საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ამბები ყველაფერზე ნაწ.1

79cdc68e597f
7.5 კილოგრამიანი ოქროს აღმოჩენა
ხაბაროვსკის მხარეში აიანო-მაისის რეგიონში ირკიდანის დაბადების ადგილას აღმოაჩინეს ერთ-ერთი უმსხვილესი მონაპოვარი შორეულ აღმოსავლეთში მთელი ისტორიის მანძილზე.
თვითნაბადი ოქროს წონაა 7650 გრამი.ასეთი საგანძური ჰიდრომონიტორინგ “ვასტოკის” წევრმა ალექსანდ სტაროვაიტოვმა იპოვა,როდესაც შემაჩნია უცხო ქვის ბრწყინვალება.ექსპერტებმა შეაფასეს ეს თვითნაბადი ოქრო და ალმასის ფონდში გააგზავნეს.ხოლო ალექსანდრე უკვე დაასაჩუქრეს სამახსოვრო “ოქროს არწივი”-თ. რომ არ ჩავთვალოთ ოქროს ეს დიდი მონაპოვარი, აღნიშნულმა კოოპერატივმა , რომელსაც მალე 40 წელი უსრულდება დაარსებიდან, ჯამში ნახევარ ტონაზე მეტი ოქრო მოიპოვა

60b8b15c5799

ვარსკვლავეთის ქალები
მსოფლიოში პირველი კოსმონავტი ქალი, როგორც ცნობილია, გახდა ვ.ტერეშკოვა, რომელმაც სამ დღე-ღამეს იფრინა “ვოსტოკ-6” კოსმოსური ხომალდით 1963 წლის ივნისში. და მხოლოდ 20 წლის შემდეგ, 1983 წლის ივნისში მოეწყო ამერიკელი ქალის კოსმოსური ფრენა. ეს იყო სალი რაიდი, რომელმაც სტარტი აიღო მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის “ჩელენჯერის” ეკიპაჟის შემადგენლობაში. მან დაახლოებით 6 დრე-ღამე დაყო კოსმოსში

გარდა ტერეშკოვასა და ს. რაიდისა(მან ორჯერ იფრინა),განვლილი წლების მანძილზე კოსმოსს ეწვია კიდევ თოთხმეტი კოსმონავტი ქალი. ესენი არიან :ს.სავიცკაია- 1982 და 1984 წლებში “სალუტ-7” -ით, ინგლისელი ჰ.შარმანი 1991 წელს “მსოფლიო” კომპლექსით, ამერიკელები ჯ.რეზნიკი ,კ.სალივენი,ა ფიშერი (184), მ.სედონი, შ.ლიუისიდი, ბ.დანბარი, მ.კლივი, კ.ტორნტონი, მ.აივინზი, ლ.გოდუინი,ტ.ჯერნიგანი,მ.ფულფორდი “სპეის შატლის” ხომალდით. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი ასტრონავტები რეზნიკი და მაკოლიფი დაიღუპნენ 1986 წკის იანვარში “ჩელენჯერის გაშვებისას”. ყველაზე მეტი ხანი კი კოსმოსში დაჰყო სავიცკაიამ -11 დღე-ღამე, 19 საათი და 14 წუთი
c139f6a34419

პიგმეები
პიგმეები სახლობენ ცენტრალუი აფრიკის ქვეყნებში გაბონიდან კამერუნამდე და ზაირიდან უგანდამდე. ისინი წარმოადგენენ რეგიონის ერთ-ერთ უძველეს ეთნიკურ ჯგუფს.მრავალრიცხოვანი ტომი-მბუტი მკვიდრობს ზაირის ტერიტორიაზე.
მამაკაცების სიმაღლე 132 დან 150 სანტიმეტრამდეა, წონა კი 32 დან 40 კილოგრამამდე. ქალების სიმაღლე და წონა გაცილებით ნაკლებია.მიუხედავად იმისა, რომ პიგმეები ჩვეულებრივი ადამიანის ზომისანი იბადებიან, სიმაღლის ჰორმონების ნორმალური დონით,მეცნიერთათვის დღემდე უცნობია მათი დაბალი სიმაღლის საიდუმლოება.დღეს პიგმეები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.
c95a31217b85
მარილი ჩვენს პლანეტაზე
ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ უინდსკელმა მიზნად დაისახა დაენაგარიშებინა თუ რამდენი მარილია ჩვენს პლანეტაზე.აღმოჩნდა, რომ თუ აორთქლდა ყველა ზღვისა და ოკეანის წყალი-მიღებული მარილიდან შეიძლება გაშენდეს ისეთი კედელის ეკვატორის გასწვრივ, რომლის სისქეც იქნება 1 კილომეტრი,ხოლო სიმაღლე 280 მეტრი
b7d973ea2729
ყოფილი მოკრივის კოლექცია

