არქივი

საინტერესო ამბები ყველაფერზე ნაწ.3

049f0474ebe6
სასწაული-სავარძელი მოთამაშისათვის
ამ საოცრება-დანადგარს სახელწოდებით Emperor 200 შეიძლება ვუწოდოთ „ოცნება“ თითქმის ყველა გეიმერისათვის. გართობის ფასი შეადგენს 49 150 დოლარს.
ქსელში გამოჩნდა გეიმერისათვის საშუალო ზომის სკამის ფოტოსურათები, რომელიც უკვე გამოშვებულია გაყიდვაში იაპონიის ქვეყანაში.
საზრიანმა იაპონელებმა გაითვალიწინეს გეიმერებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობები : სასწაული-სკამის გამოყენება შეიძლება არა მარტო ზურგის მხარდასაჭერად, არამედ შეიძლება გადაატრიალოთ და გამოიყენოთ ხელების დასაჭერად თამაშის დროს. ეს მართლაც კარგი იდეაა- ასეთი სკამი , რა თქმა უნდა არ იქნებოდა ზედმეტი სახლში „გაუმაძღარი“ გეიმერისათვის, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, როდის გამოჩნდება ეს სიახლე ევროპულ ბაზარზე.

d9946e59929f
016ad1fd315d
5bcb3b5ef25b

“თეითის ” გალერეა

“თეითის ” გალერეამ თავისი თანამედროვე ხელოვნების კოლექცია ახალი ექსპონატით შეავსო-ეს არის იტალიელი მხატვრის პიერო მანზონის განავალი! მხატვრის ბიოლოგიური ნარჩენების 30 გრამით სავსე კონსერვის ქილაში,მსოფლიო სახელის მქონე ამ ლონდონის მუზეუმმა 22 ათას სამასი ევრო გადაიხადა.”თუნუქის ქილა N4″ ერთ-ერთი იმ 90 “ნაწამოებთაგანია”,რომელიც მანზონიმ 1961 წელს შექმნა და მაშინვე გამოთქვა იმედი, რომ მალე მისი “შედევრები” კოლექციონერთა ცხოველი ინტერესის საგანი გახდებოდა.”თეითმა” ეს ქილა საქვეყნოდ ცნობილ “სოთბის” აუქციონზე შეიძინა 2001 წელს. 1 წლის შემდეგ კი ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა განსაკუთრებულად შეამჩნია “ექსპონატი” დაა ერთი ამბავი დაატრიალა: ეს გადასახადის გადამხდელთა,ანუ ყველა მოქალაქის შეურაცხყოფა და გაძარცვაა,ჩვენ ამისთვის როდი ვიხდით გადასახადსო ( “თეითი” სახელმწიფო მუზეუმია)
პასუხად მუზეუმმა ის არგუმენტი მოიშველია,რომ ასეთივე შენაძენები გრანდებმა _ პარიზის პომპიდუს ცენტრმა და ნიუ იორკის მოდერნ არტმაც გააკეთეს
4137fb410800
გალერეა
dbbde9bbaf58
განავალი სწორად აქ ინახება

ბოლონია
ქ.ბოლონია ვენეციის მსგავსად ,უნიკალურია.ქალაქში უჩვეულო არქიტექტურაა: ნახევარკუნძულზე, ბოლონიის გარდა,ერსად ნახავთ ადგილს,სადაც ამდეი გადახურული ტროტუარი იყოს.ფეხით მოსიარულეს თავზე ქვის ქოლგა ახურავს-ზაფხულში მზე არ აწუხებს,ზამთარში თოვლი ,გაზაფხულსა და შემოდგომაზე-წვიმა.აქ არის ორი მე-12-ე საუკუნეში აგებული დახრილი კოშკი,რომელიც მნახველის თქმით:”დგას როგორც გულივერის 2 ფეხი ლილიპუტების სხეულზე”.ბოლონიაშია ევროპის უძველესი უნივერსიტეტი,პადრე მარტინის სახელობის დიდებული სამუსიკო ბიბლიოთეკა და სხვა ღირსშესანიშნაობები.

