ჭორები და მათთან ბრძოლის ხერხები
ყველაზე გავრცელებული აზრი: ჭორების მიმართ ინტერესს ისეთი ადამიანები ავლენენ,რომელთა პირადი ცხოვრებაც მოკლებულია ყოველგვარ სიახლეებს.ახალი ჭორების ავრცელებისას ისინი თითქოს სხვისი ცხოვრების ნაწილი ხდებიან და საკუთარ უბადრუკ არსებობას ემოციებით ავსებენ.ჭორიკნებს განსაკუთრებით უსიამოვნებები აინტერესებთ:თუ იღაცის სამე მათზე უარესადაა,მათ გულებში ოპტიმიზმი ისახება. თუ ვინმეს გაუმართლა და დაწინაურდა,ეს ჭორიკნებში არასრულფასოვნებისა და შურის გრძნობას იწვევს.ამიტომაც ყველა სასიკეთო ამბავში არასახარბიელო გარემოებებს ჩიჩქნიან.
“იცი,რატო გახდა X მენეჯერი? იმიტომ,რომ მისი ქმარი მმართველის სიძის ახლო ნათესავია….”
ყურმოკრული ახალი ამბის გადაცემისას ჭორიკნები საგანგებოდ ისეთნაირად ამახინჯებენ ინფორმაციას,რომ ყველა ფიქრობს თითქოს ამა თუ იმ ადამიანმა ბედნიერებას არაპატიოსანი გზით მიააღწია,არამატერიალური მიღწევები კი სრულიად არ შეეფერება ჭორის ობიექტის გონებრივ შესაძლებლობასა და მის თვისებებს -“ის ხომ დამთმობი და მუდოა”
ხანდახან ისეც ხდება, რომ ჭორები იდუმალებასა და ხიბლს გმატებთ,მაგრამ გაითვალისწინეთ : ჭორები თქვენს რეპუტაციუაზე,სამსახურზე და თანამშრომლებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება.ამიტომ მათთან ბრძოლის ხერხები უნდა იცოდეთ.საერთოდ, თუ თქვენზე ხშირად ჭორაობენ -ეს სერიოზული დაფიქრების საბაბია. მართლა რაიმეს ხომ არ ჩადიხართ? ჭორი შეიძლება ზურგსუკნიდან გაიგონოთ ან ვინმე კეთილისმსურველმა გამოგიცხადოთ. უნდა იფიქროთ თქვენ ჭორის ინიციატორზე , რადგან ამბის მომტანი ჭოორის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: „ვის აძლევს ხელს ჩემი გაშავება?“
შეეცადეთ, გაანალიზოთ თქვენი რომელი გამონათქვამი ან მოქმედება გახდა ჭორის საფუძველი. შემდგომისთვის კი გაითვალისწინეთ და დასკვნები გააკეთეთ: თუ ჭორის გამავრცელებელთან პირადად არ გაქვთ საქმე, რომელი თქვენი ნაცნობი ან მეგობარი ამყარებს კონტაქტს მასთან
საქმე ისაა,რომ ჭორიკნებამდე ინფორმაცია ხშირად მეათე ხელიდან მიდის
ჭორებზე რეაგირების რამდენიმე ხერხი
-ყველაზე იოლი ხერხი დუმილია. მისი სიმარტივე იმაშია, რომ არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ.მაგრამ ეს ხერხი დიდ დაძაბვას და ნერვული უჯრედების დაკარგვას იწვევს. თქვენი სახის გამომეტყველება შეუვალი უნდა იყოს, არცერთმა ნაკვთმა არ უნდა მიახვედროს ჭორიკანა, რომ მოგონილი ამბავი არ გსიამოვნებთ ან გაღიზიანებთ.ხალხს სანახაობა სწყურია და თუ მათ აგრძნობინებთ, რომ „ცირკი არ შედგება“,ისინი თქვენ მიმართ ინტერესს დაკარგავენ
„ცხელი“ ინფორმაციის გავრცელებისას არსებობს მწვავე პერიოდი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, უბრალოდ უნდა გადაიტანოთ იგი, რის შემდეგადაც მითქმა-მოთქმა შემცირდება
თუ ჭორების გაგონებისას სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებთ და , ამასთან, იუმორთან მწყრალად არ ხართ-იხუმრეთ, დაიწყეთ კოლეგებთან საუბარი იმის შესახებ,თუ რა სულელურ ჭორებს ავრცელებს თქვენზე ვიღაცა და ყველას შესთავაზეთ თქვენთან ერთად გულიანად გაიცინონ ამ ჭორზე.დასმულ კითხვებზე იუმორით გაეცით პასუხი. თავდაცვის ეს ხერხი მართებულია, როდესაც გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლეც არის, მაგრამ თქვენ არ გსურთ მისი გამოშკარევა.საჭიროა ხუმრობა:გამოჟონილი ფაქტები არ უარყოთ, რადგან სიმართლის ამოტივტივების შემთხვევაში უხერხულად იგრძნობთ თავს.ხუმრობით კი შექმნილი პრობლემების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულების დემონსტრაციას მოახდენთ:არც ეთანხმებით, არც უარყოფთ-მშვენიერია!
თუ ჭორიკანა გამოავლინეთ, მისი ენაწყლიანობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.შეუგდებთ თუ არა მას საპირისპირო ინფორმაციას,ორივე ჭორის გავრცელება კოლექტივში/სამეგობროში/სანათესაოში უნდობლობასა და გაუგებრობას გამოიწვევს, რის შედეგადაც დიდი შანსია, ორივე ჭორი უინტერესო გახდეს.
იმ შემთხვევაში,თუ ჭორი თქვენზე აისახება ახლობლებთან ურთიერთობაზე-გამოსავალი ერთია: გულახდილად დაელაპარაკოთ მათ, ვინც თქვენთან ერთად მოხვდა ჭორის არეში და მათ, ვნც ჭორებს ავრცელებს.ამასთან, თავი შეიკავეთ დამნაშავის მიმართ საყვედურებისგან, რათა ჭორიკანა არ გააღიზიანოთ
ნურც თქვენ იჭორავებთ!მოერიდეთ ზურგსუკან კოლეგებისა თუ ნაცნობების დახასიათებას, ჯობს, გაცმდეთ. ოქროს წესი: არასდროს ილაპარაკოთ ადამიანზე ის, რასაც პირადად ვერ ეტყვით