გასართობისაკითხავისასარგებლო

ბებერი სპორტსმენები (ნაწ.2)


ესეც გაგრძელება…

(სურ.1.7) ანაერობული შესაძლებლობების დონის შედარება
ნორვეგიის მოსახლეობის ოთხ კატეგორიაში.

სასუნთქი სისტემის ცვლილებები
დაბერების პროცესში
რით არის განპირობებული კარდიორესპირატორული გამძლეობის შემცირება ასაკის მატებასთან ერთად ფიზიოლოგიის თვალსაზრისით? ნაწილობრივ ეს დაკავშირებულია ფილტვების ფუნქციის გაუარესებასთან, რომელიც ასაკთან ერთად განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. დაწყებული 20-30 წლიდან, მიმდინარეობს ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის ხაზობრივი შემცირება აგრეთვე 1 წუთში ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური რაოდენობა, ამავდროულად ნარჩენი მოცულობა იზრდება და ფილტვის საერთო ტევადობა არ იცვლება. ამის შედეგად ნარჩენი მოცულობის შესაბამისობა ფილტვის საერთო მოცულობასთან, ემოწმება იმას რომ შესაძლოა მოხდეს მცირ რაოდენობის ჰაერის ცვლა. 20 წლის შესრულების თანავე მოცულობა შეადგენს 18––22%. ფილტვების სდაერთო მოცულობა 50 წლის ასაკში იზრდება 30% –ით და მეტი ამას განაპირობების სიგარეტის მოწევა. ასეთი სახის ცვლილება შეესაბამება მაქსიმალურ ვენტილაციას ძლიერი დამქანცველი მუშაობის შემდეგ. მაქსიმალური ექსპირატორულ ვენტილაციას აღწევს ფიზიკურ მომწიფებამდე ხოლო შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. მამაკაცებში ექსპირატორული ვენტილაცია აღწევს 40ლ/წთ 4–6 წლის ასაკში ადის 110– 140ლ/წთ, მოწიფულ ასაკში კლებულობს 60–80ლ/წთ დაახლოებით 60–70 წლის ასაკში. მსგავსი სტრუქტურა დამახასიათებელია ქალის ორგანიზმისათვისაც, თუმცა გამონაკლისი ის არის რომ მათი მაქსიმალური მაჩვენებლები ბევრად ნაკლებია, ეს ალბათ მათი სხეულის სიმცირის გამოა.
ფილტვების ფუნქციის ასეთი ცვლილება იმ მამაკაცებში და ქალებში რომლებიც პასიურ ცხოვრების წესს მისდებენ, შეიუძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით.
ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტვების ქსოვილის ელასტიურობის დაქვეითება ან გაქრობაა ასაკის მატებასთან ერთად, რაც განაპირობებს მეტი მუშაობის შესრულების აუცილებლობას სუნთქვის დროს. ნაკლებ მოძრავი გულმკერდი, ალბათ ფილტვების ფუნქციის გაუარესების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ამასთან იმისდა მიუხედავად თუ რა ცვლილებებს განიცდის ფილტვები, მათ კვლავ გააჩნიათ დიდი რეზერვი და ინარჩუნებენ ადექვატურ დიფუზიურ შესაძლებლობას, უზრუნველჰყოფენ მაქსიმალური დატვირთვით მუშაობას.