0c08e017072a
ხეების ქორწინება
იმისათვის, რომ მთელი წლის მანძილზე თავიდან აიცილონ გვალვა, ინდოეთში აწყობენ ხეების დაქორწინების ცერემონიებს, რომლებსაც წვიმის ქალღმერთს უძღვნიან.ხეებს რთავენ როგორც ნეფე-პატარძალს,სასულიერო პირი კითხულობს ლოცვებს,აცხადებს მათ ცოლ-ქმრად, რის შემდეგაც ქორწილის სტუმრები მიდიან ბანკეტზე.იმისთვის,რომ წვიმის ქალღმერთის გული მოიგონ, ინდოეთში ცხოველებსა და ფრინველებსაც აქორწინებენ


აფრიკა პარიზთან

პარიზთან ახლოს, ტუარმან ივლინის მამულში,50 ჰა ფართობზე თავისუფლად დასეირნობენ გარეული
აფრიკული ცხოველები: სპილო, ლომი, ჟირაფი ,ზებრა.ნაკრძალს კვეთს 6 კმ-იანი დაკლაკნილი გზა.მანქანა გაჩერდება თუ არა,მაშინვე მის თვალიერებას იწყებენ ზებრები, ქურდობენ სპილოები,სახურავს ახტებიან ბაბუინები.მხოლოდ ლომები უთმობენ უხალისოდ გზას ტრანსპორტს

23822d8fd455
სიმხნევის სტიმულატორი
ბოტანიკოსი ოსვალდ-ჰუგო ლენცი (კოლუმბიის უნივერსიტეტის პედაგოგი) აფრიკის ჯუნგლებში მუშაობდა.ერთხელ მეცნიერმა შეამჩნია, რომ მის მიერ დაქირავებული გამყოლი ხშირად ყნოსავდა თამბაქოს. გამყოლის განმარტებით, თამბაქოს სუნი პაპანაქება სიცხეში სუნთქვას უადვილებდა მას. მეცნიერმა დაადგინა, რომ თამბაქოში გარეული იყო ეგრეთ წოდებული „ჩინური მანათობელა“. ეს ტროპიკებში გავრცელებული მწერი (გამხმარი და დაფშვნილი სახით) დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, უნარჩუნებს მას სიმხნევეს და აქედან გამომდინარე, კეთილგანწყობას

მანიაკი-ბიბლიოთეკარი
გასაოცარი კერძო ბიბლიოთეკა, რომელიც შეფასდა 20 მილიონ დოლარად, აღმოაჩინა პოლიციამ 41 წლის ამერიკელი სტივენ პლუმბერგის სახლში : 16 ათასი ხელნაწერი, წერილი და წიგნები, რომელიც 1309 და 1568 წლებით თარიღდება. ყოველივე ამას, პატრონი წლების განმავლობაში იაპარავდა სხვადასხვა შტატის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებიდან

მელოტები და კონკურსი
შვეიცარიის ქალაქ შევშტატელში რეგულარულად ტარდება საერთაშორისო კონკურსი ყველაზე ლამაზ სიმელოტეზე. ამ უჩვეულო შეჯიბრის უკანასკნელი გამარჯვებულია 41 წლის ბორდოელი პარიკმახერი. გულდასმით შემოწმებისას ამ ფრანგის თავზე ვერ აღმოაჩინეს ვერცერთი ღერი თმა-ვერც ამოგლეჯილი, ვერ გაპარსული თმის კვალი. უნდა აღინიშნოს, რომ ჟიურის ყველა წევრი მელოტია :დ

c94bdc143a14
ყველაზე დიდი სასქესო ორგანო
ითვლება რომ ლურჯი ვეშაპი არის სასქესო ორგანოს ყველაზე დიდ ზომიანი ძუძუმწოვარი: მისი ზომა აღწევს 2,5 მეტრს. ამავე დროს ყველაზე პატარა სასქესო ორგანოს მფლობელად ითვლება მიწის მთხრელი არსება: თხუნელას „ღირსების“ სიგრძე შეადგენს მხოლოდ 0,5 მმ. ზომის კატეგორიების მიხედვით სხეულის სიგრძესთან მიმართებაში, პირველ პრიზს იღებენ ღორები თავიანთი 45,7 სმ -იანი სასქესო ორგანოთი
f963706dc177

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button