გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები მეორე მსოფლიო ომის შესახებ

2ce6l
1) პირველი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე მოკლული იქნა იაპონელის მიერ(1937წ., ჩინეთი). პირველი ამერიკელი ჯარისკაცი – რუსების მიერ (ფინეთი, 1940წ.). უმაღლესი სამხედრო წოდების ამერიკელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, იყო გენერალ-ლეიტენანტი ლესლი მაკნეირი.

2) ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი მეორე მსოფლიო ომში იყო 12 წლის კელვინ გრაამი. ის ბრძოლის დროს დაჭრეს. ამის შემდეგ კი დაუფასებელი ღირსების ორდენი გადასცეს იმის გამო, რომ მან მოიტყუა თავისი ასაკი.

3) პერლ-ჰარბორის დაბომბვის მომენტში, ამერიკის საზღვაო ძალების ყველაზე დიდ გემს ერქვა CINCUS (გამოითქმება“sink us”, ანუ ჩაგვძირეთ).

4)ჰიტლერის კერძო მატარებელს კი ერქვა ამერიკა. (რა თქმა უნდა, ამერიკის ომში ჩაბმის შემდეგ სახელი შეუცვალეს).

4) უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა საავიაციო დანაყოფში, ვიდრე სახმელეთო. შესასრულებელი მისიის დროს შანსები, რომ პილოტი მოკვდებოდა, შეადგენდა 71 %-ს.

5) მეორე მსოფლიო ომის დროს არ იყო ცნება „საშუალო დონის პილოტი“. პილოტები ხდებოდნენ ან სახელგანთქმული მფრინავები, ან უბრალოდ სამიზნეები. მაგალითად, იაპონელ მფრინავ ჰიროიოში ნიშიზავას ჩამოგდებული ჰყავდა მტრის 80 თვითმფრინავი. სამწუხაროდ ის დაიღუპა სატვირთო თვითმფრინავში მგზავრობის დროს.

6) როდესაც გაერთიანებული ქვეყნების ჯარისკაცები მიადგნენ მდინარე რაინს, პირველ რიგში მოშარდეს მდინარეში. ეს გააკეთა ყველამ, დაწყებული რიგითი სამხედროებიდან დამთავრებული გენერალ ჯორჯ პატონით (ამ გენერალმა კიდევაც გადაუღო იმ ფაქტს ფოტოსურათი).

7) გერმანული წყალქვეშა ნავი U-120 ჩაიძირა მუშაობით გადატვირთული ტუალეტის გამო.

8) იმ გერმანელებს შორის, რომლებმაც დაიპყრეს ნორმანდია, იყვნენ კორეელებიც. ისინი იძულებული იყვნენ ებრძოლათ იაპონიის არმიაში მანამ, სანამ არ დაიპყრეს რუსებმა. ამის შემდეგ მათ აიძულებდნენ ებრძოლათ რუსების გვერდიგვერდ, სანამ არ იქნენ დაპყრობილნი გერმანელების მიერ. ამის შემდეგ ისინი გერმანელების არმიაში მსახურობდნენ, სანამ ამერიკელებმა არ ჩაყლაპეს ისინი.

9) ა.შ.შ-ის არმიას უფრო მეტი გემი ჰყავდა ვიდრე საზღვაო ძალებს. გერმანიის საჰაერო ძალებს ჰყავდა 22 სახმელეთო, 2 ჯავშან-სატრანსპორტო და 11 საპარაშუტო-სადესანტო დივიზია. არცერთ მათგანს არ შეეძლო საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.

10) გერმანელთა გემი Graf Spee ვერ ჩაძირეს. ამ გემის ქიმის გახვრეტა წარუმატებლად დასრულდა და ინგლისელებმა წამოიღეს ის, როგორც ჯართი, მიუხედავად იმისა, რომ ამ გემზე დამონტაჟებული იყო უახლესი სარადარო სისტემა.

11) მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა მონაწილემ შეძლო გადარჩენილიყო 133 დღიანი „ცურვის“ შემდეგ. ეს იყო ბრიტანელი მეზღვაური, რომელიც მსახურობდა ინგლისის ფლოტში. მისი გემის ჩაძირვის შემდეგ ის აძვრა ფიცარზე და 133 დღის განმავლობაში იკვებებოდა ცოცხალი თევზებით და სვამდა წვიმის წყალს.

12) მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ჰოლანდიის ტერიტორიაზე მოწინაღმდეგის შეცდომაში შესაყვანად საიდუმლო რეჟიმის სასტიკი დაცვით დაიწყეს ცრუაეროდრომის მშენებლობა. აეროდრომის ინფრასტრუქტრის ყველა ელემენტი: რადარები, სადისპეჩეროები, ავტომობილები დამზადებული იყო ხისა და მუყაოსაგან. ცოტა ხანში გერმანელებს შრომა წყალში ჩაეყარათ, რადგან ერთ მშვენიერ დღეს აეროდრომს გადაუფრინა ინგლისურმა ხომალდმა და ჩამოაგდო ერთადერთი ბომბა, რომელიც ასევე ხისგან იყო დამზადებული.

13) მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელი ჯარისკაცი ჯეკ ჩერჩილი არ იშორებდა ძველებურ მახვილს. ერთ-ერთი ბრძოლის შეტევაზე გადასული მისი ქვედანაყოფის ყველა ჯარისკაცი მოკლული ან დაჭრილი იქნა. მხოლოდ მან მოახერხა ყუმბარით ამოთხრილ ორმოში დამალვა. იარაღად მხოლოდ თავისი მახვილი დარჩა. თავისდა საუბედუროდ, გერმანელებმა ის შეამჩნიეს და მისი ტყვედ აყვანა განიზრახეს. ჯეკმა ყველა მათგანის განადგურება მოახერხა, ხოლო შემდეგ გადავიდა შეტევაზე და კიდევ 42 გერმანელი ჯარისკაცი და ჰაუბიცის ერთი გათვლა ჩაიგდო ტყვედ, თანაც ისე, რომ მახვილის გარდა სხვა იარაღი არ გააჩნდა.

14) ამერიკელმა ჯარისკაცმა ოუდი მერფიმ 1944 წელს საფრანგეთში ხელში ჩაიგდო მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევი და იმავე იარაღით გაანადგურა გერმანელთა 2 ტყვიამფრქვევთა საცეცხლე წერტილი და სნაიპერი. მოგვიანებით, ფრონტის სხვა მონაკვეთზე 128 კაცისგან მხოლოდ 19 გადარჩა. ოუდი ჩაჯდა ერთ-ერთ აფეთქებულ ამერიკულ ტანკში, რომელიც ამავე დროს იწვოდა, მაგრამ ტყვიამფრქვევი უმუშავებდა. გაბედულმა ჯარისკაცმა მისი ცეცხლით კვლავ მრავალი გერმანელი გამოასალმა სიცოცხლეს და მოასწრო ტანკიდან გადმოხტომა აფეთქების წინ.

15) სსრკ-ფინეთის ომის დროს, ფინელმა სნაიპერმა სიმო ჰაიხამ 100 დღის განმავლობაში შაშხანით გაანადგურა 542, ხოლო ავტომატით – 150 მტრის მებრძოლი. დაღუპვამდე 1940 წელს, მან მოასწრო ჯამში 705 საბჭოთა მებრძოლის, მათ შორის მისი ლიკვიდაციისათვის გაგზავნილი სნაიპერების განადგურება.

16) მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა 38-ე ფუზელიორთა(ქვეითთა) პოლკმა 27 დღეში ქვეითი მარშით გაიარა 408 მილი, ანუ 15.1 მილი დღეში. ეს პერიოდი მოიცავდა მინიმუმ 10 საბრძოლო დღეს. ერთ შემთხვევაში პოლკმა უმძიმეს პირობებში გადალახა 43.8 მილი, მხოლოდ ერთი სამსაათიანი შესვენებით ყველა მარში მებრძოლების სრული აღჭურვილობით ჩატარდა.

17) მეორე მსოფლიო ომის დროს, რიგითის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2 თვეს შეადგენდა.

18) იაპონიასთან 1941-1945 წლების საბრძოლო მოქმედებების გაანალიზების შემდეგ, ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ ძალების თანაბარი შეფარდების მიუხედავად, ბევრი ბრძოლა ამერიკელების გამარჯვებით დამთავრდა. მიზეზი აღმოჩნდა ენის თავისებურებები: მაგალითად, ინგლისურ ენაში სიტყვის საშუალო სიგრძეა 5 ასო, ხოლო იაპონურში 13, ანუ ბრძანების გაცემა და ვერბალური მოქმედება ამერიკელებს უფრო სწრაფად გამოსდიოდათ. ამის შემდეგ ამერიკელები მაქსიმალურად ცდილობენ სამხედრო ენაში გამოიყენონ მოკლე მეტსახელენო და აბრევიატურები. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია ჩაუვარდათ საბჭოთა სამხედრო ექსპერტებს, მათაც მოინდომეს მსგავსი კვლევის ჩატარება. თურმე, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო რუსული სიტყვა 7 ასოიანია, ბრძოლის მართვის დროს დედის გინებაზე გადასვლით რუსი მეთაურები ბრძანების ინფორმატულობას 2-3-ჯერ ზრდიან.

