არქივი

მიირთვით თაფლი და იცოცხლეთ ას წლამდე

59597fe08032
თაფლი ადამიანისათვის უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ამ ტკბილეულზე „ნადირობა“ ჯერ კიდევ ჩვენმა პირველყოფილმა წინაპრებმა დაიწყეს. ვალენსიაში აღმოჩენილია ქვის ხანის დროინდელი კლდეზე შესრულებული ნახატი. მასზე გამოსახულია ფუტკრებით გარშემორტყმული კაცი, რომელიც ფიჭიდან თაფლს იღებს

ველური ფუტკრების მომთვინიერებლები ძველ ეგვიპტეში თაფლი ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას საკვებ პროდუქტად ითვლებოდა. ფუტკრები ქვემო ეგვიპტიდან გადაჰყავდეთ ზემო ეგვიპტეში,სადაც თაფლოვანი მცენარეები 6 კვირით ადრე ჰყვაოდა და შემდეგ მეფუტკრეები შინ თაფლის დიდი მარაგით ბრუნდებოდნენ.ძველად თაფლის ქვეყანად ასურეთი ითვლებოდა.ასურელები განსაკუთრებით ოსტატურად უვლიდნენ ფუტკრებს: ისინი ფლობდნენ საიდუმლო ენას, რომლითაც ფუტკრის ნაყარს მბრძანებლობდნენ.ა,მ საიდუმლოს წყლობით,ისინი ფუტკლრებს სკიდან ერეკებოდნენ და ისევ უკან აბრუნებდნენ. თაფლის მოპოვებას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ გერმანელები, ლიტველები, სლავები.რუსეთიდან თაფლი და ცვილი აქტიურად გაჰქონდათ საზღვარგარეთ.ათასზე მეტი წლის წინ, 911 წელს თავად ოლეგსა და ბიზანტიის იმპერატორს შორის დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება, რომელის თანახმადაც რუსეთიდან გადატანილი მთავარი პროდუქტი თაფლი და ცვილი გახლდათ პრიმიტიული მეფუტკრეობის აყვავების ხანად ჩეიძლება ჩაითვალოს მე-16 საუკუნე და მე-17 საუკუნის დასაწყისი.ველური ფუტკრის თაფლის შემგროვებლები მარტო კიევის დაბლობის ტყიდან 24 ათას ფუთ თაფლს იღებდნენ. ასეთი ადგილები კი მაშინ ათასამდე მაინც იყო. თაფლის შემგროვებლები უღრან ტყეებში ხშირად პოულობდნენ ხეებში ცამალულ დიდი რაოდენობს ფიჭას, მსხვილ კუნძებში კი- „თაფლის უზარმაზარ ტბას“. დროთა განმავლობაში ხალხმა ფუტკრის სკები სახლთან ახლოს გადაიტანა.დაიწყეს ფუტკრის მოშინაურება და საფუძველი ჩაყარა კულტურულ მეფუტკრეობასაც.დაახლოებით 2 ათასი წლის წინ კავკასიელი სომხების წინაპრები-ურარტუს ტომი- უკვე მისდევდნენ მეფუტკრეობასა და ფუტკარი თიხით შელესილ წნელის სკებში ჰყავდათ

64881cea7c5f

დღეგრძელობის რეცეპტი უძველესი დროის ექიმები თაფლს სხვადასხვა სამკურნალო თვისებას მიაწერდნენ. ისინი მას ახალგაზრდობის ელექსირს უწოდებდნენ.ცნობილი ძველბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ თაფლში შერწყმულია სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებები. სახელგანთქმული მათემატიკოსი პითაგორა კი, რომელმაც 90 წლამდე იცოცხლა, წერდა, რომ თაფლის გარეშე იგი ამ ასაკს ვერ მიაღწევდა.თაფლის ყოვლისშემძლეობისა ასევე სწამდა შუასაუკუნეების გენიალურ ექიმსა და ფილოსოფოსს ავიცენას. „თუ გსურს დიდხანს სიცოცხლე და ახალგაზრდობის შენარჩუნება,აუცილებლად მიირთვით თაფლი“. თანამედროვე მედიცინა ადასტურებს მსგავსი რეკომენდაციების მართლზომიერებას, ასე რომ, მიირთვით თაფლი და იცოცხლეთ 100 წლამდე

dcaebecefa80

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button