ვარჯიშები რომლელიც მიმართულია გამძლეობის განვითარებისათვის, შუა და მოხუცებულ ასაკში დაბლა სწევს ფილტვების და გულმკერდის ელასტიურიბოს დაქვეითების ალბათობას. ამის შედეგად ასაკოვანი ათლეტები რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტის ციკლური სახეობებით, ფილტვების ვენტილაცია მხოლოდ მცირედით აქვთ დაკლებული. აერობული შესაძლებლობების დაქვეითება ამ სპორტსმენებში, არ არის გამოწვეული გარეგანი სუნთქვის შეცვლის შედეგად. ამას გარდა მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვისას როგორც სპორტსმენ–ვეტერანებს ის აქტიური ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანებს, შეუძლიათ თითქმის მაქსიმალურად (97%) გაამდიდრონ არტერიული სისხლი ჟანგბადით. ამ გზით არც ფილტვებში ცვლილებებს არც სისხლის ჟანგბადის სატრანსპორტო სისტემის ცვლილებებს არ არ წარმოადგენს ჟმმს შემცირების მიზეზს, ასაკოვან სპორტსმენებში.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის
ცვლილებებიუ ასაკის მატებსათან ერთად
როგორც სურათი (სურ.1.8) ჩანს ასაკთან ერთად გულ–სისხლძარღვთა სისტემაც განიცდის ცვლილებებს.
ერთერთი არსებითი ცვლილება რომელსაც განიცდის გულ–სისხლძარღვთა დაბერების პროცესში ეს არის გცს–მაქს–ის დაკლება. თუ ბავშვის გულისცემის სიხშირე აღემატება 200 დარტყმას წუთში, მაშინ 60–წლის ადამიანებს იგი შეადგენს 160 დარტყმას წუთში. გულისცემის შიხშირის შეფასებით იგი 1 დარტყმით მცირდება წელიწადში.
ადამიანის საშუალო გცს განსაზღვრა შეიძლება ნებისმიერ ასაკში სპეციალური ფორმულის საშუალებით:
გცს= 220–ასაკი
გცსს შემცირება ასაკთან ერთად ერთნაირია როგორც ნაკლებ მოძრავ ის კარგად მომზადებულ ადამიანებში. მაგალითად გცს–მაქს, 50 წლის ფიზიკურად აქტიურ მამაკაცებს, და ამავე ასაკის ყოფილ დიდ დისტანციაზე მორბენლებს, რომლებიც დღემდე განაგრძობენ ვარჯიშს ერთნაირი აქვთ.
გცსს შემცირება აშკარაა რომ, გამოწვეულია გულის გამტარებლობის მორფოლოგიური და ელექტროფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგია, განსაკუთრებით სინო–აურუკულარული კვანძი და ჰისის კონა, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ გულის გამტარებლობა. ამას გარდა ადგილია აქვს გულის ბეტა–1–რეცეპრორების რეგულაციის დაქვეითებას, კატექოლამინებისადმი მგრძნობელობის სტიმულაციის დაქვეითებით.

