რომ გაეკეთებინა ორიგინალური საქორწინო ბეჭედი თავისი მიჯნურისათვის, ჯონ გრინვუდი თვითონ გაემართა ოქროს მოსაძიებლად შოტლანდიის ყინულოვანი მდინარეებისაკენ.
46 წლის მამაკაცმა არ იცოდა, როგორ და სად უნდა მოეპოვებინა ეს მეტალი, მაგრამ მაინც შეძლო ოქროს ათასობით პატარა ნაწილის შეგროვება. ნაპოვნი ოქრო მან მისცა იუველირს , რომელმაც დაამზადა ყველაზე ლამაზი ბეჭედი შეყვარებულისათვის.
ჯონმა შეყვარებულს ხელი სთხოვა შობის დღეს მდიდრულ სასტუმროში “Gleaneagles” , პერტშირეს საგრაფოში. რა თქმა უნდა, საპატარძლომ უარი ვერ უთხრა.
ჯონის მიერ იყო შეგროვებული 34 გრამი ოქრო, რომლის ღირებულება შეადგენს 18,000 დოლარს. ოქროს მაძიებელი, მომავალი სასიძო ოქროს ეძებდა დაახლოებით 4 თვის განმავლობაში. იუველირმა გრანტ ლოგანმა ჩასვა ბეჭედში ნამდვილი ბრილიანტები, ხოლო ბეჭედის შიგა ნაწილში ამოტვიფრა – „შოტლანდიის ოქრო“. იუველირის თქმით, ამ სამკაულის ფასი ბევრად აღემატება საბაზრო ღირებულებას, რადგან ის უნიკალურია და აქვს პირადი ისტორია.