გასართობისაკითხავისასარგებლო

მხოლოდ ფაქტები

abb5b50aaea5

მხოლოდ ფაქტები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ…

55615f4b892f

1.უილიამ შექსპირის მიერ პიესებში აღებული ჰონორალი შეადგენს 222 ფუნტს. დიდი დრამატურგი თითო პიესაში 6 ფუნტს იღებდა.

2.ენრიკო კარუზოს მიერ 1904 წლის 1 თებერვალს ჩაწერილი “Vesti La Giubba” ლეონკავალოს “ჯამბაზებიდან” არის პირველი მუსიკალური შინაარსის ფირფიტა, რომლის მილიონზე მეტი ეგზემპლიარიც გაიყიდა.

2aa0a055c950

3.რა საერთო ჰქონდათ ჯუზეპე ვერდისა და რიხარდ ვაგნერს გარდა იმისა, რომ ორივენი გენიალური კომპოზიტორები იყვენენ და ორივენი 1813 წელს დაიბადნენ?-მათ საერთო ცხოვრებისეული იდეაფიქსიც ჰქონდათ:დაეწერათ საოპერო კომედია.დრამისა და ტრაგედიის ოსტატებს ძალიან გაუჭირდათ ამ ერთი შეხედვით არც ისე რთული ამოცანის გადაჭრა.  ვაგნერმა “ნიურბერგელი მაისტერზინგერების” დაწერას 22 წელი მოანდომა. ვერდიმ კი თავისი  პირველი კომედია და უკანასკნელი ოპერა “ფალსტაფი” 1893 წელს 80 წლის ასაკში დაწერა.

40c77b91eec1

4.ასევე საერთო ბედის მქონე კომპოზიტორთა წყვილია პიეტრო მასკანი და რუჯიერო ლეონკავალო.
1890 წლის 17 მაისს რომის კონსტანცის საოპერო დარბაზში გაიმართა მასკანის ერთმოქმედებიანი ვერისტული ოპერის “სოფლის პატიოსნების” პრემიერა. ოპერის არნახული წარმატებით აღფრთოვანებულმა ლეონკავალომ გადაწყვიტა თავადაც დაეწერა ორმოქმედებიანი ვერისტული ოპერა. 1892 წლის 21 მაისს ლა სკალაში “ჯამბაზების” პრემიერას არტურო ტოსკანინი დირიჟორობდა. ორივე ოპერა ერთობლივად აცხადებს პრეზენზიას ყველა დროის საუკეთესო ვერისტული ოპერის წოდებაზე, მაგრამ დამოკიდებულება მათი ავტორების სხვა ნამუშევრების მიმართ სულ სხვანაირია: დიდი მოწიწება, არავითარი ინტერესი.

165e273a8bb3

5.მიქელანჯელო ბუონაროტის მიერ 1536-1541 წლებში “სიქსტის კაპელის” საკურთხეველში გამოსახულ ფრესკაზე “უკანასკნელი სამსჯავრო” მხატვარმა საკუთარი თავი გამოხატა იმ ტყავის სახით, რომელიც წმინდა ბართლომეს უჭირავს ხელში.

92c885df721f

6.შემსრულებლის განწყობას გამოხატავს ასევე ჰოლანდიელი მხატვრის იერენიმუს ბოსხის ტილო “თაღლითი”. სურათზე მთავარი მოქმედი პირია თეთრებში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც აღტაცებულ მაყურებელს ქისას აჭრის.

7.მანრიკოს სტრეტა ვერდის “ტრუბადურიდან” ითვლება დიდი კომპოზიტორის შემოქმედების ყველაზე პოპულისტურ ნაწილად. ის ამ არიით გამოეხმაურა ჯუზეპე გარიბალდის, რომელიც იტალიის თავისუფლებისთვის იბრძოდა.ამიტომ სიტყვებში Madre infelice(უბედური დედა) იგულისხმება არამხოლოდ მანრიკოს დედინაცვალი აზუჩენა, რომლის დასახსნელადაც მანრიკო მეგობრებს რაზმავს არამედ ყველა იტალიელის დედაც იტალია. ეს მოტივი გამოყენებული აქვს თენგიზ აბულაძეს ფილმში “მონანიება” სადაც ვარლამ არავიძე სწორედ “Di Quella Pira”ს მღერის.

