საკითხავისასარგებლოუცნაური

ძუნწი ბაფეტი

უორენ ედვარდ ბაფეტი 1930 წელს ამერიკის ოლქ ომაჰში დაიბადა.მამამისი, ჰოვარდ ბაფეტი ბირჟის მაკლერი და რესპუბლიკის კონგრესმენი იყო.უორენი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ციფრების დამახსოვრების გასაოცარი უნარით.მაშინ როცა მისი თანატოლები მხოლოდ გართობაზე ფიქრობდნენ, ის მამის სპეციალობით დაინტერესდა.11 წლისამ კი სერიოზული ცხოვრებისეული გამოცდა ჩააბარა-შეიძინა კომპანის „ქალაქტა სერვისის“ აქციები, თითო 38 დოლარად. აქციების ფასი 27 დოლარამდე დაეცა, რამდენიმე დღეში კი 40 დოლარამდე ავიდა.ახალგაზრდა ბაფეტმა გაყიდა აქციები და თავისი პირველი ათი დოლარი გამოიმუშავა, მაგრამ აქციის ფასი ერთ კვირაში 200 დოლარამდე ავიდა. სწორედ მაშინ მიიღო ბიზნესის პირველი გაკვეთილი-უნდა გქონდეს მოთმინების უნარი. მას დააინტერესა წიგნებმა ბიზნესზე და ინვესტიციებზე და სამაგიდო წიგნიც შეიძინა- ბენჯამენ გრემის „ინტელექტუალური ინვესტიციები“. ახალგაზრდა უორენი შესანიშნავად ითვისებდა და ითვალისწინებდა საკუთარ თუ სხვის გამოცდილებას,სწორედ რომ შესაშური მოთმინების უნარი გამოიმუშავა მან და გახდა მეწარმე-პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.

მისი საქმიანობის საფუძველს ჩაწოლილი, დაბალფასიანი აქციებისა თუ საქონლის შეძენა წარმოადგენდა. იგი თავისი გათვლებით, უტყუარი ალღოსა და უნიკალური მათემატიკური მეხსიერების წყალობით მომგებიან ოპერაციებს ასრულებდა. უორენმა სწავლა კოლუმბის უნივერსიტეტში გააგრძელა,სადაცა ფავორიტი გრემის გაცნობა და მასთან დაახლოებაც კი მოახერხა.შემდეგ მიიღო ხარისხი ეკონომიკის ოსტატობაში და ჰარვარდის სკოლაშიც მოხვდა.მისი ხელმძღვანელი ჰარვარდშიც ბენჯამენ გრემი იყო -ასე გადაიკვეთა მათი გზები . გრემის დარიგეგებითა და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ბიზნესში მან თავისი პრინციპები შექმნა და 1957 წელს ომაჰში პირველი სიანვესტიციო ამხანაგობა დაარსა.
ბაფეტის ქონება 44 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მისი ფირმა კი დიდ საინვესტიციო ჰოლდინგადაა გადაქცეული, რომელიც მსხვილ წილს ფლობს „კოკა-კოლაში“, „ამერიქან ექსპრესში“ და მართავს 198 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს. ასევე ბაფეტი ფლობს კომპანიებს ფინანსური მომსახურების,საკონდიტრო მრეწველობის,საგამომცემლო საქმის, საიუველირო , ავეჯისა და ხალიჩების, სამშენებლო მასალის წარმოების კომპანიებს.მას ამერიკული პრესა ხშირად „ძუნწ მილიარდერს“ უწოდებს.შეიძლება ეს თვისება მისი სიმდიდრის საფუძველია,მაგრამ მთავარი მიზეზია პირადი ცხოვრების არასტაბილურობის. მისმა მეუღლემ ქმარს 1977 წელს ლატვიელი ემიგრანტი ოფიციანტი ამჯობინა,სახელად ასტრიდ მენქსი. მას არც თავის 3 შვილთან აქვს კარგი ურთიერთობა – ვაჟიშვილმა ჰოვარდმა მას ფული სთხოვა, ფერმის ყოიდვა და საკუთარი საქმის დაწყება სურდა, მამამ კი შვილს ფერმა ი ჯ ა რ ი თ მისცა და საკმაოდ მაღალი პროცენტი დაუწესა, ქალიშვილი კი ტაქსის ფულს სთხოვს ხოლმე (და არამარტო ტაქსის) , მამა კი ხელწერილს ართმევს რომ იგი ამ ფულს აუცილებლივ დაუბრუნებს.
ბაფეტი მისი ასაკის მიუხედავად (82 წლის ხდება 30 აგვისტოს) არ ეწევა ქველმოქმედებას. არც ისაა ცნობილი მისი გარდაცვალების შემდეგ კომპანიას ვის დაუტოვებს- ის ხომ მთლიანად ბაფეტის მათემატიკურ გათვლებზეა აგებული.
დღესდღეობით ყველაზე იღბლიანი და ძუნწი ბიზნესმენი დღემდე 31 500 დოლარად შეძენილ სახლში ცხოვრობს და სადილად ბუტერბროდებს მიირთმევს.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close