19) ჰიროსიმასგან განსხვავებით, რომელიც წინასწარ იყო შერჩეული ატომური დაბომბვისთვის, ნაგასაკი სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ „გაუგებრობაში“. მეორე ბომბის სამიზნე ყოფილა კოკურა, თუმცა დაბალი ღრუბლიანობის გამო მფრინავმა გადაწყვიტა, ემოქმედა სათადარიგო გეგმით და ნაგასაკის შეუტია.

20) მეორე მსოფლიო ომის დროს განაღმვით სამუშაოებში გაწვრთნილ ძაღლებს იყენებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ჯულბარსმა, ომის ბოლო წლებში ევროპის ქვეყნებში 7468 ნაღმი და 150 აუფეთქებელი ჭურვი განაღმა. 24 ივლისს მოსკოვის გამარჯვების აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე ძაღლი დაიჭრა და ვერ შეძლო სამხედრო ძაღლების სკოლის შემადგენლობაში სხვებთან ერთად გავლა. მაშინ სტალინის ბრძანებით ჯულბარსი წითელ მოედანზე ხელში აყვანილი გაატარეს სტალინის შინელში გახვეული.

21) მეორე მსოფლიო ომში ბრიტანელებმა შეიმუშავეს ახალი რადარი, რომელიც მფრინავებს გერმანული ბომბდამშენების დანახვის საშუალებას აძლევდა. ამ ტექნოლოგიის გასაიდუმლოების მიზნით ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა პრესაში გაავრცელეს ცნობა, რომ ბრიტანელთა მფრინავების ასეთი უჩვეულო მხედველობა სპეციალური სტაფილოს დამსახურება იყო.

22) ცნობილი ფრანგი მომღერალი ედიტ პიაფი საფრანგეთის ოკუპაციის დროს ხშირად აწყობდა კონცერტებს გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ტყვეთა ბანაკებში, სადაც კონცერტის შემდეგ იღებდა სამახსოვრო სურათებს ტყვეებსა და გერმანელ ოფიცრებთან ერთად. პარიზში მომღერლის დაბრუნების შემდეგ, წინააღმდეგობის მებრძოლები ჭრიდნენ სახეებს ტყვეების სურათებიდან და ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს, რომელთაც იაფი განმეორებითი კონცერტების დროს ფარულად გადასცემდა ტყვეებს, ამ გზით მოახერხა რამდენიმე მათგანმა ბანაკიდან თავის დაღწევა.

23) 1944 წელს იაპონიის არმიის უმცროსმა სერჟანტმა ფილიპინების ერთ-ერთ კუნძულზე პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელობის ბრძანება მიიღო. ბრძოლებში თავისი მებრძოლეების დაკარგვის შემდეგ ამ სერჟანტმა თავი ჯუნგლებს შეაფარა. 1974 წელს ის იმავე კუნძულზე იპოვეს, სადაც პარტიზანულ ბრძოლას აგრძელებდა. ვერაფრით დააჯერეს რომ ომი დამთავრდა, მან უარი განაცხადა იარაღის დაყრაზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კუნძულზე ჩაიყვანეს ამ კაცის მეთაური, რომელმაც მას დანებება უბრძანა, ლეიტენანტი ჯუნგლებიდან გამოვიდა და იაპონიის დამარცხება აღიარა.

24) 1945 წლის 6 აგვისტოს იაპონელი ინჟინერი ცუტუმო იამაგუტი ჰიროსიმაში ატომურ დაბომბვაში მოყვა, მაგრამ სასწაულებრივად გადაურჩა ატომური ბომბის აფეთქებას თავშესაფარში. მეორე დღეს ინჟინერი მშობლიურ ქალაქ ნაგასაკიში დაბრუნდა, მაგრამ ისევ წამოეწია ატომური დაბომვა. იღბლიანმა იამაგუტიმ 2010 წლამდე იცოცხლა და ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც 2 ატომურ დაბომბვას გადაურჩა.

წყარო:1ntresting.wordpress.com/

თეგები

AN-225MRIA

jlbnkjn

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close