9622578999f2

8.პიერ ბომარშეს ცხოვრება ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ ბიოგრაფიად ხელოვნების ისტორიაში.
მესაათის შვილი სამეფო კარს მუსიკალური ნიჭის წყალობით დაუახლოვდა. ორ მდიდარ ქვრივზე ქორწინებით რომლებიც მალევე გარდაიცვალნენ დიდი ქონება დააგროვა.1764 წელს მადრიდში მწერალ კლავიგოს დუელში მოკვლით გოეთეს ინსპირაცია მისცა ტრაგედიისათვის “კლავიგო”. 1774 და 1778 წლებში გამოცემული “მემუარებით” და “მემუარების გაგრძელებით” თავიდან აიცილა დადაღვა, რომელიც მოსყიდვისათვის მიუსაჯეს. 1775 და 1784 წლებში “სევილიელი დალაქისა” და “ფიგაროს ქორწინების” წყალობით დიდი დრამატურგის სახელი დაიმკვიდრა. ამერიკის თავისუფლებისთვის მებრძოლთა იარაღით მომარაგებაში მილიონები დააგროვა. 1792 წელს გამოცემულმა “დამნაშავე დედამ” რომელიც ტრილოგიის ნაწილი იყო საბოლოოდ გაუტეხა სახელი, ვოლტერის თხზულებების ძვირფასმა გამოცემამ კი დიდი ზარალი მოუტანა. ამის შემდეგ ის ჯერ ლონდონში შემდეგ ჰამბურგში გაიქცა. გარდაიცვალა 1799 წელს 67 წლის ასაკში.

154a228f84b2

9.ფრანც შუბერტის ცხოვრებაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მას დაესიზმრებოდა მელოდია და მას გაღვიძებისთანავე პარტიტურაში წერდა. ამიტომ ის ძილისდროსაც არ იხსნიდა სათვალეს.

774b0fb4cd70

10.1933 წელს ოსიპ მანდელშტამის ეპიგრაფმა “კრემლის მთიელი” ავტორის სიცოცხლე შეიწირა. აი თავად ლექსიც:

Мы живем, под собою не чуя страны,

Наши речи за десять шагов не слышны,

А где хватит на полразговорца,

Там припомнят кремлевского горца.

Его толстые пальцы, как черви, жирны,

И слова, как пудовые гири, верны,

Тараканьи смеются усища

И сияют его голенища.

А вокруг него сброд тонкошеих вождей,

Он играет услугами полулюдей.

Кто свистит, кто мяучит, кто хнычет,

Он один лишь бабачит и тычет,

Как подкову, дарит за указом указ:

Кому в пах, кому в лоб, кому в бровь, кому в глаз.

Что ни казнь у него — то малина,

И широкая грудь осетина.

d089a51376be

11.ფრედერიკ შილერი მეკარის მონოლოგს შექსპირის მაკბეტიდან იმდენად უხამსად თვლიდა, რომ “მაკბეტის” საკუთარ გადაკეთებაში ის შეცვალა დილი ჰიმნით რომელსაც მეკარე მღერის. აი მონოლოგიც:
“აი, ბრახუნიც ამასა ჰქვიან! კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა. (კიდევ არახუნებენ) დაჰკა, დაჰკა, დაჰკა! ტარტაროზის მადლსა, სთქვი, ვინა ხარ? ეს ალბათ მემამულეა, კაი მოსავლის ლოდინში რომ თავი ჩამოიღრჩო.
დროზედ უნდა მოსულიყავ. სარტყელში ხელსახოცები ბლომად ჩაიკეცე, თორემ აქ ბევრი ოფლი მოგედინება. (კიდევ არახუნებენ) დაჰკა, დაჰკა! მეორე ეშმაკის მადლს გაფი-ცებ, სთქვი, ვინა ხარ? უთუოდ ეს სიტყვების ოსტატია, რომელიც ფიცით სასწორს საითაც უნდა, იქით გა-დაწევს. ეს სულ ღვთის სახელით ავკაცობდა, მაგრამ ღმერთთან მაინც არ მიუშვეს. მოდი, მოდი, სიტყვების ოსტატო! (კიდევ არახუნებენ) დაჰკა, დაჰკა, დაჰკა! სთქვი, ვინა ხარ? ესეც ალბათ ის ინგლისელი თერძია, ფრანგული შარვლის ნაჭერი რომ მოიპარა. მოდი, დერციკო, შენს უთოს აქ კარგად გაახურებ. (კიდევ არახუ-ნებენ) კიდევ! ახლა აღარ გაჩუმდები! აბა, ვნახო, ვინა ხარ.
– ვითომ ესეც ჯოჯოხეთია, ლამის გამყინოს. მე ეშმაკების მეკარედ ყოფნა აღარ მინდა; ის მინდოდა მხოლოდ სხვადასხვა ჯურის ხალხი მიმეღო, რომელნიც ყვავილებით მოფენილ გზაზედ ჭიაკოკონების სანახავად მოდიან. (კიდევ არახუნებენ) ახლავ, მოვდივარ! აბა, ვინძლო, მეკარე არ დაივიწყო. (კარებს აღებს. შემოდიან მაკდუფი და ლენოქსი)”

9f10ec60b126

12.ოტო ფონ ბისმარკის ერთადერთი ძეგლი, სადაც იგი ცხენზე ამხედრებულად არის გამოჭედილი, მდებარეობს ქალაქ ბრემენში. იმის გამო, რომ ბისმარკი არ იყო სამეფო გვარის, მისი ამხედრებული გამოჭედვა ეტიკეტის დარღვევა იყო. როდესაც გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II ჩავიდა ბრემენში და ეს ძეგლი დაინახა, იგი ძალზედ განრისხდა და ბრემენში აღარასოდეს დაბრუნებულა.

