არქივი

კეკსბურგის ინციდენტი

b5ce8030a151
60 წელზე მეტი გავიდა, რაც ქალაქ კეკსბურგში მოხდა მეტად უცნაური შემთხვევა-“კეკსბურგის ინციდენტი” და დღემდე გასაიდუმლოებულია ყველა ის ფაქტი, რომელიც ამ ინციდენტს უკავშირდება.

აშშ.1945 წლის 9 დეკემბერი.დღის მეორე ნახევარი.ოთხი შტატის თავზე პიტსბურგიდან გრინსბურგამდე ცეცხლოვანი ბურთი ამოძრავდა.4 შტატის პოლიციაში განგაშის ზარი არ წყდებოდა.პოლიციამ ავიაკატასტროფა ივარაუდა.

ობიექტი ქალაქ კეტსბურგთნ ახლოს,ტყეში ჩამოვარდა.თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ტყეში შესულებმა დიდი,მოგრძო ფორმის ობიექტი დაინახეს, რომელიც ნახევრად მიწაში იყო ჩაფლული.მასზე იეროგლიფების მსგავსი წარწერები იყო.

პოლიციამ,სამხედრო მანქანებმა და ამერიკელმა სამხედროებმა სასწრაფოდ ალყა შემორტყეს რაიონს და ყველა სამოქალაქო პირს აუკრძალეს შემთხვევის ადგილთან მიახლოება.ზოგიერთი იარაღის მუქარითაც კი აიძულეს ტერიტორია დაეტოვებინა.რამდენიმე საათში ათეულობით მოქალაქემ დაინახა,როგორ გაიტანეს სამხედროებმა ტყიდან დიდი, ბრეზენტგადაფარებული ნივთი,მოგვიანებით კი პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ ტყეში ვერაფერი იპოვეს,თვითმხილველების მიერ შემჩნეული ობიექტი კი მეტეორიტი იყო,რომელიც სავარაუდოდ ატმოსფეროში დაიწვა და მიწამდე ვერც მიაღწია.

არავინ იცის სინამდვილეში რა ჩამოვარდა ციდან.ერთი კი ფაქტია,რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მოქმედებს სპეციალური სამსახური,რომელსაც ევალება გაასაიდუმლოოს ინფორმაცია აშშ-ში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიზიტის შესახებ.ნებისმიერ მტკიცებულებასა და საბუთს საგულდაგულოდ უმალავენ საზოგადოებასა და უფოლოგებს

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button