არქივი

ბუნების უცნაური მოვლენები

b2982b0505d3
ჩვენს პლანეტას განებივრებული ვყავართ ულამაზესი ხედებითა და ბუნებრივი მოვლენებით. მეცნიერებამ საკმაო პროგრესი განიცადა და დედამიწაზე მიმდინარე ბევრი პროცესის ახსნა შეძლო. თუმცა არსებობენ ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენების ისეთი უჩვეულო სახეცვლილებები, რომლებიც დედამიწის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას ხდება და კლასიკური მეცნიერული ახსნები აქ უძლურია.

1.

2209a7aa5b42  de71695365e6
„დილის საუცხოო მშვენება“ ავსტრალიის ჩრდილოეთით, კარპენტარიის ყურის თავზე შეგიძლიათ იხილოთ. “morning glory clouds” – ეს ხატოვანი სახელი შეარქვეს ღრუბლების გრძელ, მრგვალ მილებს, რომლებიც ძირითადად შემოდგომის თვეებში „გადაიჭიმება“ ხოლმე ზღვის ზემოთ, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და ძირითადად ჭექა–ქუხილს მოსდევს.

2.

fd3fc5cb8d70  b8e0d5c9f645

ყინულის ამ ბასრ წარმონაქმნებს პენიტენტებს ეძახიან( პენიტენტები წვეტიანი ქუდებია, რომლებიც გასულ საუკუნეებში ეხურათ ცოდვების მონანიების დროს). მათი ნახვა შესაძლებელია ჩილესა და არგენტინას შორის ანდებში 4000 მეტრის სიმაღლეზე. ზოგიერთი მათგანი 4 მეტრამდე სიმაღლისაა. ვარაუდობენ, რომ ისინი წარმოიქმნებიან თოვლის პირდაპირი აორთქლებით – სუბლიმაციით, გადნობის გარეშე. შემდეგ კი ეს ორთქლი პირდაპირ იყინება, თხევად მდგომარეობაში გადაუსვლელად. ამას იწვევს აქაური უაღრესად მშრალი, ცივი ჰაერი და ჰაერის სწორედ ის ტემპერატურა – dew temperature, dew point, (ამ ტერმინის ქართული შესატყვისი ვერ მოვიძიე), რომელზეც ხდება ყინულის პირდაპირი აორთქლება ან პირიქით, თხევადი მდგომარეობის გამოტოვებით.

3.

cf292bd695fc  a46fa438500d

ამ მოძრავი ლოდების „შეჯიბრი“ შეგიძლიათ ნახოთ კალიფორნიის მკვდარი ხეობის ეროვნულ პარკში, სადაც მდებარეობს ამომშრალი ტბა Racetrack Playa ( რაც დაახლოებით „სარბენ პლიაჟს“ ნიშნავს). NASA –ს „კომპეტენტური“ განცხადებით, ისინი გადაადგილდებიან ძლერი გრიგალების დროს. მაგრამ ლოდი რომ ადგილიდან დაიძრას, აუცილებელია სულ ცოტათი მაინც „აიწიოს“ მიწიდან. სავარაუდოდ, ლოდებში არსებული ყინულის პატარა ნატეხების აორთქლებით მათ ეძლევათ მცირეოდენი ბიძგი და დანარჩენს უკვე ქარი აკეთებს. თუმცა NASA–ს დაავიწყდა აეხსნა, იგივე გრიგალი რატომ არ შლის ქვის ნაკვალევს.

4.

476ebbf7ca90   8b4010ac9fc0
მექსიკაში, ჩიხუახუას უდაბნოს ქვეშ მდებარე კრისტალების გამოქვაბული სავსეა უზარმაზარი, 10 მეტრის სიგრძის სელენიტის ( კალციუმის სულფიტის) კრისტალებით. მათ მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდათ ამხელა ზომების მისაღწევად. საკვირველი კიდევ ის არის, რომ როგორც წესი, სხვა მინერალების მსგავსი ტიპის იდიომორფული კრისტალები იმტვრევიან და დიდ ზომებს ვერ აღწევენ. მიუხედავად ლამაზი სანახაობისა, ამ გამოქვაბულში ჩასვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან 90% სინოტივისა და მუდმივი 50 გრადუსიანი სიცხის გამო ადამიანი მაქსიმუმ ნახევარ საათში იღუპება.

