ მუდამ კი მჯეროდა, რომ სიცოცხლე უკვე თავისთავად დიდი მადლია.”{აგატა კრისტი”

” ბედნიერება კაშკაშა მზეა, წყალში ჭყუმპალაობა,სილაში კოტრიალი,ნებაზე ყოფნა”{მიგან სიმონსი, 11 წლის}
“ბედნიერი იმიტომ ვარ, ჩიტები რომ მე მიმღერიან”{ჯოზეფინა 6 წლის :kiss: }
“როცა ირგვლივ ბედნიერებისკენ მიმავალი ამდენი გზაა, უცნაურია- რატომაა ზოგი ასე უჟმური?”{უენდი 12 წლის}
“ბედნიერება თბილი ხრაშუნა პურის ჩაკბეჩაა”{კლაივ გარლანდი 11 წლის}
“მე თვითონა ვარ ბედნიერება, როცა ჩემს გიტარაზე ვუკრავ.”{ელისონი 6 წლის}
“ბედნიერება-ღიპუკაში სითბო რო დაგივლის, ისაა.(ტრეისი 8 წლის}
“ბედნიერებაზე სულ გული მიჩუყდება.{ჰარინდერ ფიურვოლი 10 წლის}

“გასაოცარი, გასაოცარი,ყველაზე უფრო გასაოცარი, და კვლავაც- ძლიერ გასაოცარი, და კიდევ მეტი!{ უილიამ შექსპირი}

“თუ სამოთხეში სიცილი ამიკრძალეს, იქ არაფერი მესაქმება.” :D {მარტინ ლუთერი}

სიცოცხლე ხალისია
სიცოცხლე ბედნიერებაა
სიცოცხლე სიხარულია
სიცოცხლე სიყვარულია
სიცოცხლე მეგობრობაა
სიცოცხლე სიკეთეა
სიცოცხლე სიცილია
ო, სიცოცხლე მშვენიერიაა!!
{ელისონ ჰადარტი, 10 წლის}

ellee thaaank youu:****

თუ საკუთარი თავის ფასი არ იცი,როგორ გინდა ბედნიერებისათვის იბრძოლო?

მსგავსი ამბები

Back to top button