კულტურაუცნაური

ველიჩკას მაღაროები

7d9b4d5a2575

ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მარაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.ძველი მარაროები მუზეუმებადაა გადაკეთებული.შახტში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ამ კიბეებით რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩადიოდნენ მუშები მარილის მოსაპოვებლად. ესკურრსანტები, რა ტქმა უნდა,გიდის თანხლებით ჩადიან 135 მ სიღრმემდე. 

ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი, ერთი დარბაზიდან მეორეში გადიან.აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები,კედლები, იატაკი და ჭერი.ელეტრონის შუქზე ბრწყინავს მარილისკრისტალები. აქ მე-17-ე საუკუნეში ბერების ბრძანებით სამლოცველოც გამოუკვეთავთ. აქვეა მუშბის მიერ გაკეთებული წმინნდანთა მარილის ქანდაკებები,რომლებსაც სიძველე ერთი შეხედვით არ ეტყობათ. ერთ-ეთი ვიწრო დერეფნის ბოლოს ბარიერია,იმის იქით-ტბა.გულითაც რომ გინდოდეთ,მასში ვერ დაიხრჩობით,ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული.მიწის ქვეშ,ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია, ასევე ფოსტა და სუვენირებით სავსე პატარა მაღაზიები. დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს ლიფტით უბრუნდებიან

2b51ec788c7a

83603dc916f4

3f70fe699450

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button