5.

8d35a409e2e3  18e0e8b8c840
ჭექა–ქუხილი აღარავის უკვირს, თუმცა ვენესუელაში, მდინარე კატატუმბოზე ღამით თუ გაისეირნებთ, შეიძლება ვერც მიხვდეთ, დღეა თუ ღამე. თითქმის ყოველ ღამე აქ ელვების არაჩვეულებრივი „ფეირვერკებიანი შოუ“ მიმდინარეობს. ქალაქი მარაკაიბო სწორედ მათ უნდა უმადლოდეს გადარჩენას, რადგან რამდენჯერაც ცნობილმა მეკობრემ სერ ფრანცის დრეიკმა ქალაქზე თავდასხმა გადაწყვიტა, იმდენჯერ გაანათა „ჩამშვებმა“ ელვამ მისი გემები და ქალაქიც ასწრებდა დროულ თავდაცვას.

6.

7f8534ef1949     9407e4aabf92

მოგეხენებათ, რომ დედამიწის ქერქი ტექტონიკური ფილებისგან შედგება. ოკეანის სიღრმეებში მდებარეობს ამ ფილების ნაპირების შეერთება. მანტიაში მიმდინარე პროცესების შედეგად ფილები გადაადგილდება და იწვევს მიწისძვრას, ცუნამს და სხვა სტიქიურ მოვლენებს. როგორც ხვდებით, ეს ფილები საკმაოდ ღრმად მდებარეობს, თუმცა თუ მათი ნახვა საკუთარი თვალით გინდათ, ისლანდიაში უნდა გაემგზავროთ. აქ, ე.წ. რეიკიანის ქედთან, შეგიძლიათ იხილოთ „მიწისზედა“ საზღვარი ჩრდილო–ამერიკულ და ევრაზიულ ტექტონურიკურ ფილებს შორის.

7.

a4c796fb6ebc

ავსტრალიაში, შარკ ბეის სანაპიროზე ასეთ სურათს წააწყდებით. ერთი შეხედვით დიდი არაფერი – ბაქტერიების ცოცხალი კოლონიები – სტრომატოლიტები სხვაგანც შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ რა განცდა დაგეუფლებათ, როცა გაიგებთ, რომ ამ კოლონიის მაცხოვრებლები უძველესი ციანობაქტერიები არიან. ეს ბაქტერია ყველაზე „ხნიერი“ ცოცხალი ორგანიზმია ჩვენს პლანეტაზე, ანუ, სხვა სიტყვებით, სწორედ ის იყო პირველი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ოდესღაც წარმოიქმნა დედამიწაზე.

8.

7147c36a410e  69f13b797bd6
დანამდვილებით ვერ გეტყვით, რომ ნიუ მეხიკოში რაც ხდება, ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ვერც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა. ქალაქ ტაოს მაცხოვრებლები შეწუხებულნი არიან იმ ზუზუნით, რომელიც აქ გამუდმებით ისმის. ამერიკის სამხედრო დეპარტამენტიდან დაწყებული, მთელი მსოფლიოს მეცნიერებითა და სხვადასხვა ოკულტურ – ფილოსოფიური მიმდევრობების წარმომადგენლებით დამთავრებული ( აღარ ღირს იმის მოყოლა, რამდენი რამე „ეგონათ“), ერთი სიტყვით, ყველამ, ვისაც არ დაეზარა, დეტალურად გამოიკვლია აქაურობა, მაგრამ ზუზუნის მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს. ამ დაბალი სიხშირის ბგერის გაგონება ყველას არ შეუძლია, თუმცა მისი გაგონება სპეციალური ყურსასმენით შეგიძლიათ.

მსგავსი ამბები

Back to top button