არქივი

ბებერი სპორტსმენები

937cc5c41d77

ალბათ ბევრს აინტერესებს როგორ ცვლილებებს განიცდის ადამიანის ორგანიზმი დაბერების პროცესში. მითუმეტეს მოხუსი სპორტსმენების ორგანიზმში

დაბერების პროცესი
და ასაკოვანი სპორტსმენები
ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ასაკოვანი ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც მისდევენ სხვადასხვა სპორტის სახეობებს. იმის მიუხედავად რომ უმეტესი მათგანი „მოწიფული“ სპორტსმენები არიან , მათ ხშირად ვეტერან სპორტსმენებს უწოდებენ, ეს ადამიანები ძირითადად ვარჯიშობენ ფორმის შესანარჩუნებლად, უმეტესი მათგანი ვარჯიშობს ისეთივე მონდომებითა და აზარტით როგორც ახალგაზრდა სპორტსმენები.
ბოლო წლებში შეიქმნა შესანიშნავი პირობები მოხუცი სპორტსმენებისათვის, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში და ამაში შედის მძიმე ათლეტიკა და მარათონული სირბილი.
სპორტული შედეგები რომელსაც ხანდახან აფიქსირებენ ეს ვეტერანი სპორტსმენები, ზოგჯერ ახსნას არ ექვემდებარება. მართალია მათი ძალა და გამძლეობა აღემეტება მათ ასაკში მყოფი ჩვეულებრივი ადამინების ძალას და გამძლეობას, მაგრამ 40–50 წლის ასაკში მაინც შეინიშნება კუნთური ძალის კლება.
სპორტული დატვირთვის ზემოქმედება
ასაკოვანი ადამიანის ორგანიზმზე
რეგულარული დამქანცველი კუნთური მუშაობა, არა ტიპიურია დაბერებული ცხოველების უმეტესობისათვის.
როგორც ადამიანებზე და დაბალსაფეხურზე მდგომი ცხოველების კუნთების მიერ შესრულებული მუშაობის კვლევის შედეგებმა აჩვენა, კუნთური ძალა ასაკთან ერთად კლებულობს. როგორც ჩანს სქემიდან (სქ.1)

ebf7e907cc94

ცხოვრების პირველ თვეებში ვირთხები გარბიან საშუალოდ 28–29 მილს (დაახლოებით 49კმ) კვირაში, მაშინ როდესაც სიცოცხლის ბოლო თვეებში მხოლოდ 2–4 მილს (დაახლოებით 3–6 კმ). ამ მხრივ ადამიანებს და ვირთხებს ბევრი საერთო აქვთ.
თანამედროვე საზოგადოებაში ფიზიკური აქტივობის შემცირება იწყება ფაქტობრივად ასაკში შესვლისთანავე. ადამიანების უმეტესობა სხვადასხვა გზით ცდილობს დატვირთვის ყველა სახეობის (სტრესის), რაც შეიძლება შემცირებას თავიანთი ცხოვრებიდან, მათ შორის ფიზიკურისაც. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, განაპირობა ის რომ, ამ ტექნოლოგიების წყალობით ადამიანების ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე დავიდა, შესაბამისად ადამიანები აღარ თვლიან საჭიროდ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. მაგ. ფეხით სიარულის ნაცვლად ისინი სარგებლობენ ავტო სატრანსპორტო საშუალებებით, მოკლე მანძილის გადასალახადაც კი.
შესაბამისად მოხუცებული მამკაცები და ქალები, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებულნი სპორტით „არღვევენ“ ამ ბუნებრივი ქცევის სტრუქტურას, რატომ ირჩევს ზოგი ასაკოვანი ადამიანი ცხოვრების აქტიურ წესს? მისდევენ სპორტს და ამით ცდილობენ შეინარჩუნონ ფორმა, მიუხედავად საერთო მიღებული ტენდენციისა რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი ცდილობს ნაკლებ აქტიურ ცხოვრების წესს მიჰყვნენ. ფსიქოლოგიური ფაქტორი რომელიც აღვიძებს ვეტერან სპორტსმენებში სპორტით დაკავების სურვილს, არ არის საკმარისად გამოვლენილი, თუმცა მცირედ თუ განსხვავდება იმათგან რომელიც ჩადებულია ახალგაზრდა სპორტსმენების საშეჯიბრე დეტალებში.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, კუნთური მუშაობა უზრუნველყოფს კუნთებისა და კარდიორესპირატორული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას, მაშინ გასაკვირი არ იქნება ის ფაქტი რომ, მოზრდილ ადამიანებში ფიზიკური აქტივობის შემცირება იწვევს ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის მნიშვნელოვან შემცირებას. სწორედ ამიტომ საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა თუ რამ გამოიწვია ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციებისა და შესაძლებლობების დაქვეითება, ფიზიკური დატვირთვების შესრულების უნარის შემცირება. ეს გამოიწვია დაბერების პროცესმა თუ შემცირებულმა ფიზიკურმა აქტივობამ. როგორ მოქმედებს დაბერების პროცესი სპორტულ საქმიანობაზე?

