ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ეკლიანი სექსი


გერმანიის პატარა ქალაქ მაინტალის პოლიციაში შეშინებულმა ქალმა დარეკა და პოლიციელებს უამბო იმ საშინელ ყვირილსა და სიკვდილისწინა გმინვებზე, რომელიც მისი ფანჯრებიდან ისმოდა. ადგილზე მისულმა წესიგის დამცველებმა მთელი კვარტალი გადაჩხრიკეს შესაძლო გვამებისა და დანაშულის კვალის საპოვნელად,მაგრამ მხოლოდ 2 ზღარბი იპოვეს, რომლებიც თავიანთი მოდგის გამრავლების პროცესში იყვნენ.

-ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მისული მთავარ მომენტამდე, მაგრამ აშკარად ემზადებოდნენ.ამისთვის სასიყვარულო თამაშობანი უკვე ზენიტში იყო ასული!-ასე გამოხატა თავისი შთაბეჭდილება ერთ -ერთმა პოლიციელმა.

ზოოლოგთა თქმით,მამალი ზღარბი არშიყობისას ჯერ წრეებს ურტყამს “საყვარელი არსების” გარშემო, თან ისეთ გულის განმგმირავ ხმებს გამოსცემს,რომ ძარღვებში სისხლი გაეყინება კაცს.სწორედ ამ მოთქმამ უნდა მოულბოს გული საპატარძლოს,რომელიც ისეთ სახეს იღებს,თითქოს საერთოდ არ აინტერესებს მისდამი მიძღვნილი სერენადები. ასეთი უგულობა მხოლოდ აგიჟებს “ეკლებიან რომეოს” რომელიც თანდათან უწევს ხმას.

იმ დღეს,როდესაც გერმანელმა ქალმა პოლიციაში დარეკა,ეტყობა განსაკუთრებით ჯიუტი ზღარბუნა იყო სიყვარულის საგანი და მისი მამრიც ამიტომ ყვიროდა გამწარებით

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close