საკითხავისასარგებლოუცნაური

ეს უცნაური ტოტო

1c768270bb56
საყოველთაოდ ცნობილი ტოტო ჩარლი ჩაპლინის შედეგ, ალბათ, უკანასკნელი “სიცილის მეფეა” იტალიური და არა მხოლოდ იტალიური კინოს მოყვარულთათვის. იგი ცნობილია ფილმებიდან “ნეაპოლი-მილიონერთა ქალაქი”, “პოლიციელები და ქურდები”, “კანონი კანონია”. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ როლებისა, რომელიც ტოტომ განასახიერა. მის სახელთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული, რომლისგანაც კარგი წიგნი დაიწერებოდა.

როგორც ნამდვილი ნეაპოლელი, ტოტო ძალიან ფრთხილი იყო. მას იმდენად ეშინოდა რიცხვების “13” და “18”, რომ თუ მატარებელში ამ ნომრის ადგილი შეხვდებოდა, უარს ამბობდა გამგზავრებაზე.

სამშაბათობით და პარასკევობით არ იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა ცხოველები, შავ კატებს ახლოს არ ეკარებოდა.

ტოტო ყოველთვის თვითონ იწმენდდა ფეხსაცმელს, “სხვისი ფეხსაცმლის გაწმენდა დამაცირებელია”-ამბობდა იგი. საოცარია, მაგრამ ამ წესს მხოლოდ ნეაპოლში მგზავრობისას არღვევდა, სადაც ხვდებოდა ხანშიშესულ ფეხსაცმლის მწმენდავს ,სარგებლობდა მისი მომსახურებით და უხდიდა 2 ათას ლირას.

ერთხელ მსახიობი გადაღებებში მონაწილეობის გამო ოთხი თვე ვერ ჩავიდა ნეაპოლში, დაბრუნებისას იგი ესტუმრა ფეხსაცმლის მწმენდავს და ისევ გადაუხადა 2 ათასი ლირა. მან კი განაწყენებულმა მიუგო: “თქვენო უდიდებულესობავ, მომიტევეთ, მაგრამ თქვენ უნდა მომცეთ კიდევ 2 ათასი ლირა, თქვენ ჩემი შემოსავლის მუდმივი წყარო ხართ და თუ გარკვეული დროის განმავლობაში შემიწყვიტავთ ანაზღაურებას, მომავალში აუცილებლივ უნდა ამინაზღაუროთ.” ტოტო მოულოდნელობისგან გაოგნდა, შემდეგ გაიცინა და მიუგო : “მართალი ხარ, მეგობარო.” ამ სიტყვებით მან გადაუხადა ფული და შეჰპირდა, რომ მომავალში ხელფასის შეფერხება აღარ იქნებოდა.

თავის მძღოლთან, კარლოსთან მას სულ სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდა.ძალიან ენდობოდა მის გემოვნებას.ახალ ლექსს ტოტო ჯერ მას უკითხვადა, რადგან ეს კაცი გულახდილი და პირდაპირი კრიტიკოსი იყო.ასევე უცნაური დამოკდიებულება გააჩნდა მას წმინდა ანტონიოსადმი. მას იმდენად სწამდა ზეციური მფარველის ყოვლისშემძლეობის, რომ თუ მისი თხოვნის შემდეგ რაღაც ისე არ გამოსდიოდა, როგორც საჭირო იყო, ჩურჩულებდა: “მაპატიე წმინდა ანტონიო, მაგრამ დღეს შენ ცუდად მოიქეცი” და კედლისკენ აბრუნებდა ხატის გამოსახულებას.

ყოველ წელს, აღდგომას, ტოტო შოკოლადებით დატვირთული მანქანით მიემგზავრებოდა ნეაპოლში, რათა უსახლკარო ბავშვებისთვის საჩუქარი მიეტანა. ალბათ, იმ დროს თავის უსიხარულო და ღარიბ ბავშვობაზე ფიქრობდა

dd76dba0eec0

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button