სპორტული საქმიანობა
რეკორდები სირბილში, ცურვაში, ველოსპორტში და მძიმე ათლეტიკაში, ადასტურებს იმას რომ ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების სრული გამოვლინება ხდება 30 წლამდე. ერთდროული გამოკვლევის მეთოდით შეიძლება, ამ რეკორდების შედეგების დაახლოებითი შედარება სპორტსმენი–ვეტერანების მიღწევებთან, ამით შესაძლებელია მოხდეს იმის გამოკვლევა თუ რა გავლენას ახდენს დაბერების პროცესი უძლიერეს სპორტსმენებზე. სამწუხაროდ არ მოიპოვება ინფორმაცია იმ ხანგრძლივი კვლევების შესახე, თუ რა გავლენას ახდენს დაბერება კუნთური მუშაობის დონეზე. რადგანაც ასეთი კვლევები ძალიან ცოტა თუ ჩატარდა.
სირბილი
სირბილში შედეგები წლების მატებასთან ერთად მცირდება, ამასთან კლების ინტენსივობა დამოკიდებულია ხანგრძლივობაზე. როგორც ჩანს სქემიდან (სქ.1. 2) საუკეთესო მაჩვენებელი 100 მეტრსა და 10 კმში, დაახლოებით 1%–ით მცირდება წელიწადში, დაწყებული 25 წლიდან 60 წლამდე

fa42ec566079

60 წლის შემდეგ მაჩვენებელი მამაკაცებში ეცემა დახლოებით 2% წელიწადში. ტესტმა (სირბილი სპრინტერულ დისტანციაზე) აჩვენა რომ 360 ქალში რომელთა ასაკი 30–70 წლის ასაკში, აჩვენა მაქსიმალური მაჩვენებლის შემცირება 8,5% ყოველ 10 წელში. სირბილში სტრუქტურული ცვლილებები როგორც დიდ დისტანციაზე ისე მოკლე დისტანციაზე ერთნაირია.

ცურვა
დაბერების პროცესი ისევე მოქმედებს ცურვის შედეგებზე როგორც, სირბილისაზე. როგორც ჩანს სქემიდან (სქ.1.3.)

24c04e051025

რეკორდის საშუალო მაჩვენებელი 100 მეტრის ცურვით დისტანციაზე 1% ით მცირდება წელიწადში, მამაკაცებსა და ქალებში 25–75 წლის ასაკში. რადგან წარმატება სპორტში დამოკიდებულია პროფესიონალიზმის დონეზე, გამძლეობაზე და ძალურ შესაძლებლობებზე, ზოგიერთი ვეტერანი–მოცურავეები აღწევენ თავის საუკეთესო მაჩვენებელს 45–50 წლის ასაკში. ამის მაგალითად გამოდგება ცხრილ (სურ. 1.1) მოცემული ინფორმაცია.

cf5b3d872772

მოცურავემ საუკეთესო შედეგი აჩვენა 20 და 50 წლის ასაკში. მიუხედავად 30 წლიანი შესვენებისა ამ მოცურავემ შეძლო დაეფიქსირებინა თავისი საუკეთესო მაჩვენებლები, განაახლა ცურვაში მომზადება 50 წლის ასაკში. ძნელია იმის გარკვევა თუ რითია განპირობებული ეს შედეგები, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მათ საფუძველში დევს მაღალი ტექნიკა, მომზადების მეთოდები და ორგანიზმის ფიზიოლოგიური მაჩვენებლების უმნიშვნელო კლება.

