მეთევზემ გიბერტო შედენმა კოსტა-რიკიდან მოახერხა ნიანგის გადარჩენა, რომელიც იმყოფებოდა სიკვდილის ზღვარზე. შედეგად, „კონუსური“ კბილების მქონე ეს ხორცისმჭამელი ცხოველი არა თუ დაუმეგობრდა გიბერტოს, არამედ შეისწავლა, რომ შეესრულებინა – გარკვეული ილეთები. მაგალითად, ნიანგს შეუძლია ბრძანებაზე დახუჭოს ერთი თვალი, ჩამოართვას ხელი და გადატრიალდეს მუცლიდან ზურგზე და პირიქით. აღსანიშნავია, რომ ნიანგებს თავის ტვინი საკმაოდ განვითარებული აქვთ და გამოირჩევიან კარგი სმენითა და მხედველობით.
მოთვინიერებული ცხოველის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 5 მეტრს და იწონიდა 450 კილოს.გიბერტოსა და ნიანგის უჩვეულო მეგობრობა გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში, მაგრამ , სამწუხაროდ, ეს ქვეწარმავალი დაიღუპა შარშან.