68afd64e0497

13.ჰაბსბურგების საგვარეულოს მემკვიდრეობით გადაეცემოდა დაავადება პროგნატიზმი, ამ ავადმყოფობას მეორენაირად “ჰაბსბურგის ნიკაპი” ეწოდება. დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა კარლ V აღმოაჩნდა მას იმდენად დიდი ნიკაპი ჰქონდა, რომ ზედა და ქვედა კბილების ერთმანეთთან შეხება არ შეეძლო.

9a5cb29bc9e0

14.როდესაც რომის პაპ გრიგოლ XIII შეუტყვია 1572 წლის 24 აგვისტოს პარიზში ბართლომეს ღამეს ჰუგენოტების მასობრივი მკვლელობის შესახებ აღმოხდენია:”ო, ქრისტიანობის უდიდესო დღესასწაულო”

030d84fa9d16

15.ოსკარ უაილდი სიტყვა ხელოვნებას ყოველთვის ასომთავრულით წერდა.

e00165d73829

16.მარკიზ დე სადს სინამდვილეში გრაფის წოდება ჰქონდა. მარკიზი მისი ფსევდონიმია და არა რეალური ტიტული.

527f33cf505f

17. როცა 19 წლის მიხეილ ლომონოსოვი 1730 წელს მოსკოვში განათლების მისაღებად ფეხით გაემართა წერა კითხვაც კი არ იცოდა. სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში სწავლისას მხოლოდ პურზე და ბურახზე უწევდა ცხოვრება. 2 წლის შემდეგ კიევში გაგზავნეს სასწავლებლად. დაბრუნებულმა 5 წელიწადში ჩააბარა 12 წლიანი პროგრამა და გახდა პირველი რუსი, რომელმაც გრანტის სახით გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების  უფლება მიიღო.

b872cf04fdee

18.ლომონოსოვისაგან განსხვავებით ისააკ ნიუტონი ნამდვილად არ გიჟდებოდა სწავლაზე. ის გრენთემის სკოლის მაჩანჩალათა ლიგის ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელი გახლდათ. ამხანაგების მისადმი დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებდა მისი სუსტი აღნაგობა და მუდმივი ავადმყოფობა. ყველაფერი მეორე კლასში შეიცვალა, როცა ერთ-ერთმა მაღალკლასელმა ისააკს მუცელში მუშტი ჰკრა. ნიუტონი ფაქტიურად სკოლელის ჯიბრზე გახდა დიდი მეცნიერი.

f6fb4338f136

19.პეტრე ჩაიკოვსკის დედა ქოლერის ეპიდემიამ შეიწირა. სწორედ აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ თუ დიდი კომპოზიტორი თავის მოკვლას გადაწყვეტდა ამას დედამისი სიკვდილთან დააკავშირებდა. მისი სიკვდილის ერთ-ერთი ჰიპოტეზა სწორედ ის არის რომ მან მოწამლული წყალი დალია.

69904b461a5e

20.არიგო ბოიტომ “ოტელოს” ლიბრეტისტმა, რომელმაც ფაქტიურად აიძულა ჯუზეპე ვერდი დაეწერა “ოტელო”, ერთ-ერთი სტუმრობისას ვერდის საფერფლე მოჰპარა, როგორც შემდეგ განაცხადა ცდუნებას ვერ გაუძლო.

თეგები

MDM

სხვებისგან ბევრით არაფრით გამოვირჩევი. მიყვარს ვიქტორ ჰიუგოს, ანრი სტენდალის, ალექსანდრე დიუმასა და ქართველი ისტორიული პროზაიკოსების შემოქმედება. ვუსმენ კლასიკურ მუსიკას ერთნაირად მიყვარს მასკანი, ჯორდანო, ვერდი, პუჩინი და ლეონკავალო. ჩემი საყვარელი შემსრულებელია მარიო დელ მონაკო, რადგან ჩემს საყვარელ საოპერო როლებს(კანიო, რადამესი, ოტელო, კავარადოსი და კალაფი...) საუკეთესოდ ასრულებს. 2006 წლიდან ვარ ბარსელონას თავგადაკლული გულშემატკივარი. საკუთარ თავს დავახასიათებდი ორი სიტყვით მეოცნებე ესთეტიკოსი რადგან ხელოვნება ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რეალური ცხოვრება, რაც ძალიან ცუდად აისახება ჩემს ადამიანურ ურთიერთობებზე. მგონი სულ ეს იყო.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close