უჩვეულო მეგობრობა: დათვი, ვეფხვი და ლომი
დათვი ბალუ, ლომი და ვეფხვი შერხანი: ესაა გულითადი მეგობრების ტრიო, რომლებიც ერთად ცხოვრობენ შემოღობილი ადგილას ატლანტაში, ჯორჯიას შტატი.
8 წლის წინ, პოლიციის რეიდის დროს, ცხოველები ჩამოართვეს უმსხვილეს ნარკოდილერს. იმ დროისათვის ისინი იყვნენ ჯერ კიდევ 2-თვის ბოკვერები, ბალუ კი 7 თვის ბელი იყო. ახლა მათ ახალი პატრონები ყავთ გრიფილდების ოჯახი.
როგორც ვიცით, პრაიდის (ლომების ოჯახი) გარდა, ლომებში არსებობს მეორე სოციალური ორგანიზაცია-ნომადები. ეს მონათესავე ლომების მოხეტიალე წყვილებია, რომლებიც სქესობრივი სიმწიფის მიღწევის შემდეგ პრაიდიდან გააგდეს. და ჩვენი ეს ლომის ბოკვერიც, სამწუხაროდ ნომადების ოჯახიდანაა, მაგრამ ის პატარაობიდანვე ძალიან ცნობისმოყვარე ხდება და მიდრეკილება აქვს ძალაუფლებაზე. შეფერილობით თეთრია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ყოფილა ჰიბრიდი, რომელსაც „ლაიგერს“ ეძახიან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლომის და ვეფხვის შეჯვარების შემდეგ მოევლინა ამ ქვეყანას ჰიბრიდი-ეს ცნობისმოყვარე ბოკვერი. ხოლო ვეფხვის ნაშიერი-შერხანი, ლომთან შედარებით უფრო ზარმაცია, ძილთან ერთად უყვარს ვოლიერში არსებულ ბუნებრივ კედელზე წოლა და იქიდან არემარეს თვალიერება. მსგავსი ხასიათი აქვს დათვსაც-ბალუს, მაგრამ უფრო აქტიურია და ფიცხია.
ამ ფოტოზე ეს 1,2 წლის ლომი გამოიყურება ისე, თითქოს მონაწილეობა უნდა მიიღოს გლადიატორებთან გამართულ ბრძოლებში.