ველოსპორტი
როგორც სხვა ციკლური სახეობის სპორტში, ასევე ველოსპორტში, სპორტსმენები თავის საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებენ 25–35 წლის ასაკში. მაჩვენებლები (რეკორდები) მამაკაცებში და ქალებში, 40 კილომეტრის დისტანციაზე კლებულობს ასაკის მატებასთან ერთად საშუალოდ 20%–ით (დაახლოებით 0,6%) წელიწადში. ეს აგრეთვე დამახასიათებელია აშშ ს ნაციონალური რეკორდებისათვის 20კმ დისტანციაზე. სისწრაფე ამ დისტანციაზე მცირდება დაახლოებით 12 წ (დაახლოებით 0,7%) წელიწადში დაწყებული 20 წლიდან 65 წლამდე.

მძიმე ათლეტიკა
როგორც წესი ძალის მაქსიმუმს სპორტსმენები აღწევენ 25–35 წლის ასაკში. ამ წლოვანების შემდეგ როგორც (სურ. 1.4) დან ჩანს რეკორდული მაჩვენებლები

c214f4d95c4a

3 ვარჯიშის რაოდენობით კლებულობს საშუალოდ 12,1 კგ–ით (დაახლოებით 1.8%) წელიწადში. ამასთან ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ძალის ინდივიდუალური მაჩვენებელი საკმაოდ მერყევია.ზოგიერთი ადამიანი მაგალითად 60–წლის ასაკში გააჩნიათ ძალის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე აქვთ მათზე ორჯერ ახალგაზრდებს.
სპორტის უმეტესი სახეობისათვის დამახასიათებელია სპორტული მაჩვენებლის თანდათანობით კლება. ეს განპირობებულია ძალის ხარისხის შემცირებით, კუნთების და გულსისხლძარღვთა გამძლეობის შემცირებით.

კარდიორესპირატორული გამძლეობის
შემცირება დაბერების პროცესში
გამძლეობის დონის შემცირება ასაკის მატებასტან ართად, უმეტესწილად განპირობებულია ცენტრალური და პერიფერიული სისხლმომარაგების შემცირებით. რადგანაც გულიდან სისხლის გადატყორცნილი და კიდურებში სისხლის მიმოქცევის გაზომვა საკმაოდ რთულია, პირველ კვლევებში დაბერების გავლენა გამძლეობაზე გაზომეს ჟმმ, რომელიც ხასიათდება კორელაციისა და გულის ინდექსის დიდი დონით. შემდეგომში იყო მცდელობა დაეფიქსირებინათ გულის ინდექსი და ჟანგბადის ცვლის დაფიქსირება ქვემო კიდურებში, მოხუცებული საცდელი პირისათვის დატვირთვის მომენტში. სამწუხაროდ მზგავსი კვლევები მცირე რაოდენობით იყო ჩატარებული. სწორედ ამიტომ იმის ახსნა თუ რატომ კლებულობს ასაკოვან ადამიანებში გამძლეობა, შემოიფარგლება მხოლოდ იმ ცოდნით რომ მოხუც ქალებში და მამაკაცებში ჟმმ (აერობული შესაძლებლობების ) კლებით არის განპირობებული.