(სურ.1.8) დაბერების პროცესის მოქმედება გცს–ზე(1), სისტოლური
მოცულობა (2) გულის ინდექსი.
ასაკის მატებასთან ერთად აგრეთვე კლებულობს მაქსიმალური სისტოლური მოცულობა და გულის ინდექსი. შორ მანძილზე მორბენალ სპორტსმენებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ, ჟმმს კლება მოხუცებულ სპორტსმენებში განპირობებულია გულის მაქსიმალური წუთმოცულობის შემცირებით, იმის მიუხედავად რომ, ასაკოვანი სპორტსმენების გულის მოცულობა თითქმის იქივეა რაც ახალგაზრდებისა.
როგორც გვატყობინებს სალტენი, გრძელ დისტანციაზე მორბენლებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტული ორიენტირებით 51 წლის ასაკში გულის მაქსიმალური წუთმოცულობა იყო 5ლ/წთ (21%) ით ნაკლები ვიდრე ახალგაზრდა სპორტსმენებს. ეს განსხვავება განპირობებულია უფრო დაბალი გულის ცემის სიხშირითა და სისტოლური მოცულობის შემცირებით მოხუცებულ სპორტსმენებში. სისტოლური მოცულობის შემცირება ასაკოვან–სპორტსმენებში აიხსნება პერიფერიული წინააღმდეგობის მომატებით. ამასთან იგივე ასაკის ნაკლება აქტიურ მამაკაცებთან შედარებით, ამ ასაკოვან–სპორტსმენებს ჟმმ უფრო მაღალი ჰქონდათ დიდი სისტოლური მოცულობის წყალობით, და შესაბამისად უფრო მაღალი გულის მაქსიმალური წუთ–მოცულობა.
იმ შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ვინც ინტენსიურად ვარჯიშობს, მცირედ ეცვლებათ სისტოლური მოცულობა. გულის ზომა მოხუცებულ სპორტსმენებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტული ორიენტირით, იყო თითქმის იგივე რაც ქონდათ უფრო ახალგაზრდა სპორტსმენებს რომლებიც დაკავებულნი იყვნენ სპორტის ციკლური სახეობებით.
ჰიტმა და სოავტმა დაადგინეს რომ, მართალია მარცხენა პარკუჭის დიასტოლური მოცულობა ასაკოვან სპორტსმენებში მნიშველოვნად დიდია ვიდრე იმა მამაკაცების როლებიც ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესს მისდევენ, იგივე ასაკის და სხეულის იგივე ზომისანი არიან. ეს დაამოწმებს იმას ასაკის მატებსათან ერთად ასაკოვან სპორტსმენებს სისტოლური მოცულობა საკის მატებასთან ერთად მცირედ იცვლება, მაგრამ მაინც ჩამორჩება, ახალგაზრდა სპორტსმენების მოცულობას, რომელიც დამახასიათებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის.
ფერიფერიული სისხლის დინება, ქვედა კიდურების არეში შეიძლება შემცირდეს, მიუხედავად იმისა რომ კაპილარების სიმკვრივე შეიძლება არ შეიცვალოს. შედეგები აჩვენებს რომ, შუახნის სპორტსმენებში მომუშავე კუნთების სისხლმომარაგება, ამ ინტენსივობით მუშაობის დროს 10––15% დაბალია, ვიდრე კარგად მომზადებული ახალგაზრდა სპორტსმენებისა. (სურ.1.9.) მაგრამ ქვედა კიდურების კუნთების დაკლებული სისხლმომარაგების კომპენსირება ხდება უფრო მაღალი АВР — О2 (კუნთები გამოყოფენ უფრო მეტ ჟანგბადს). ამის შედეგად, კუნთების სისხლით მომარაგების სხვადასხვა დონის მიუხედავად, მათმიერ ჟანგბადის უტილიზაცია სუბმაასიმალური მუშაობის დროს, აღმოჩნდა მზგავსი ორივე ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენებისათვის.
მაშინ რატომ კლებულობს გულის წუთმოცულობა და ჟმმ? შესაძლოა დაბერების პროცესი იწვევს სისხლძარღვების პერიფერიული წინაღობის მომატებას. ასაკთან ერთად არტერიები და ერტერიოლები კარგავენ ელესტიურიბას და გაფართოების უნარს. ამას მივყქვართ მათი პერიფერიული წინაღობის მომატებას, და შესაბამისად სისხლის წნევა იმატებს, როგორც მოსვენებული ისე დატვირთვის დროს. მართალია ასაკოვან სპორცმენებს გულის არტერიული წნევა ოდნავ ნაკლებიაქვთ ვიდრე ნაკლებად მოძრავ მამაკაცებს, მაგრამ პერიფერიული წნევა მათ მაინც მაღალი აქვთ, ვიდრე უფრო ახალგაზრდა სპორტსმენებს, რაც ზღუდავს მათ სისხლის პერიფერიულ მოცულობას.
ასე რომ, გულის მაქსიმალური წუთმოცულობის თანდათანობითი კლება და ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილება სპორტსმენ–ვეტერანებვში, არის გულის მჭირხნავი შესაძლებლობების და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დაკლების მიზეზით ხდება.

