საკითხავისასარგებლოუცნაური

რა არის ყველაზე გასაოცარი მოვლენა?!

ucnauri.com

“The Time” – ის მკითხველმა კითხვით “რა არის ყველაზე გასაოცარი მოვლენა სამყაროს შესახებ რისი გაზიარებაც შეგიძლიათ ჩვენთვის?” მიმართა ასტროფიზიკოს დოქტორ ნეილ დეგრეს ტაისონს. მისი პასუხი შთამბეჭდავი, ამაღელვებელი და გასაოცარი აღმოჩნდა. იხილეთ ჯერ არნახული საოცრება გაგრძელებაში.

(0:01) “რა არის ყველაზე გასაოცარი მოვლენა სამყაროს შესახებ რისი გაზიარებაც შემიძლია თქვენთვის?!ყველაზე გასაოცარი მოვლენა არის შეგნება იმისა, რომ ატომები, რომლებიც ქმნიან სიცოცხლეს სამყაროში, რომლითაც შედგება ადამიანის სხეული, შესამჩნევია “დნობის ტიგელში”, რაც იწვევს მარტივი ნაწილაკების აგლომერილებას რთული ელემენტების ბირთვში მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ.

(0:36) ამ ვარსკვლავების უმრავლესობა, თავიანთ უკანასკნელ წლებში არასტაბილური იყო. ისინი დაიშალნენ და შემდეგ აფეთქდნენ, გაავრცელეს და მიმოფანტეს თავიანთი მდიდარი წიაღისეული გალაქტიკის გარშემო. წიაღისეული, რომელიც შეიცავდა ნახშირბადს, ჟანგბადს, აზოტს… სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ყველა ფუნდამენტალური ინგრედიენტი გახდა გაზის ღრუბლების ნაწილი, რაც ასქელებს, აქცევს მომავალი თაობის მზის სისტემას.

(1:08) პლანეტის ორბიტაზე ლივლივა ვარსკვლავებს, თავად პლანეტებს აქვთ ახლა დამოუკიდებლად სიცოცხლის ინგრედიენტები. ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ვუყურებ ღამე ცას, ვამბობ – “დიახ, მე ვიცი, ჩვენ ვართ ნაწილი ამ სამყაროსი”, თუმცა შესაძლოა ხსენებულ ორ ფაქტზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდეს ის, რომ თავად სამყაროა ჩვენში.

(1:34) ამ საკითხზე ფიქრის დროს მახსენდება, რომ უამრავ ადამიანს თავისი თავი პატარა გონია, რადგან ისინი პატარები არიან, სამყარო კი დიდია. მე კი ჩემი თავი დიდად მიმაჩნია, რადგან ჩემი ატომები სწორედ ამ უდიდესი ვარსკვლავებისგან მოდის. ამას ქვია უმაღლესი დონე ურთიერთკავშირისა.

(1:51) სწორედ ესაა ის, რაც თქვენ სინამდვილეში გინდათ ცხოვრებაში. თქვენ გსურთ იგრძნოთ ურთიერთკავშირი, თქვენ გსურთ იგრძნოთ თავი მნიშვნელოვნად, თქვენ გსურთ გახდეთ თქვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მონაწილე. სწორედ ეს აიძულებს ჩვენს არსებობას, ვიყოთ უბრალოდ ცოცხლები.”

ინგლისურიდან თარგმნა და პოსტი მოამზადა Dima Sanaia-მ.

Dima Sanaia | Create your badge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close