ასაკოვანი სპორცმენების კვლევა
სპორტის ფიზიოლოგია მეცნიერების ახალი სახეა. მხოლოდ რამოდენიმე ლაბორატორია მუშაობს ფიზიოლოგიის ამ მიმართულებით. ამით აიხსნება დაბერების პროცესის გამოკვლევის მიზნით მოხუცებულთა კვლევის, უმნიშვნელო რიცხვი ხანგრძლივად განმეორებადი კვლევებისა. გამოკვლევა როგორც წესი მოიცავდა 10 – 16 წლის პერიოდს. ასე პოლაკმა და სოავტმა. გამოიკვლიეს 24 მოხუცი მსუბუქი ათლეტი (50–82 წლის ასაკში), რათა დაედგინათ კავშირი დაბერებასა და 10 წლიან ვარჯიშს შორის. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 11 სპორტსმენი კვლავ მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში. ხოლო დანარჩენმა 13– მა შეწყვიტეს შეჯიბრებებში მონაწილეობა და მნიშვნელოვნად შეამცირეს ვარჯიშების ინტენსივობა. პირველებს ჟმმ რჩებოდა საწყის დონეზე, ხოლო ამ დროს მეორეებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. საინტერესოა ის ფაქტი რომ სხვა ცვლილებები ერთნაირი იყო ორივე ჯგუფში:
გცს შემცირდა თითქმის 7 დარტყმით წთ. სხეულის მასა შემცირდა 70.0 დან 68.9 კგ მდე. მნიშვნელოვნად გაიზარდა ცხიმის შემცველობა ორგანიზმში: 13,1 დან 15,1 %–ით.
ასე რომ, მიუხედავად დაბერების მიმანიშნებლები ფაქტორებისა, ეს პროცესი თავისთავად მაინცდამაინც არ არის განპირობებული ანაერობული შესაძლებლობების შემცირებით.
ვარჯიშის საკმარისი ინტენსივობის შენარჩუნებით ჟმმ არ შეიცვლება.
სურათ (სურ.1.5) მოცემულია იმ მამაკაცის ჟმმ, რომელიც არ არის დაკავებული სპორტით, რომელიც ძუნძულით დარბის და რომელიც პროფესიონალი მორბენალია.

d318307c8250

სურ 1.5 ჟმმ–ის ცვლილებები (1)ნავარჯიშები მორბენალი.
(2) ძუნძულით მორბენალი.( 3) არა მოვარჯიშე მამაკაცი.
მართალია ვარჯიში, მიმართულია გამძლეობის მოსამატებლად თუმცა იგი აგრეთვე ადამიანს აძლევს გარკვეულ უპირატესობას აერობული შესაძლებლობის მხრივ, დაბერების პროცესი როგორც ჩანს განპირობებს ჟმმს ერთნაირ კლებას შუახნის ადამიანებში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლოა დასკვნის გაჯკეთება რომ, ინტენსიური და ხანგრძლივი ვარჯიში ასაკოვან ადამიანებში რომლებსაც უყვართ ძუნძულით სირბილი, არ ჩამოუვარდებოდნენ მათზე ახალგაზრდებს როგორც ვარჯიშის ინტენსივობაშ ასევე მისი ხანგრძლივობაშიც.
ამითომ აერობული გამძლეობის მცირედი დაკლებაც ასაკის მატებასტან ერთად შეიძლება განპირობებული იყოს ვარჯიშის ინტენსივობის და ხანგრძლივობის შემცირებით.
არც თუ ისე დიდი ხნის წინად, დიდი სდისტანციაზე მორბენლებს (ვეტერანებს) ჩაუტარდათ განმმეორებითი ტესტირება, მათ აკვირდებოდნენ 25 წელი. პირველათ ისინი გამიოკვლიეს მაშინ როდესაც ისინი იყვნენ 18–25 წლისანი. ტესტების ჩატარების შუალედებში ისინი, ისეთივე ინტენსივობით ვარჯიშობდნენ როგორც ახალგაზრდა ასაკში. ამის შედეგად მათი ჟმმ როგორც ცხრილიდან ჩანს (სურ. 1.6) დან ჩანს დარჩა თითქმის უცვლელი.