(სურ. 1.9.) სისხლის მომოქცევა ქვედა კიდურებში
ახალგაზრდა სპორტსმენებისა(1) და შუახნის სპორტსმენებისა, რომლებიც
სპორტულ ორიენტაციას მისდევენ. (2)ველო ერგომეტრზე შესრულებული მუშაობის დროს.
სალტენის მონაცემები (1986).
რთულია იმის განსაზღვრა არის თუ არა სისტოლური მოცულობის შემცირება, გულის დარტყმითი მოცულობის და გულ–სისხლძარღვთა დაქვეითებული ფუნქცია, დაბერების მიზეზით მოხდა თუ ეს გამოიწვია პასიურმა ცხოვრებამ.
ბოლო კვლევების შედეგებმა აჩვენა რომ, ამაზე გავლენას ახდენს ორივე ფაქტორი.
უდაოა რომ სპორტსმენი–ვეტერანები ვარჯიშობენ იმაზე ნაკლევს ვიდრე 20 წლის სპორტსმენები.
დაბერების პროცესი მცირე დონით დაბლა სწევს კარდიორესპირატორული სისტემის გამძლეობას, ვიდრე თვით გაუარესებული მდგომარეობა რომელიც გამოწვეულია უმოქმედობის შედეგად.

ძალური მახასიათებლების ცვლილებები
ასაკის მატებასთან ერთად
ძალის დონე, რომელიც აუცილებელია ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისათვის, არ იცვლება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამასთან მაქსიმლური ძალის დონე, რომელიც აჭარბებს იმ ძალას რომელის საჭიროა ყოველდღიური საქმიანობის შესასრულებლად, ასაკთან ერთად ტანდათან კლებულობს. მაგალითად, შესაძლებლობა იმისა რომ ადამინმა მჯდობარე მდგომარეობიდან გადავიდეს ფეხზე მდგომში, 50 წლის ასაკში უარესდება, ხოლო 80 წლის ასაკშ ზოგიერთ ადამიანსე ამის უნარი აღარ შესწევს. მოხუცებულ ადამიანებს როგორც წესი, შესწევთ უნარი შეასრულონ ისეთი მუშაობა რომელიც მოითხოვს კუნთების მცირე დატვირთვას. მაგალითად, 92% მამაკაცებისა და ქალების რომლებიც 40–60 წლისანი არიან, ადვილად ახერხებინ ქილაზე თავსახურის მოხდას. მაგრამ 60 წლის შემდეგ, ზოგისათვის ამის შესრულება მათ ძალებს აღემატება. 71 წლის ასაკში მხოლოდ 32% შესწევს ამის გაკეთების უნარი.

გარეგანი ფაქტორები
და დაბერების პროცესი
რადგანაც ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს მრავალი ფიზიოლოგიური რეგულაციის პროცესის ეფექტურობა, სავსებით ლოგიკური იქნება ვივარაოდოთ რომ, მოხუცებული ადამიანები ნაკლებად ტოლერანტულები არიან გარე სამყაროს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების მიმართ, ვიდრე ახალგაზრდები. ამ თავში განხილული იქნება ახალგაზრდა და მოხუცებული ადამინების რეაქცია გარემო ფაქტორების სხვადასხვა ცვლილებებზე, მაგალითად დაკლებულ ან მომატებულ ატმოსფერული წნევის პირობებში, და ირგვლივმდებარე არის მომატებული ტემპერატურის მიმართ მგრძნობელობა. სამწუხაროდ ვეტერანი სპორტსმენების ტოლერანტობ გარემო ფაქტორების ცვლილებების მიმართ არ ყოფილა შესწავლილი, სწორედ ამიტომ აქ მოყვანილია ფიზიკურად ჯანმრთელი არა ნავარჯიშები ადამიანების რეაქცია სხვადასხვა გარემო ფაქტორის ცვლილების მიმართ.

დაბალი ატმოსფერული წნევის
მოქმედება ადამიანზე
(მაღალმთიანი)
ლოგიკური იქნება ვარაუდი, რომ ფიზიკურად აქტიური მოხუცებული ადამიანები ხვდებიან რთულ სიტუაციაში, თუ მოხვდებიან დაბალი ატმოსფერული წნევის პირობებში. საოცარია მაგრამ შესაზლოა ყველაფერი პირიქით მოხდეს. არსებობს უამრავი ანეგდოტური ისტორია იმის შესახებ რომ 70–90 წლის ადამიანებმა მწვერვალები დალაშქრეს. უმეტესობა მათ მიერ დაპყრობილი მთების სიმაღლე არ არემატება 4 500 მეტრს, მაგრამ 52–წლის ამერიკელმა ალპინისტმა მოახერხა ევერესტის წვერზე აღმოჩენა (8 848 მეტრი ან 29 030 ფუტი) . მთავარი პრობლემა რასაც შეიძლება წააწყდეს მთამსვლელი ეს არის მთის დაავადების განვითარება. ამ დაავადების პირველი სიმპტომები ჩდება მთაზე ასვლიდან 6–96 საათში, ამ დაავადების სიმპტომებია: თავის ტკივილი, უძილობა, მადის დაკარგვა, თავბრუ, გულისრევა და დაუძლურება. ზოგიერთ შემთხვევაში მთის დაავადება შეიძლება გადაიზარდოს ფილტვების ან ტვინის შეშუპაბაში, რომელიც დაზარალაბულის ციცოცხლისათვის სერიოზულ საბრთხეს წარმოადგენს.
აღსანიშნავია რომ ფილტვების შეშუპება უფრო ხშირად გვხვდება 20 წლის ასაკში, ვიდრე მოხუცებულ ადამიანებში. ფილტვების შეშუპება განპირობებულია მაღალმთიან ტერიტორიაზე ყოფნით. გვხვდება 50 შემთხვევა 100 000 ან 140 შემთხვევა 100 000 14 წელზე დაბალ მოზარდებში. ასე რომ მომწიფებული ასაკი არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანებისათვის, რომლებიც ასრულებენ ფიზიკურ ვარჯიშებს მაღალი ატმოსფერული წნების პირობებში. ამას გარდა მომწიფებული ასაკი წარმოადგენს თავისებურ დაცვას, მთის დაავადებისა და ფილტვების შეშუპების განვითარებისაგან.