გერმანელი მაქს ბოუდერი,თავად ყოფილი მოკრივე, რამდენიმე წელია აგროვებს კრივის ხელთათმანებს.მისი კოლექცია 177 ექსპონატისგან შედგება.მაქსს განსაკუთრებით ინგლისიდან-კრივის სამშობლოდან ჩამოტანილი ხელთათმანები უყვარს.
კოლექციაში ისეთი ხელთათმანებიც ურევია, რომლებშიც ლითონის საკმაოდ მძიმე ფურცლებია ჩაკერებული. რას იზამ, მოკრივეებიც, ისევე როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ხშირად სცოდავენ და გამარჯვების მისაღწევად უღირს საქციელს სცადიან.კოლექციის მშვენებაა კრივის ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავის ჯო ლუისის ხელთათმანები
036e723f3fab
პურის ხე
ტროპიკულ ქვეყნებში ხარობს ხე, რომელსაც ატროკარპუსს-პურის ხეს უწოდებენ.ამ ხეს განსაკუთრებით წყნარი ოკეანის უდაბური კუნძულების მცხოვრებნი აფასებენ:ქოქოსის კაკალთან ერთად პურის ხე გარეგნულად ჩვენებურ მუხას ჩამოჰგავს,ოღონდ ფოთლები უფრო ფართო და დაკბილული აქვს.მისი ნაყოფი საკმაოდ დიდია.ხშირად გოგრისოდენა იზრდება და წონით 20 კილოგრამს აღწევს.ნაყოფი პირდაპირ ღეროზე, ხის სოკოს მსგავსად ამოდის.
სიმწიფის დრო მრომ მოახლოვდება,დიდი და პატარა ტყეში მიდის,აგროვებენ ხის ნაყოფს და ქვის დიდ როდინებში ნაყავენ,შემდეგ კი წყალთან ან ქოქოსის წვენთან ერთად ზელენ და ცხელ ქვაბზე აცხობენ.ასე მომზადებული პურის ხის ნაყოფი თითქმის არაფრით გამოირჩევა მაღალხარისხოვანი პურისგან
პურის ხე მხოლოდ 60-70 წლამდ ცოცხლობს,მეწლეობა არ იცის და განუწყვეტლივ იძლევა ნაყოფს.5-7 ხეს შეუძლია წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ოჯახი უზრუნველყოს
cb26b761babb
ბუნებრივი სამზარეულო
-აღმოსავლეთ ალჟირის მთებში ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებთ საჭმლის დასამზადებლად შეშა და ღუმელი არ სჭირდებათ.ისინი ბუნებრივი სამზარეულოთი სარგებლობენ.ქვის უზარმაზარ ქვაბში ცხელი წყალი თუხთუხებს.საკმარისია , მასში ბალახებისგან დაწნული ბადე ჩაუშვათ უმი ხორცით, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ მოხარშული და თვითდამარილებული ხორცი მზადაა. ჰამამ მესკუტინის ცხელი წყარო შეიცავს ნატრიუმის ხსნარს,ხოლო მისი ტემპერატურა 90-95 გრადუსს უდრის.ბუნებამ სამზარეულოს სათანადო გაფორმებაზეც იზურუნა.“ქვაბის“კედლები ტეთრი ფერის მარილის ნალექით არის შეღებილი
cd90fa129086
პადაუნგები

ბირმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარე სალუენის ველის მახლობლად ცხოვრობენ გრძელკისერა ადამიანები-პადაუნგები.ამ ტომის ქალები სპილენძის მავთულის სპირალის დახვევით ხელოვნურად იგრძელებენ კისერს 30-40 სანტიმეტრამდე,რადგან მათი აზრით,ლამაზია ის,ვისაც უფრო გრძელი კისერი აქვს

ჯანმრთელი ავადმყოფები

დაუვიწყარი პრინცესა დაიანა კანადაში თავისი უკანასკნელი ვიზიტისას ეწვია ოტავის გულ-სისხლძარღვთა დაავადების ინსტიტუტს.ლედი დი ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებაში მცირე ხნით ესაუბრა 11 ავადმყოფს,გაამხნევა ისინი და დატოვა ინსტიტუტი.იმავე საღამოს კანადური პრესისთვის ცნობილი გახდა ამ ვიზიტთან დაკავშირებული წვრილმანები.როგორც აღმოჩნდა, 11 ავადმყოფიდან ყველა ჯანმრთელი იყო . ” რა უნდა გვექნა” -უთქვამს ინსტიტუტის ხელმძღვანელს დონალდ ბინლანდის-პალატები ცარიელი იყო,ამიტომ საჩქაროდ დავუკავშირდით ჩვენს ყოფილ პაციენტებს.ისინი თანაგრძნობით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას,თანაც ყველას უნდოდა ესაუბრა ნამდვილ პრინცესასთან..”
c4b4a9d91bb0
სასამართლო არ შედგა

შვეიცარიის პოლიციამ მიაგნო ყალბი ფულის მჭრელთა იატაკქვეშა ორგანიზაციას.თუმცა უკლებლივ ყველა “მხატვარი” დააპატიმრეს,სასამართლო არ შედგა,რადგან,სოეციალისტ ექსპერტთა აზრით, ფირმის მიერ გამოშვებული ბანკნოტები იმდენად მდარედ და უხარისხოდ იყო შესრულებული, რომ პატარა ბავშვიც კი ადვილად გაარჩევდა სხვაობას ნამდვილსა და ყალბს შორის.ასეთ ფულს მხოლოდ კოლექციონერი თუ გამოიყენებს , როგორც უნიჭობის ნიმუშს

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close