9b162702a628

(ცხრილი 1.6) აერობული შესაძლებლობების ცვლილება (ჟმმ) გცს კარგად
მომზადებბულ (ვეტერან ) მორბენლებში, გრძელ დისტანციაზე (10 ადამიანი)
М ± т.
ამასთან მარტალია მათი ჟმმ შემცირდა 69.0 დან 64.3 მლ/კგ მდე წუთში, ეს ცვლილება უმეტეს მათგანში განპირობებული იყო სხეულის მასის მომატებით 2,1 კგ–ით. ასე რომ ჟმმს ნამდვილი ცვლილება შეადგენდა 25 წლის განმავლობაში საშუალოდ 3.6%, რაც შეესაბამება მხოლოდ 0.14%–ით კლებას (1,4% 10 წელიწადში). ჟმმს ასეთი დონით შემცირება ასაკოვან სპორტსმენებში, მნიშვნელოვნათ ჩამორჩება ნაკლებად მოძრავი და აგრეთვე იმთსას ვინც ცუდად და ნაკლებს ვარჯიშობს. უნდა აღინიშნოს რომ ერთ–ერთმა ასეთმა მოხუცმა მორბენალმა 1992 წ. გაირბინა მარათონული დისტანცია 46 წლის ასაკში. მან ეს დისტანცია დაძლია 2 საათში და 29 წუთში 1მილი 4 წუთსა და 11 წამში. მისი ეს შედეგი აჭარბებდა იმას რაც მან აჩვენა იგივე დისტანციაზე 1966 წელს. მსგავს შედეგებს აჩვენებდნენ კვლევაში მონაწილე სხვა ასაკოვანი სპორტსმენებიც, რომლებიც განაგრძობდნენი ისეთივე ინტენსივობით ვარჯიშს, როგორი ინტენსივობითაც ვარჯიშობდნენ ახალგაზრდობაში. წარმოადგენს თუ არა ეს ფაქტი გამონაკლისს? შეძლებენ თუ არა სხვა სპორტსმენები დაბერების პროცესის ზემოქმედების შემცირებას, იმ შემთხვევაში თუ განაგრძობენ ინტენსიურ ვარჯიშს? ბევრი რამ დამოკიდებულია ვარჯიშისადმი შეგუებაზე –ფაქტორზე, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკურად ასევე ვარჯიშის რეჟიმით.
ერთერთ ყველაზე აღსაიშნავი, დიდი ხნის მანძილძე მიმდინარე კვლევა რომელიც ჩაუტარდათ შორ მანძილძე მორბენლებს, იყო დ.ბ.დილის და მისი ჰარვარდის ლაბორატორიის თანამოაზრეების მიერ ჩატარებული კვლევა, კვლევის ობიექტებს შორის იყო 1936 წელის მსოფლიო რეკორცმენი დონ ლეში. დისტანციით 2 მლ (8 წთ–სა და 58 წმ–ში). კოლეჯის რამოდენიმე ყოფილი მორბენლები კვლავ განაგრძობდნენ სირბილს, მათ შორის იყო ლეშიც, რომელიც 49 წლის ასაკში კვლავინდებურად დარბოდა ყოველდღე 45 წუთის განმავლობაში. ამის მიუხედავათ მისი ჟმმ შემცირდა 81,4 დან (24 წელი) 54,4 მლ/კგ წუთში (49 წელი) ანუ 33%–ით. როგორც მოსალოდნელი იყო, მაქსიმალური შემცირება აღენიშნებათ იმათ ვინ შეწყვიტეს შუახნის ასაკში ვარჯიში. საშუალოდ აერობული შესაძლებლობები მათ შეუმცირდათ თითქმის 43% 23 დან 50 წლამდე ( 70 დან 40მლ/კგ წუთში). ეს შედეგები აჩვენებენ რომ ფიზიკური დატვირთვის წინამორბედი გამოცდილება, არ უზრუნველჰყოფს გამძლეობის შენარჩუნებას უფრო მოწიფულ ასაკში, თუკი ადამაინი არ განაგრძობს აქტიურ კუნთურ მუშაობას.
ამის მიუხედავად კვლავ იბადება კითხვა: რამდენად არის განპირობებული ბიოლოგიური დაბერებით ჟმმს კლება? რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. ნორვეგიაში ჩატარებულმა კვლევებმა ნაწილობრივ უპასუხა ამ კითხვებს. მოხდა 63 მოთხილამურისა რომელთა ასაკი 50–66 წელი იყო და ამავე რაოდენობის ახალგაზრდა მსახურების, მუშების და სტუდენტების 20–30 წლამდე, ჟმმს შედარებამ მონაცემები მოცემულია (სურ. 1.7) ცხრილში. რომლის თანახმადაც ჟმმს შემცირებას არ წარმოადგენს მხოლოდ ასაკობრივი ცვლილებების ფუნქციასმ, ეს აგრეთვე დამოკიდებულია მემკვიდრეობითობაზე.

e5fe8127cd98

 

გაგრძელება იქნება…..

მსგავსი ამბები

Back to top button