მომატებული ტემპერატურის
ზეგავლენა ადმიანის ორგანიზმზე
ირგვლივ მდებარე გარემოს მომატებული ტემპერატურა დიდ პრობლემას წარმოადგენს მოხუცებული ადამიანებისათვის. როგორც აჩვენა მრავალი კვლევების შედეგებმა, მოხუცებული ადამიანები უფრო მეტწილად არიან სითბური ტრავმების მიღების საფრთხის ქვეშ, რომელიც შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს, ვედრე ახალგაზრდები. კვლევების შედეგებმა აჩვენა რომ ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს სითბური ტოლერანტობა. როგორც მოსვენებით ის სუბმაქსიმალური დატვირთვების შესრულებისას, მაღალი ტემპერატურის პირობებშ მოხუცებულ ადამიანებს აღენიშნებათ უფრო მაღალი შნაგანი ტემპერატურა, ვიდრე ახალგაზრდებს.
ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით რომ, მოხუცებული ადამიანის ორგანიზმში ნაკლები ოფლი წარმოიქმნება, რაც დაბლა სწევს სითბოს გაცემას ორგანიზმიდან და მათ ორგანიზმიდან აორთქლებას.
უმეტესობა დაკვირვება ეხებათ ფიზიკურად არა აქტიურ ადამიანებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ განვსაზღვროთ ფიზიკური დათვირთვის დონე და ცხოვრების წესი ამ პირობებში.

სხეულის შემადგენლობა
და დაბერების პროცესი
ცხიმის რაოდენობა რომელიც გროვდება ჩვენს ორგანიზმში იმის შესაბამისად, როგორ ვითარდებით და ვბერდებით, დამოკიდებულია მემკვიდრეობით ფაქტორძე და კვების რეჟიმზე.
მემკვიდრეობითი ფაქტორის შეცვლა შეუძლებელია, ამის და მიუხედავად ორგანიზმში ცხიმის მარაგის შეცვლა შესაძლებელია ფიზიკური ვარჯიშებითა და კვების სწორი რეჟიმით. როგორც ჩანს სურათი (სურ.2.0) დან, ასაკსა და ორგანიზმში ცხიმის შემცველობასთან არსებობს გარკვეული თანაკავშირი: შესაბამისად ცხიმის რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, სრული მომწიფების ასაკის დადგომი შემდეგ. ეს გამოწვეულია სამი ფაქტორით რომელიც დაკავსირებულია დაბერების პროცესთან: საკვებისადმი მოთხოვნილების გაზრდით, ფიზიკური აქტივობის დაქვეითებით და ცხიმის მობილიზების უნარის დაქვეითება.

(სურ.2.0) ცხიმის დონის, ასაკობრივი ცვლილებები ახალგაზრდებში (1).
(2) ფიზიკურად აქტიური მოხუცი ადამიანები. (3) და ყოგილი მოცურავე–ვეტერანები.

30 წლის შემდეგ სხეულის სუფთა მასა თანდატანობით, ძირითადად, კუთური მასის შემცირების და ძვლების დემინერალიზაციის ხარჯზე. ორივე ეს ფაქტორი განპირობებულია ფიზიკური აქტივობის დაქვეითებით.
ფიზიკურად აქტიურ და ნაკლებად მოძრავი 20–70 წლის ქალების და მამაკაცების სხეულის მას თანდათან მატულობს, იმის მიუხედავად რომ ამ დროს კლებულობს სხეულის სუფთა მასა, ძვლები და კუნთები. მაგრამ ცხიმოვანი მასისმომატების ტენდენცია ასაკის მატებასტან ერთად, არ გრძელდება მუდმივად მთელი ცხოვრების მანძილზე. სურათ (სურ.2.1) ნაჩვენებია სხეულის სუფთა მასის ცვლილებები, მასის და ცხიმის შემცველობის თანაფარდობა, ერთიდა იმავე ადამიანის ორგანიზმისა 35–75 წლის ასაკში.

(სურ.2.1.) ცხიმის შესაბამისობის ცვლილება, სხეულის საერთო მასასთან და სხეულის
სუფთა მასისა. მთელი ცხოვრების მანძილზე სრული მომწიფების შემდეგ.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხიმის შემცველობა ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში, მნიშვნელოვნა ნაკლებია ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებში და ქალებში რომლებიც ცხოვრების ნაკლებ მოძრავ წესს მისდევენ. კარგად ნავარჯიშები 45– წლის მორბენლების ორგანიზმში ცხიმის შემცველობა შეადგენს, მამაკაცებში 11% და ქალებში 18%. ხოლო ნაკლებად მოძრავ ადამიანებში ცხიმის შემცველობა შეადგენს 19 და 26%. საინტერესოა რომ ასაკოვანი მოცურავეების ორგანიზმში, რომლებიც მონაწილეობენ შეჯიბრებებში (საშუალო ასაკი მამაკაცაბში 50 წელი ქალებში 43 წელი ) მნიშვნელოვნად ნაკლები ცხიმია ვიდრე ნაკლებად მოძრავ ადამიანებში, მაგრამ მეტია კარგად მომზადებული გრძელმანძილზე მორბენლებისაზე.15% ით მამაკაცებში და 23%–ით ქალებში.

ასაკოვანი სპორტსმენების
გაწვრთნილობა
იმის მიუხედავად რომ დაბერების პროცესი უარყოფითად მოქმედებს საშუალო და ასაკოვან სპორტსმენებზე, ისინი მაინც ახერხებენ აჩვენონ გასაოცარი შედეგები. კარგად არის ცნობილი მათი შესაძლებლობა ადაპყირება მოახდინონ ძალისა და გამძლეობისადმი მომატებისაკენ მიმართულ ვარჯიშებზე.
ბოლო დროს ჩატარებული კვლევების, შედეგებმა აჩვენა ჟმმს მომატების ერთნაირი დონე ვარჯიშის შედეგად ახალგაზრდებში (21–25 წელი) და მოხუცებულებულ (60–71 წელი) მამაკაცებში და ქალებში. მართალია ჟმმ ვარჯიშის დაწყებამდე, ასაკოვან ადამინებში იყო საშუალოდ ნაკლები მაგრამ აბსოლუტური გაზრდა 5,5–6.0 მლ/კგ წთ ორივე ჯგუფში ერთნაირი აღმოჩნდა. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს ჟმმს მზგავსი მომატება საშუალოდ 21% მამაკაცებში და 19% ქალებში მღწეულ იქნა 9–12 თვიანი ვარჯიშის შედეგად, რომელშიც შედიოდა, სიარული სირბილი, ერთიც და მეორეც 4 მილის მანძილზე (დაახლოებით 6 კილომეტრი) დრეში. ეს გამოკვლევა მოწმობს რომ, ვარჯიში რომელიც მიმართულია ძალისა და გამძლეობის მომატებისაკენ, იწვევს აერობული შესაძლებლობების ერთნაირ მომატებას ჯანმრთელ ადამიანთა ამ ასაკობრივ 20–70 ჯგუფში, ამასთან ასეთი ადაპტაციის რეაქცია არა არის დამოკიდებული არც ასაკზე და არც გაწვრთნილობის ხარისხზე და არც სქესზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ასე მოვარჯიშე ასაკოვანი სპორტსმენები დააფიქსირებენ ისეთივე მაჩვენებელს როგორ მაჩვენებელსაც აფიქსირებენ ახალგაზრდა სპორტსმენები.

 

წყარო: ჩემი კომპი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close